უმრავლესობა ადამიანებს გვყოლია წარმოსახვითი მეგობარი ბავშვობის წლებში, ზოგს მერეც - დიდობაში და მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე...

      ეს არის მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა; ყველაფერს გვიგებს უსიტყვოდ, ჩვენს აზრებს იზიარებს, გრძნობებს განიცდის, უმეტესწილად გვეთანხმება, ხანდახან გადავხედავთ კიდეც ხოლმე ერთმანეთს და ეშმაკური ღიმილით თვალს ვუკრავთ, ჩვენ ხომ ვიცით, რაშიცაა საქმეო;

      ხანდახან გვეტოქება კიდეც, თავის ვარაუდებს და მოსაზრებებს გვთავაზობს, გვსაყვედურობს, გვტუქსავს კიდეც, მაგრამ უაზროდ არასოდეს მოგვახვევს თავს და ეს ხომ ისევ საჩვენოდ ხდება, რადგან იგია უახლოესი, უერთგულესი... ზუსტად ვიცით, რომ არასოდეს გაგვთქვამს, მზაკვრობას გულში არ გაივლებს, არ მიგვატოვებს, შეიძლება, ფიზიკურად სუსტია, მაგრამ თუ საჭირო გახდა, მთელ ბანდას შეერკინება.

      ერთად დავდივართ სტუმრად მეგობრებთან, ნათესავებთან... შემდეგ ერთად ვმსჯელობთ იქ ნანახი ადამიანებისა თუ მომხდარი მოვლენების შესახებ. ვაქებთ, ვაფასებთ, ხანდახან ვაძაგებთ კიდეც.

      ერთად ვუყურებთ ტელევიზორს თუ მივჩერებივართ კომპიუტერის ეკრანს, ვეცნობით ათასგვარ ამბავს, მოსაზრებას, ვუყურებთ ფილმებს... წიგნებსაც ერთად ვკითხულობთ, ორივენი დიდი გატაცებით, ცალკეული წიგნი ხომ ცალკე სამყაროა და ჩვენც ერთად ვმოგზაურობთ ამ სამყაროებში.

      და თუ ვინმე შეგვიყვარდა, გონება დავკარგეთ, თავი დაგვავიწყდა, მაშინაც გვერდით გვიდგას; ჩვენ ბურანში ვართ, ის ფხიზელია. გვითანაგრძნობს, გვისმენს, გვირჩევს. ჩვენ კი, ჯიუტნი, როგორც ემოცია მიგვითითებს, ისე ვიქცევით, მაგრამ ბედნიერნი ვართ უხილავი მეგობრით, რადგან თუ ყველას თავი მოვაბეზრეთ, არავის დარჩა საჩვენო დრო, „ის“ არსად გაგვექცევა, ჩვენთვის ყოველთვის მოიცლის, თვალს არ აგვარიდებს და მოგვისმენს, მოგვისმენს, მოგვისმენს... და ჩვენც ვიცით, რომ მასავით ვერავინ გაგვიგებს. ვანდობთ ჩვენს გულს, გონებას, ფიქრებს, დარდსა თუ სიხარულს. დავდივართ, ვსეირნობთ, ვმოგზაურობთ, საინტერესო ადგილებს ვსტუმრობთ მასთან ერთად.

      და ყველაზე მთავარი მახასიათებელი: იმდენად ახლოა წარმოსახვითი მეგობარი, იმდენად ძვირფასია, ხელშეუხებელი, იმდენად იდეალური, რომ მისი მატერიალიზება სულაც არ გვინდა და არცაა საჭირო!! და იქნებ ოდესღაც, სადღაც შორიდან, სამყაროს უამრავ ბილიკს მიღმა თვალი მოვკრათ მას, დავლანდოთ, ან გვერდით ჩავუაროთ და მივმართოთ ერთმანეთს- ეს ხომ შენა ხარ... აი, თურმე სად ყოფილხარ!! და მერე ისევ ათასწლეულებს შემდგომ როლები გავცვალოთ. ჩვენ თვითონვე გავხდეთ „მისი“ წარმოსახვითი მეგობარი... ვინ იცის...

p.s. წარმოსახვითი მეგობრის ყოლა იმათი უპირატესობაა, ვისაც საკუთარი „მე“ - სა და ცნობიერების შრეებად დაშლა, განპიროვნება, ცალკე მოაზროვნე ადამიანებად ჩამოქნა და მერე მათი გვერდით დაყენება შეუძლია.

04. 2020

ნახვა: 227

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მეგობრობა, ქადაგიძე, ჩანახატი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters