ჭაჭიას ეძახდნენ, ჭაჭის არაყი უყვარდა ნამეტანი. რა იყო მისთვის ის წუთი, როდესაც ჭაჭის არყით სავსე მომცრო ჭიქას დახედავდა თავის ცხვირწინ... ყოველგვარ ნეტარებაზე მეტი იყო. ჩუმად, გულში გაუღიმებდა, ამ ღიმილს სახე არ გასცემდა. იმ პირველ წუთს სხვა მომდევნო ნეტარი წუთებიც მიემწკრივებოდნენ და მოსდევდნენ, ჭიქის მოხელთება და აწევა, სადღეგრძელო (რაც უფრო მოკლე იყო, ის ჯობდა), და ბოლოს ყველაზე საამური წუთი, არაყს მოწრუპვა, მისი გემოს გასინჯვა. მაინც, რა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2020 წელი. 2:00am —
არ არის კომენტარები
_______________
უმრავლესობა ადამიანებს გვყოლია წარმოსახვითი მეგობარი ბავშვობის წლებში, ზოგს მერეც - დიდობაში და მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე...
ეს არის მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა; ყველაფერს გვიგებს უსიტყვოდ, ჩვენს აზრებს იზიარებს, გრძნობებს განიცდის, უმეტესწილად გვეთანხმება, ხანდახან გადავხედავთ კიდეც ხოლმე ერთმანეთს და ეშმაკური ღიმილით თვალს ვუკრავთ, ჩვენ ხომ ვიცით, რაშიცაა საქმეო;
…
დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 29, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მინდა გიამბოთ ზღაპარი ციცინათელების შესახებ. უფრო ზუსტად, იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდნენ ციცინათელები ჩვენს მშვენიერ ცთომილზე, ასევე მშვენიერი სახელი, დედამიწა რომ ჰქვია.
ხომ ლამაზია ციცინათელები, პაწია მანათობელი არსებები, ივნისის ღამეებში რომ გამოეფინებიან ხოლმე. ზღაპრული ქვეყნის მოციქულებივით დაფარფატებენ ჰაერში, ირგვლივაც ყოველივეს ზღაპარს ამსგავსებენ, ერთიორად ალამაზებენ ისედაც მშვენიერ ივნისის ღამეს.
ჰოდა,…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2018 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ანგელოზი ჩამოფრინდა მიწაზე, დაუტევა თეთრი ფთილა ღრუბელი, საიდანაც შეფარვით უჭვრეტდა ადამიანთა საქმიანობას თავისი სევდიანი თვალებით. მაშინვე ცნობისმოყვართა მთელი ბრბო შემოეხვია ირგვლივ, ყველას აინტერესებდა მისი ახლოდან ნახვა. მათში ჟურნალისტებიც მრავლად ერივნენ. ცხადია, მაშინვე იერიშზე გადავიდნენ, უნდოდათ ექსკლუზიური ინტერვიუ აეღოთ ეგზომ იშვიათი ციური სტუმრისგან. ყველას აჯობა ერთმა ყოჩაღმა ბიზნესმენმა, ღონიერი მკლავებით მისწი-მოსწია ხალხი, გზა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 10, 2017 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
ბევრი აღარ უხეტიალიათ. მალე მონახეს პატარა სახლი შეეფარნენ და იმ ღამით იქ დარჩნენ. მეორე დილით კოლომბო, ტარაკანი და მიოდი საჭმლის მოსატანად წავიდნენ. მარია სახლის სადარაჯოდ დარჩა და თოვლის ქულაც მან ჩაიბარა.
- რატომ არ შეიძლება მეც რომ კოლომბოს და ტარაკანს გავყვე? - თოვლის ქულას თამაში უნდოდა და ტარაკანი ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.
- იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ. დაგავიწყდა? ორი დღის წინ თოვლში ვერც კი დადიოდი.
-…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2016 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
- შებინდებამდე აქ დავრჩეთ და მერე მოვნახოთ ახალი სახლი.
- კი მაგრამ სად უნდა გავათიოთ კოლომბო, საშინლად ცივა, თუ თავშესაფარი არ ვიპოვეთ, გავიყინებით.
- ნუ გეშინია მარია, ვიპოვით, დაგავიწყდა? ეს ხომ კოლომბოა - ტარაკანმა ირონიულად გადახედა უფროსს.
- მართალია დამცინის ეს ვაჟბატონი, მაგრამ მართალს ამბობს - კოლომბო ვარ და აუცილებლად ვიპოვით თავშესაფარს. შენ რას იტყვი თოვლის ქულა?
თოვლის ქულა ფიქრებში იყო გართული და მათ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2016 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვრცელი და ნათელი სივრცეა. ადგილ-ადგილ თეთრი მასა მოკრიალებული და მოსწორებულია, ზოგიერთ ადგილას შეგროვებული და ბორცვივით ამაღლებული. იქით რომ გაიხედავთ საითაც ყიჟინა წავიდა, დაინახავთ მათ მარცხნივ და მარჯვნივ თეთრი მასა როგორ იყრება და გორას აკეთებს. დგას ერთ ადგილას და მხოლოდ თავს ატრიალებს, თვალებს აცეცებს. კარგად უნდა გაერკვეს სად არის და რა ხდებოდა მის გარშემო. მზე მართლაც თბილი გამოდგა და ხელებსა და ფეხებში უკვე სითბოსაც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2015 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
დილანდელივით ფხაკუნზე გაეღვიძა. ალბათ მეგობრებმა მოაკითხეს. უცბად ეს ფხაკუნი მისკენ დაიძრა და მის ძირში გაიფხაკუნა. გრძნობს როგორ მიათრევს რაღაც ძალა გაურკვეველი მიმართულებით. მერე უცბად სიმსუბუქე, მერე ფრენა ამ თეთრ მასასთან ერთად და უფრო დიდ სითეთრეში ვარდნა. "ნეტავ რა მოხდა? ახლა სად არის?" ვერაფერს ხედავს, არადა მნიშვნელოვანია იპოვოს კარი, რომლიდანაც სითბო გამოდის. უნდა სცადოს და ეს გაყინული ფეხები როგორმე გაათბოს, აამოძრაოს. ნელ-ნელა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2015 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეამჩნია, რომ ფანჯრებიდან შუქი იმაზე მეტად შემოდიოდა, ვიდრე დილით, როცა თვალი პირველად გაახილა. მერე კარგად დააკვირდა - ფანჯრები გაუწმენდიათ. მიუახლოვდა და იქიდან დაიწყო თავისი მეგობრების ცქერა. ყურებაში იმდენად გაერთო, ვერც კი მიხვდა ფანჯარას როგორ მიაწვა. გაიღო და გადავარდა, ჯერ თოვლში გადაკოტრიალდა და შემდეგ მოლიპულ აივანზე დაეცა. იქაც თოვლი დახვდა, კიდევ მოუწია თოვლში კოტრიალი.
წუთის წინ სასიამოვნო სიგრილე, უცბად საშინელ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2015 წელი. 7:30pm —
4 კომენტარი
________________
კაკლის წასაღებად ჭერში შემოპარული ციყვის უყურადღებო ფხაკუნმა გააღვიძა. სიცივე იგრძნო. ლანდების გასარჩევად სამყოფი სინათლე შემოდიოდა თოვლით თითქმისდაფარული სარკმლიდან. ბუხარი მიჩუმათებულიყო, სამაგიეროდ ოთახის კუთხეში დატანებული, მარანში გასასვლელი კარი ჭრიალებდა - იქიდან სულ სიცივე უბერავდა. ნაბადში გაკრულს წამოდგომა ჭირისდღესავით ეზარებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - ასე დარჩენა არ შეიძლებოდა. თვალები მოიფშვნიტა და ოთახს ინტერესიანად მოავლო…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2015 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეწუხებული მუზა სხვა დროს სხვა კლინიკაშიც წავიყვანე. მას გავუმხილე, რომ თვალით ნახულს და ყურით გაგონილს, რატომღაც, სარკის ფილოსოფია დავარქვი. გაეღიმა; ალბათ მისი წილიც დაინახა ჩემებურ წარმოსახვაში.
პატარა კლინიკის მოსაცდელში დავჯექი. მეხუთე ვიყავი, თუმცა ჯერ ანალიზის…
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2015 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თოვდა. დეკემბრის უკანასკნელი განთიადი დგებოდა. ჯერ კიდევ ეძინა თბილისს. მოქუფრულ ცაზე მთვარეც არსად ჩანდა... სითეთრე ებრძოდა ღამეს. ვეებერთელა ფანტელები ციდან ისე მოისწრაფოდნენ მიწისკენ, თითქოს რაღაც ახალი ამბავი უნდა ახარონო დედამიწას. გადათეთრებულიყო მთაწმინდა, თეთრად შეღებილიყო თბილისის ქუჩები, ისტორიად შემორჩენილი ჩუქურთმიანი აივნები, კრამიტის სახურავებსაც ფერი ეცვალათ, ზამთრის ზღაპრულ ქალაქს წააგავდა თბილისი. აქა-იქ მბჟუტავი ლამპიონები…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2015 წელი. 10:00pm —
2 კომენტარი
________________
მეგობრებო, ყურადღება ყურადღება!!!!!!
ამ რამდენიმე წამის წინ მეგობარმა ძალიან საინტერესო და კარგი იდეა შემომთავაზა "წარმოიდგინეთ, მიდიხართ სახლში ან თუნდაც სეირნობთ მარტო/მეგობრებთან ერთად და სადღაც მაგალითად რომელიმე პარკში სკამზე ხედავთ საჩუქარს, რომელსაც აწერია "ქარის მოტანილი საჩუქარი", მას აიღებთ რადგან ეს თქვენი საჩუქარია, გემახსოვრებათ მთელი ცხოვრება და არ გეცოდინებათ იმის ვინაობა ვინც ეს გაჩუქათ (შესაძლოა მომავალში…
გაგრძელება
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2013 წელი. 9:30pm —
12 კომენტარი
________________
შენ არასდროს გეშინოდა სიბნელის...მაშინაც კი, როცა შენს სხეულს ბავშვობა შემოახიეს, იმედგადაწურული თითებით ცდილობდი თვალების დამალვას,რათა აღარ დაგენახა საკუთარ ლეშში დამწყვდეული არსებები,რომლებსაც ადამიანებს ეძახდნენ ...
შენ ყოველთვის შეგეძლო ფრთების გაშლა ტკივილგამოცლილი წარსულიდან -ღრუბლებში ჩამარხულ მომავლამდე, მაგრამ არასოდეს გაფრენილხარ...სწორედ ამიტომ , როდესაც სხვები სილურჯის სანახავად მაღლა იხედებოდნენ,შენ, შენს ფეხებ-ქვეშ…
დაამატა ბუ_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2013 წელი. 5:29pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…
გაგრძელება
© 2025 George.
•