ნადიდგორალს და ნაშამქორალს რა გაგაკვირვებსო, ერთ-ერთ ლექსში, მუხრან მაჭავარიანი ასე მიმართავს თავის სისხლს, თუმცა საკვირველსა და გასაოცარს რა გამოლევს თანამედროვე სამყაროში. ცხადია, ბორბალს ახლიდან ვერავინ გამოიგონებს და ვერც ველოსიპედს, მაგრამ რაღაც ხმაურიანი ახალი ამბები მაინც ვრცელდება გარშემო.
მღვდელი ლუის პადილა დაჭრილ ჯარისკაცებთან ვენესუელის აჯანყების დროს, 1962 წელს. ფოტოგრაფი ჰექტორ ლოვერა. ფოტოს მიღებული აქვს პულიცერის პრემია
ერთი ასეთი ამბავი იყო ახალი რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ გუშინ გავრცელებული განცხადება! ცხადია, თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაფერი მისაღებია რაც კანონის ფარგლებში ჯდება, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ. არც მორალური თუ „არაქართულისაქციელიაბრატ“-ით ვხედავ იქ პრობლემას, ყველა საკუთარი თვალებით ხედავს სამყაროს. პოსტის მიზანია დასვას კითხვა - რა დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი ორგანიზაციების - ეკლესიების მიმართ? ეს პირველი ორგანიზაციაა (ყოველშემთხვევაში პირველი ხმაურიანი) ჩვენს რეალობაში, მაგრამ როგორც ხვდებით ამით არ დასრულდება და ეს ჯერ დასაწყისია.
დიდი ხანია მიგვაჩვიეს, რომ მღვდლობა პროფესია-სამსახურია და არა ცხოვრების წესი, რომ მღვდლობა ბიზნესმენობას სჯობს, რომ მღვდლობა ხელშეუხებლობაა და თეთრი ბილეთია, რომ მღვდლობა იმის ქადაგებაა, რაც გსურს, რომ მღვდლობა ... მოკლედ, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, უბრალოდ, გუშინ, პოლიტიკურმა ორგანიზაცია „გირჩი“-მ, ეს ყველაფერი ოფიციალური დოკუმენტებით გააფორმა.
საქმე ისაა, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ (შემოკლებით ასე ჰქვია ახალდაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციას) შეიქმნა სახელმწიფო სამხედრო სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ. ქართული კანონმდებლობა სასულიერო პირებს ათავისუფლებს სავალდებულო სამხედრო გაწვევისგან. ეს რელიგიური ორგანიზაცია, კი იძლევა საშუალებას ჯარს თავი აარიდოთ მღვდლადკურთხევის საშუალებით. ცხადია, ჯერ ჩვენმა ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს რას ნიშნავს მღვდელმსახური, რას მღვდელმთავარი და ეპისკოპოსი (რაღაც მკარნახობს, რომ თავად ორგანიზაციაში არ არიან გარკვეულები), ამიტომ უაზრო კითხვებს სვამენ და ისვრიან გაუაზრებელ სიტყვებს, მაგრამ თავად ორგანიზაციის დადგენილებით ყველა „ბიბლიურად თავისუფალი“ ხდება მღვდელი.
კითხვას მივუბრუნდეთ. ორგანიზაცია დაფუძნდა ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მიმდინარეობად, მაგრამ საქმე ისაა, რომ რელიგიური მსოფლმხედველობით განსხვავებას არ გვთავაზობენ. ანუ მათი დაფუძნების მიზეზი არა ბიბლიის რომელიმე ეპიზოდის ახლებური გააზრება და ამ გააზრებაზე აგებული რელიგიური მსოფლმხედველობაა (როგორც სხვა ათასობით ეკლესია მთელს მსოფლოში), არამედ უბრალოდ ორგანიზაცია სახელმწიფო კანონმდებლობის წინააღმდეგ. მართლმადიდებლებმა და კათოლიკეებმა შეიძლება იდაონ ფილიოკვეზე, კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა პაპსა და პასტორებზე, მართლმადიდებლებმა და ევანგელე-ბაპტისტებმა თუნდაც ქალ ეპისკოპოსებზე და ა.შ. შორს, წარსულში წაგვიყვანს კამათების ჩამნათვალი. მაგრამ „გირჩი“-დან აღმოცენებულებთან სადაო არაფერი ჩანს.
რა რელიგიურ განსხვავებას გვთავაზობენ გირჩელები? და თუ არანაირს (აცხადებენ, რომ მღვდელმსახურის მოვალეობაა მხოლოდ თავისუფლების რწმენის გავრცელება), მაშინ, რა პოზიცია აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ ახალი ეკლესიის და მისი მღვდლების მიმართ? შეგახსენებთ, ეკლესიას მისია აქვს - ქრისტეს რწმენის შენარჩუნება მაცხოვრის ორ მოსვლას შორის. ამ მისიის თვალთახედვით, ცხონების საკითხი როგორია ორგანიზაციულ მორწმუნეობასთან მიმართებაში?
P.S. ვფიქრობ, ეკლესიამ მცირე განცხადება მაინც უნდა გააკეთოს, სანამ ყოველი მეორე წვევამდელი საბუთიანი მღვდელი გახდება.
*ვფიქრობ, ეკლესიამ მცირე განცხადება მაინც უნდა გააკეთოს, სანამ ყოველი მეორე წვევამდელი საბუთიანი მღვდელი გახდება* - აბსოლუტურად საპირისპიროს ვფიქრობ ! ეკლესია საუკუნები აფრთხილებს ადამიანებს - *სულს ნუ გაყიდითო* (თქვენთვის არის ცუდი - შენაძენი მცირე იქნება, გაყიდული კი - აუნაზღაურებელი !) .. მოვიდა ჯორჯიაში ისეთი დრო, რომ არა უკვდავების საფასურად ვითარცა ფაუსტი, არამედ ცენტის მეათედათ ( ფაკებუკი და მაგვარი გარიგებანი) იყიდება სული ... სულიც კი არა - სულები ... წონით, კასრით ... *ვედრა მანეთი* ( ამიტომ ჯარიდან გათავისუფლების საფასური სარფიან გარიგებად უნდა ჩაითვალოს .. თუ თითოეულ ნანეხვარ სულზე ეკლესია განცხადებას უნდა აქეთებდეს ?
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია