ზღაპარში თუ არა, ჰოლივუდურ ფილმში გაღვიძებულივით მაინც იგრძნობდა თავს ის ადამიანი რომელსაც ეტყოდნენ - შენ გეკისრება უდიდესი მისია შენი ქვეყნის და მომავლის წინაშე! შენ ხარ ის პირველი და ის საძირკველი, რომელზეც უნდა აშენდეს თანამედროვე სამყარო იმ გამოწვევებით, რომელსაც მომავალი შემოგვთავაზებს. დღევანდელი შენი შრომა, იქნება მომავალში გამარჯვების მიზეზი.

      უკეთ, რომ მიგახვედროთ რა ჟანრის ფილმია, იმას ჰგავს - 2 საათის განმავლობაში, მთავარი გმირი სულ რომ გაკიცხული ან სასაცილოდ აგდებულია გარშემომყოფთა მიერ, რადგან ის რაღაც იდეას ემსახურება, სწამს მომავლისა და სიკეთის, სწამს ქვეყნის წინაშე მისიის ... და მხოლოდ ფილმის დასასრულს, გარშემომყოფები ქედს იხრიან მის (ცოცხალისა და მკვდრის, რა მნიშვნელობა აქვს მაყურებლისთვის) წინაშე.

      ასეთ ფილმში არ გამიღვიძია, გზად შემომხვდა და გავაგრძელე მასთან ერთად ცხოვრება.

მილოცვა იუბილე, ქველიდღე, ქველის დაბადების დღე, Qwelly, ბლოგი

      დღეს ქველის დაბადების დღეა! 2012 წლის 24 აპრილს ინტერნეტ სივრცის უკიდეგანო სამყაროს ქართული შემეცნებითი სოციალური ქსელი შეემატა, არა იმით რომ სადმე რესურსზე დაიწერა, არამედ ქველზე პირველი წევრები დარეგისტრირდნენ - ასე იწყება ქველის ისტორია, ადამიანებით და არა ფურცლებით და დოკუმენტებით.

      ზუსტად 5 წლის წინ, ქველმოქმედების იდეა, ვირტუალურ სივრცეშიც განქსელურდა და ადამიანებისთვის დამატებით შესაძლებლობის გაჩენა დაიდო მიზნად. ქველმოქმედების, რომლის საშუალებაც და შესაძლებლობაც უკლებივ ყველას აქვს, რადგან არ მოითხოვს არც ჯიბეში ხურდების ჩხრიალს და არც სადმე ლარის გადარიცხვას; ქველმოქმედების, როდესაც დაგროვებული ცოდნას უსასყიდლოდ, უშურველად უზიარებ სხვას და ეს ცოდნა და გაზიარება შენს ქვეყანას რჩება. დამატებითი, ვახსენე სწორედ იმიტომ, რომ ქველი მხოლოდ ინტერნეტ სახელების მიღმა დამალული უცნობი ადამიანების ერთობა არ არის - ეს რეალური ხალხია, რეალური ქველმოქმედებით.

      5 წლის თავზე არ იფიქროთ, საფილარმონიე კონცერტი დავაანონსო, ან სხვა ქსელებივით ერთნაირი ვიდეო დაგიმზადოთ, ან რომელიმე ორგანიზაციის აქცია გადმოვიტანო - „დაალაიქე და მიიღებ აიფონს“, არა - ქველი არ არის ორგანიზაცია, ქველი ორგანიზმია, ერთიანი ადამიანების და თუ არა ადამიანები, ქველი მოშორდება თავის იდეას. როდესაც ვთქვი - გავაგრძელე მასთან ერთად ცხოვრებათქო, ეს ურთიერთკავშირი ყველა ქველს ეხება - რადგან ჩვენ ორგანიზმის მსგავსად, ერთმანეთის დახმარებით გაგვაქვს ზემოხსენებული იდეის რწმენა.

• პრობლემა: თუკი, ადამიანების თანაცხოვრების ერთადერთ ფორმად იქცა მომხვეჭელობა; თუკი ადამიანის გაცნობისას, იმაზე კი არ ფიქრობენ, რა გავუკეთო მას, არამედ იმას იკვლევენ - ამ ადამიანს, რაში გამოვიყენებო, მაშინ რომელ ორგანიზმზე და ქველობაზეა საუბარი?
• პასუხი: მხოლოდ რწმენის სიმტკიცე!

      ვულოცავ ქველს 5 წლის იუბილეს, ვულოცავ თითოეულ ნამდვილ ქველს და ვუსურვებ ერთგულებას, მხნეობას, მადლიერებას და სიმკიცეს.

მრავალჟამიერ ქველნო!

ნახვა: 503

ტეგები: Qwellyland, იუბილე, მილოცვა, ქველიდღე

თათია: აპრილი 25, 2017||12:38pm
კიიიდევ მრავალი წელი ერთად, ქველობით!!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters