პირველად ვხვდები ბზობას მამაჩემის გარეშე... დღეს მისი დაბადების დღეა. მის გარეშე ალბათ ძალიან მკაცრი ნათქვამია, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარში ყოველთვის ვგრძობ მის ახლოს მყოფობას. ვგალობდი დღეს და თან თვალებით ვეძებდი იმ ადგილას, სადაც 22 წლის განმავლობაში იდგა. სვეტიცხოველში, წარსული, აწმყო და მომავალი ერთ სივრცეშია მოქცეული. ამ ტაძარში ცოცხლდება არა მარტო ქრისტეს ცხოვრება, არამედ აქ ცოცხლობენ იმ ქართველთა აჩრდილები, რომელთაც სისხლით დაწერეს ჩვენი ისტორია. გორგასალი შეგეფეთება და შეგახსენებს მის ანდერძს, იქიდან პატარა კახი გიმზერს ოღონდ უკვე არა გატანჯული სახით. ოდნავ უკან დაიხევ და მელქისედეკ კათალიკოსოს მზერას გადააწყდები. ერთხელ მკითხა მამამ შვილო, რას ფიქრობ სვეტიცხოველზე? წმინდა ტაძარია მეთქი ვუპასუხე. ილია, შვილო, დაიმახსოვრე, სვეტიცხოველზე დიდი, ქართველს არაფერი აუგია, სვეტოცხოველი, ახალი აღთქმის კიდობანია სადაც შეიძლება რომ გადარჩე. ერთს გთხოვ მხოლოდ რომ შემისრულო, ამას ანდერძად გიტოვებ, რას მამა მეთქი, რაც არ უნდა მოხდეს, სვეტიცხოველში გალობა არ მიატოვო შვილო, ეს ერთი თხოვნა შემისრულე და პირნათელი იქნები ჩემთან. ვასრულებ მამი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მთხოვე, სიმონ პეტრესი არ იყოს,უფალო, სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვს და სხვაგან სად უნდა წავიდეო? სიცოცხლე არის სვეტიცხოველში და როგორ შეიძლება მას მოსცილდე? ბევრი ვერ გაიგებს ჩემს ტკივილს,არა უშავს. ეს მხოლოდ მე ვიცი მამამ და ქრისტემ. გილოცავ დაბადების დღეს და ბზობას მამა! შენი გული გაჩერდა თორემ რაც გულში გქონდა მას ვერავინ წაგართმევს რადგან სწორედ ამისთვის ვგალობდით დღეს ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. ამინ.
ილია ოსეფაშვილი
დამთხვევების არ მჯერა და არც შემთხვევითობების.
დღეს მწვანე სტიქრები გვეცვა და რამდენჯერმე გამახსენდა ეს ფოტო... მერე წყლის დასალევად გავედი და უკან მობრუნებულს კიდევ ერთხელ ამომიტივტივდა და შემომეფეთა. არ ვიცოდი დაბადების დღე თუ ჰქონდა ძია გუჯას!
ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ დილით მოსახსენებელს ვწერდი და მიცვალებულების ჩამოწერა რომ დავიწყე ჩავწერე "შალვა" და გავჩერდი, თიიიიიითქოს ყველა დამავიწყდა, თითქოს სხვა აღარ უნდა ჩამეწერა... რაღაც ძალიან უცნაურად მეჩვენა, მერე გავჩერდი ცოტა ხნით, გონებას ძალა დავატანე, კიდევ მივაწერე ერთი-ორი და გავჩერდი... აზრი არ ჰქონდა უგულოდ სხვების მოხსენიებასაც...
შემთხვევითობა ნაღდად არ არსებობს!!!
მეც მივულოცავ ძია გუჯას დაბადების დღეს და ბზობას!
ძალიან დიდი გრძნობითაა დაწერილი. მადლობა ავტორს!
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია