რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი.. ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს.. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა.. ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ.. რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს.. 

ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, რომ ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.. თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია.. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.. ადამიანი ფრესკა არ არის რომ ერთ სიბრტყეში უყურო..ადამიანს, როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება..

როდესაც დგახარ მწვერვალზე და ხელს ასწევ ცაში, რომ მზეს ასწვდე, რადგან  მზე  შენი  გვირგვინი  გგონია.. როდესაც დაბლა დაიხედავ, ღრუბელი შენს ფერხთქვეშ მიცურავს და შენი ფეხის მტვერი გგონია..მიწა შენს ფერხთქვეშ წევს და შენი ტერფის ტოლი გგონია.. გახედავ ზღვას და ერთი პეშვი გგონია..დაგიბერავს ქარი და შენი ფრთები გგონია.. ეძახი ღმერთს და ნაპრალებიდან მოსული ექო, შენივე ხმით რომ გპასუხობს, შენი თავი ღმერთი გგონია.. და თუ ღმერთია შემქმნელი ყოვლისა ამ ქვეყანაზე, ეს დედამიწაც შენი ნაოფლარი, შენი ნასისხლარი, შენი ნაჯაფი, შენი შექმნილი გგონია.. და როდესაც ასე გგონია –  კაცი ხარ მაშინ..

დედამიწაც ცოცხალი სხეულია.. დაგორავს, დაიარება, ხედავს, სუნთქავს, ესმის, სტკივა, უყვარს, სძულს, უხარია და სწყინს. ამიტომ ხან კვნესის, ხან ოხრავს, ხან ბორგავს, ხან იცინის, ხან ტირის, ჩვენ კი შესეული ვართ ამ ვეებერთელა სულდგმულს მკბენარებივით, ვჩიჩქნით, ვწიწკნით, ვჯიჯგნით, ვგლეჯთ, ვჯბენთ, დავრბივართ, ვაწუხებთ და ისე ვაწუხებთ ხანდახან, რომ ვეღარ ითმენს, შეაჟრჟოლბს ხოლმე და დაგვინგრევს, მოგვიშლის, წაგვლეკს საბუდარს, ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ჩვენ კი, გონს მოსულნი, ისევ შევესევით, ისევ დავუწყებთ ჩიჩქნას, ძიძგნას, კბენას, ვიდრე კვლავ არ გაიღვიძებს ეს გოლიათი და არ შეგვაძრწუნებს კვლავ, რათა მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს..

მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე..

მზეო, ნუ მიგვატოვებ, გევედრებით, ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი და სიყვარულით გარდავიცვლებით აწ და მარადის, ოღონდ ახლა ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ჩვენ წავალთ შენი სახელით, შემოვივლით მთელ კაცობრიობას და ვთხოვთ, რომ სიყვარული დაგიბრუნონ.. მე ვიცი, მზეო, კაცობრიობა შეისმენს შენს თხოვნას, დაივიწყებს სიძულვილს და ხელმეორედ დაიწყებს სიყვარულის თესვას.. წამიყვანე თან, მზეო, მე არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, მიმიღე შენს წიაღში, როგორც სიყვარული და წამიყვანე..

– მაინც რა მოგდის მზეო, რა გტკივა, გვითხარი..

- დედამიწა მტკივა, დედამიწა!

- მერე და დედამიწის ტკივილიცა და სიცოცხლეც შენს ხელთ არ არის, დალოცვილო?

- დედამიწა ჩემი გულია, მე დიდი ხანია უკვე ვკვდები, ჩემ გარშემო ყველა პლანეტა, ჩემი სხეულის უჯრედი და შემადგენელი ნაწილი, მკვდარია უკვე უთვალავი საუკუნეა. მხოლოდ დედამიწა სუნთქავს ჩემში, ერთადერთი ნაწილი ჩემი სხეულისა სუნთქავს, ცოცხლობს და მაცოცხლებს.. ნუთუ თქვენ, ადამიანები, ამდენი საუკუნეა რომ მომჩერებიხართ და თაყვანს მცემთ, ვერ ხედავთ ამას, ვერ გრძნობთ ამას და ვერ ხვდებით ამას?! 

- მაშ, შენ თვითონ ვინღა ხარ და რა ხარ, მზეო?

– მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს.. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვდგები კვლავ მკვდრეთით.. მე გევედრებით თქვენ, ადამიანებს, მე – მზე.. დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული.. დამიბრუნეთ სიყვარული და მე დაგიბრუნდებით თქვენ..

– ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ნუ მიგვატოვებ..“

ნ. დუმბაძე

ნახვა: 366

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, დუმბაძე, მზე, მიტოვება, მოთხრობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters