გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ადამმა ახალი თამაში მოიგონა; ბაძავს ყველა სულდგმულს, რომელიც კი სამოთხის ბაღში მკვიდრობს. კარგად გამოსდის. ხეს მოფარებული ვუთვალთვალებდი (აბა დავენახვებოდი იმის შემდეგ, რაც ჯოხით გამომიდგა?), როგორ გააჯავრა ხარირემს. თავზე განტოტვილი ჯოხები დაიმაგრა, გაექანა და ხეს დაეჯახა თავით. მართალია, შუბლზე მოზრდილი კოპი დააჯდა, სამაგიეროდ მართლა დაემსგავსა ჯოგში თამაშით გართულ ხარირემს. მერე ჯიქს გააჯავრა, ხის შტამბზე კლანჭებქის ლესვას მოჰყვა, მაგრამ მალე მიანება თავი, ფრჩხილები ეტკინა და ვეღარ გაუძლო. უცბად ძირს დავარდა, მთელი სხეულით გაიწვართა და კლაკვნა დაიწყო, აქაოდა გველი ვარო. რას აღარ მიბაძა, რა ჩამოთვლის. ბოლოს ფრინველების მიბაძვაც სცადა (კიდევ კარგი გაახსენდა)... ყველაზე უფრო სწორედ ეს მომეწონა; ორივე ხელს ფართოდ შლიდა, ვითომ ფრთებიაო ისე იქნევდა და დარბოდა. ვუყურე, ვუყურე, გულმა აღარ მომითმინა, მეც გავშალე ხელები, ვითომ ფრინველი ვიყავი, ფრთებივით დავიწყე ხელების ქნევა.
ჰოდა, შემასწრო თვალი ადამმა. გული გადამიტრიალდა, სასიკეთოს არაფერს ველოდი მისგან. მაგრამ აი საოცრება! გაუხარდა ჩემი დანახვა (ეს მე არ შემეშლება), სახეზე ღიმილი გამოეხატა, ჩემსკენ გამოექანა ორივე ხელის ქნევით. მეც ავყევი, თუმცა ჯერ კიდევ ეჭვი მეპარებოდა. ტყუილად ვშიშობდი, ადამი ფრინველებს ბაძავდა და ამ თამაშის გარდა სხვა აღარაფერი აინტერესებდა, მე ისე მიყურებდა, როგორც მეორე ფრინველს.
ხომ გინახავთ, ლურჯ ცაზე დავლურს რომ ჩამოუვლიან ლაღად ფრთებგაშლილი ფრინველები. ჩვენც ზუსტად ისე ჩამოვუარეთ დავლური, ოღონდ მწვანე მოლზე. ძალიან კარგად გავერთეთ. ადამს სახე მზესავით უბრწყინავდა სიხარულით, როგორც ჩანს, ჩემთან თამაში ურჩევნია მარტოდმარტო ხელების ფართხუნს.
მგონი არც ისე უვარგისი უნდა იყოს ეს ყმაწვილი, როგორც ამდენ ხანს მეჩვენებოდა..
ისე გავერთე ადამთან თამაშით, მწიფე ატმებიც კი გადამავიწყდა. სრულიად შემთხვევით წავაწყდი მერე, პეპელას როცა გამოვეკიდე, მომხიბლა მისი ჭრელი ფრთების ფარფატმა. როგორც კი ატამი ჩავკბიჩე, მაშინვე გველი გამახსენდა, მისი ქარაგმული საუბარი დიდი დავიწყების შესახებ, რითაც ასე შემაშინა. ხელები მწიფე ატმებით ავივსე და გველის მოსაძებნად გავწიე. სულ ადვილად ვიპოვე, ის კი არა და, მომეჩვენა, თითქოს მელოდა კიდეც.
- შენ ქარაგმებით გიყვარს ლაპარაკი, - ვეუბნები გველს, თან ატამს ვკბეჩდი (ცხადია, გველსაც ვუწილადე), - დიდი დავიწყებაც არსებობს, რომელიც ყოველივეს დატბორავსო, მგონი ასე თქვი ჩვენი ბოლო საუბრისას.
- კარგია, რომ არ დაგვიწყებია ჩემი სიტყვები.
- ... და მეც უნდა გავიხსენო, რაც მის ფსკერზე მიიმალება...
- თუკი შეძლებ... - გველის ხმა ორჭოფულად აჟღერდა.
- მე ხომ გამახსენდა ჩემი ფერადი კენჭები...
- ეს მაშინ, როცა პატარა ტბორი ამოშრა და სამზეოზე გამოფინა ისინი. დიდი ტბორი ძალიან, ძალიან დიდხანს იქნება უცვლელად, და შენც შეიძლება ვერასოდეს გაიხსენო, რაც მის ფსკერზე დაგრჩა...
- განა ოდესმე ამის გემო დამავიწყდება? - ვთქვი და ატამი ჩავკბიჩე.
- დავიწყებიდან დავიწყებამდე იხეტიალებ, ასეთი იქნება შენი გზა და ბილიკი, - ყრუდ გაისმა გველის ხმა.
- გამაგებინე, რომელი დავიწყების შესახებ ლაპარაკობ, - ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები, ატამი ძალიან გემრიელია...
- სამოთხის ბაღის პატარა დავიწყება უკვე მოვიდა შენთან...
- რას ამბობ? - გაკვირვების გამო ჰაერში გამიშეშდა ჩასაკბეჩად გამზადებული ატამი.
- რამდენი ხანია მაფშალიას გალობა აღარ მოგისმენია. განა იმიტომ, რომ აღარ გალობს. თვითონვე აღარ უსმენ მას...
- ჰო, მართლა, მაფშალია... როგორ მომწონს ჩემი სახელი, როცა მაფშალია მეძახის, - გამახსენდა მე.
- იქნებ იმაზეც იფიქრო, ყვავილებს თუ აქვთ შენთვის რაიმე სათქმელი, ნაკადული რაზე ბუტბუტებს, ანდა რას მღერის ქარი...
დამაფიქრა გველის სიტყვებმა, პატარა დავიწყება უკვე მოვიდა შენთანო.
- არც კი იფიქროთ, რომ ოდესმე დამავიწყდეთ, - ვთქვი ხმამაღლა და მთელი გულით გავუღიმე მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ნაირფერ ყვავილებს და ტანმაღალ შრიალა ხეებს, სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრს, რომლებისთვისაც კი თვალი მომიკრავს მწვანე ბილიკებზე სეირნობისას.
უცბად მთელი სამოთხის ბაღი ახმაურდა, თურმე რამდენი სათქმელი დაუგროვდათ, სანამ მე, გველის სიტყვები რომ ვთქვათ, ცოტათი, სულ ცოტათი დამეფანტა გულისყური. მზემ ყველას დაასწრო, მოგვენატრეო, გულიანი ღიმილით მიმანიშნა.
გაფაციცებით შევყურებდი სხივთამფრქვეველ მნათობს, მისი იერსახე განსაკუთრებით ცხოველმყოფელი მომეჩვენა. ნეტავი მუდამ ასეთი იყო? არ ვიცი, არ ვიცი... ახლა მეტისმეტად მომწონს, მუდამ ასეთი მემახსოვრება იგი, ალერსიანად მომღიმარი, გულთბილი და სალმიანი.
არც მთვარე ჩამორჩა მზეს, არ დაიშურა გულითადი სიტყვები. თან გამაფრთხილა, მზის სხივებმა თვალები არ აგიჭრელოსო (როგორც ყოველთვის, ახლაც ფრთხილია და წინდახედული). ვარსკვლავებმაც მხიარულად ჩამიპაჭუნეს თვალები, შორიდან, ძალიან შორიდან მომაწვდინეს ხმა; ჩვენც ბევრი გვაქვს შენთვის სათქმელიო. ბევრ საოცარ ამბავს მოგიყვებით, თუ რომელიმე უმთვარო ღამით ჩვენთვის მოიცლი და ყურს დაგვიგდებო.
ყვავილებს ვინ აჯობებს სიცილში? საკმარისია ოდნავ გაღიმებაც კი, მაშინვე აგყვებიან. ახლაც იმედნი იცინეს და იკისკისეს, ცამდე უწვდინეს ხალისიანი ხმები და ჭახჭახა ფერები. ერთი პაწია ყვავილი ჩემს თვალწინ გაიფურჩქნა. ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, ლამის ყველა ყვავილი ჩამოიტოვა უკან ხმამაღალ სიცილკისკისში. თანაც როგორ ჰგავდა მზეს... ჰო, მართლა, ყვავილები ხომ ძალიან ჰგვანან მზეს, ყველა მათგანი მის სახეს და იერს იმეორებს მეტნაკლებად.
სამოთხის ბაღის ბინადრებზე ხომ ნუღარ იტყვით, რა ამბავი ატეხეს... თითქოს პეპლების ჭრელი გუნდიაო, ისეთი ფერხული ჩააბეს მწვანე მოლზე, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო მეტს იმხიარულებდა. თან ყველა მათგანი ერთსა და იმავეს იმეორებდა, შენთან თამაში მოგვენატრაო. ცისფერმა ჩხიკვმა ახლაც ყველას დაასწრო, მოფრინდა და მხარზე დამასკუპდა. სამოთხის ჩიტმა მაშინვე მეორე მხარეზე მოიკალათა. ფარშევანგმა მწვანე მოლზე ჩამოუარა დავლური, ბუჩქებიდან ნუკრი იჭვრიტებოდა ნამიანი თვალებით, თავის რიგს ელოდა ჩემთან სათამაშოდ. რა დამავიწყებს ყველაფერ ამას.... რა კარგია, რომ პატარა დავიწყება მოვიშორე თავიდან. ახლა უკვე ვიცი: ვერც დიდი დავიწყება დამაკლებს რაიმეს, იმიტომ რომ თვითონ სამოთხის ბაღი არ დამივიწყებს.
თურმე ჯერ კიდევ ვერ დამეღწია თავი საბოლოოდ პატარა დავიწყებისგან; ამას მაშინ მივხვდი, როდესაც მაფშალიას გალობა მომესმა. როგორც ყოველთვის, მზეს უგალობდა იგი, და კიდევ სიხარულს, თვით მზეზე უფრო აღმატებულს და მშვენიერს. „სიხარულით პირთამდე სავსეა ჩემი გული“. ახლაც ამ საგალობელს იმეორებდა მაფშალია, მეც კიდევ უფრო ხმატკბილი და მშვენიერი მეჩვენა მისი გალობა, ვიდრე ოდესმე მსმენოდა. კიდევ ურფო მეტი ძალისხმევით გაბრწყინდა ის საზეიმო ელფერიც, ამ პაწია ჩიტუნიას ნისკარტის გაღებისთანავე რომ ეფინებოდა ირგვლივ ყველაფერს.
მაგრამ თურმე ეს როდი იყო ყველაფერი...
მაფშალიას ხმამ უფრო შეიმაღლა, ფართოდ გაშალა ნიავზე უფრო უმსუბუქესი ფრთები, აიწია მაღლა, სულ მაღლა... და მე ვეღარაფერი გავარჩიე მაფშალიას საგალობელში, ვერცერთი სიტყვა... ეს იყო ღაღადისი უნაზესი და უმსუბუქესი, რომელსაც აღარაფერი ამძიმებდა. სიტყვები აქ დაბლა ცვივოდნენ უსარგებლო ნაჭუჭებივით, მაღლა კი მხოლოდ ხმები მიიწევდნენ... და მე ცხადად გავარჩიე, უფლის სიმაღლემდე მიუწვდინა მაფშალიამ თავისი საგალობელი, უფლის ბაგესთან წვეთავდა მისი ტკბილი ხმა, უფლის ხმას ერწყმოდა...
საოცარია, უწინ რამდენჯერ მსმენია მაფშალიას გალობა, მისი კეთილხმოვანებით დავმტკბარვა, აკი ჩემი სახელი ყველაზე მეტად მაშინ მომწონდა, როცა მაფშალია იმეორებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ მივყვებოდი ამ კეთილხმოვან ხმათა დინებას, ვერ ვარჩევდი, თუ როდის ერწყმოდა იგი უფლის ხმას. ახლა კი, დავიწყებიდან დაბრუნებული, ბოლომდე მივყევი მაფშალიას გალობას. მივდიე მის დინებას თვით უფლის საბრძანებლამდე, მოვუსმინე, თუ როგორ ერწყმის უფლის ხმას. ძალიან, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
ასე რომ, მაფშალიამ გამიკვალა გზა ზეციური ბილიკებისკენ, მისი წყალობით ვეზიარე უფლის ხმას. ვერცერთ სიტყვაში ვერ ჩავტევ ჩემს მადლიერებას ამ პაწია ჩიტუნიას მიმართ. სიტყვა აქაც უსარგებლო ნაჭუჭია. სულგანაბული ვუსმენ. ესაა სულ, რისი ძალაც შემწევს...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია