5 მარტის მშვენიერი საღამო იყო. ცოტა გრილი, მაგრამ მაინც მარტული. საათზე ათის ნახევარს უჩვენებდნენ ისრები. თომას ტრადიციული ძილისწინა ენერგიის მოზღვავება ჰქონდა და დაძინებას არ აპირებდა, ამიტომ ვთამაშობდით - „გარბოდე და მოგდევდე“-ს. არის ასეთი თამაში. განსაკუთრებულ გონებრივ დაძაბულობას არ მოითხოვს და პატარებს ამხიარულებს. მოულოდნელად, ბავშვი მოეშვა, მოიღვენთა, თავი მხარზე ჩამომადო და თვალებს ძალდატანებით ახელდა. რომ არ გვცოდნოდა მისი ხასიათი და ძილზე ჭირვეულობა, ვიფიქრებდით დაიღალა და ეძინებაო. ვაფხიზლებდით, ვართობდით, მაგრამ ამაოდ - არც თავის აწევა უნდოდა და არც თვალის გახელა. დავიწყეთ მისთვის საღამურის ჩაცმა. უცბად, გააკანკალა, ფეხები და ხელები გაყინვოდა, კიდევ უფრო მოწყდა, მოეშვა. უკვე შიშმა აგვიტანა და ერთმანეთს დავუწყეთ საყვედურნარევი კითხვები - რა ჭამა? რამე ხომ არ დალია? ხომ არ გაცივდა? წეღან ზედა სველი ჰქონდა და ამიტომ ხომ არ შესცივდა? სიცივის მიუხედავად, ძილს თავს ვერ ანებებდა, თავის საყვარელ ძიძიზეც კი უარს ამბობდა. სწრაფი გადაწყვეტილება - დავრეკეთ პედიატრთან. შეიძლება რამე ვირუსიაო. მოწამვლის ნიშანი ასე სწრაფი არ იქნებოდაო, სავარაუდოდ სიცხეს მისცემსო. ის-ის იყო საუბარი დავასრულე, თომა ერთიანად გახურდა. როგორც პედიატრმა მირჩია, თუ მაღალი სიცხე ექნება, სანთელი გაუკეთეო. გავუზომეთ და 38.5 ჰქონდა. სანთელი გავუკეთეთ და დასაძინებლადაც წავიყვანეთ. ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად 30 წუთში, იმიტომ რომ მახსოვს, 10 საათზე უკვე ჩვეული ძილით ეძინა, თუმცა უფრო ღრმად და ხშირად სუნთქავდა. ბავშვი ხურდა, ლოყები უხურდა, ოფლი ასხამდა მაგრამ ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო. „სანთელმა 40-50 წუთში უნდა იმოქმედოს“ - ვამშვიდებდით ერთმანეთს. გავიდა 1 საათი - ისევ ცხელია, 2 საათი - კვლავ არ გრილდება. დავიწყეთ ხალხური მეთოდები - ძმრიანი წინდები, კომბოსტო. ანიმაციურ ფილმებში ხომ გინახავთ - უცბად რომ ორთქლდება წყალი? ასე იყო ის წინდებიც. კომბოსტოც კი უცბად ჭკნებოდა. მეორე სანთელს ან წამალს ვერ მივცემთ, ვიდრე 4-5 საათი არ გავა. ღამის 3 საათზე თომას სიცხე ჰქონდა 39.4. ცოტა წრიალებდა, ვერ ისვენებდა. ხელში ავიყვანეთ და ისე ვატარებდით. ამ დროს გულიც აირია. ისევ პანიკამ შეგვიპყრო, მოიწამლაო ისიც ვიფიქრეთ ან სიცხის ბრალიაო და მეორე სანთელიც გავუკეთეთ. კვლავ მოლოდინი და ვკლავ უშედეგო. პანდემიის გამო გარეთ ვერ გავიდოდით, სასწრაფოს გამოძახებაც არ გვინდოდა კვლავ პანდემიური შიშებით. ცხელი იყო, მაგრამ მეტნაკლებად მშვიდად. 7 საათზე, როცა ცოტა ირიჟრაჟა მე და მამა წავედით აფთიაქში და ნუროფენის სიროფი ვიყიდეთ, შუბლის გამაგრილებლეთან ერთად. დავაკარით და ცოტა შეწუხებულ სახეს სიმშვიდე მოეფინა. სიროფი არ დალია, მთელი ღამე წყალსაც კი არ სვამდა და რძეზეც უარს ამბობდა. უკვე დილის 9 საათზე ცოტა გამოფხიზლდა და როგორც იქნა სიროფი დავალევინეთ. დავრეკეთ პედიატრთან და გვირჩია გადასხმა გაგვეკეთებინა, რადგან ბავშვი წყალზეც თუ უარს ამბობდა, ღამით ასეთ მაღალ სიცხეზე სულ გამოშრებოდაო.
წავედით ციციშვილში. კოვიდ კლნიკაა და კოვიდ გადატანილებისთვის უფრო ხელსაყრელიაო. 11 საათი იქნებოდა ციციშვილში რომ მივედით. ჩანს ნუროფენს ემოქმედა - თომას სიცხე აღარ ეტყობოდა.
- უკაცრავად, საიდან უნდა შემოვიყვანო ბავშვი?
- სიცხე აქვს?
- დიახ.
- მაშინ ამ კარიდან.
გავბრუნდი მანქანისკენ ბავშვის შევმოსაყვანად.
- კოვიდი გაქვთ?
- არა, დეკემბერში გვქონდა.
- უი, მაშინ წადი, კოვიდ გადატანილები არიან - ახალგაზრდა, ღიმილიანმა გოგონამ უკან გაუშვა საგულდაგულოდ შემოსილი ქალბატონი, რომელიც ჩვენთვის კოვიდ ტესტის გაკეთებას აპირებდა.
- ეს რა ლამაზი ბიჭია, აქ რამ მოგიყვანათ?
მოკლედ და ძირითადი ამბებით მოვუყევით წინა ღამის ამბავი, ბავშვს ორი სანთელი აქვს მიღებული და ნუროფენი. პედიატრმა გვირჩია გადასხმა და ვთხოვეთ, ანალიზები აეღოთ და გადასხმა გაეკეთებინათ.
- კარგით, მოდით დედას და პაციენტს ცალკე გავიყვანთ, თქვენ კი მიმღებში მიბრძანდით ფორმის შესავსებად.
ვიდრე მე მიმღებში ვიდედი და ველოდი როდის ამობეჭდავდნენ პაციენტის საქმის ფურცელს, მესმოდა როგორ ტიროდა თომა და როგორ უკეთებდნენ კათეტერს.
გამომიშვეს. მეუღლეს უთხრეს, 24 საათში სიცხე თუ არ ექნება, სახლში გაგიშვებთო. გადასხმამ კარგად იმოქმედა, თუმცა ჯერ კიდევ შეიძლებოდა სიროფის ბრალი ყოფილიყო. სხვა გზა არ იყო, იმ დღეს იქ უნდა დაგვეტოვებინა. სისხლის ანალიზის პასუხი 2 საათში იქნებაო, შარდის ანალიზი შუადღემდე ვერ აუღეს, ამიტომ მის პასუხს ღამემდე უნდა დავლოდებოდით. მაინც იქ რჩებოდნენ, ამიტომ ეს უკვე აღარ იყო პრობლემა.
2 საათიანი ანალიზი 7 საათის შემდეგ მოვიდა - ანალიზმა საშიში არაფერი აჩვენაო, ყველაფერი რიგზეაო - ასე გვითხრა პირველმა ექიმმა - ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციააო. შემდეგ შარდის ანალიზს ველოდით - გვიან ღამით ამ ანალიზის პასუხიც მოვიდა და იქაც არაფერი. შემდეგ სისხლის ბაქტერიოლოგიური ანალიზიც აიღეს (მგონი ასე თქვეს). შუაღამისას მისი პასუხიც მოვიდა და იქაც არაფერი. მოკლედ, ანალიზების მიხედვით თმას არაფერი სჭირდა.
ამასობაში, თმას სიცხიანობის ამბავი გამოგვრჩა. საღამოს 8 საათისთვის თომას ჰქონდა სიცხე - 38.4. გვიან ღამით - 37.3
ის დღე ასე დასრულდა. მთელი ღამით ბავშვმა ვერ დაისვენა, ხან მე მირეკავდა, ხან დედას ეჩხუბებოდა, წუხდა, უხასიათობდა, ყველაფერი აღიზიანებდა, არადა სიცხე ისეთი არ ჰქონდა, რომ შეეწუხებინა.
ღამით მეუღლის ოთახში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს.
მეორე დილით, დაახლოებით 10 საათზე, თომას 36.9 დაუფიქსირდა. კიდევ ერთი გადასხმა გაუკეთეს 11 საათისთვის და მორჩა. ექიმი შემოვიდა, ფილტვებსა და გულზე მოუსმინა და ჩემს მეუღლეს უთხრა - მგონი, გულის ცემა ცოტა აჩქარებულიო, არათანაბარიაო და კარდიოგრამა გვჭრდებაო, მაგრამ დღეს არ იქნებაო.
გადავრეკე პედიატრთან, აქამდე თუ შეუმჩნევია რამე მსგავსი. ჩვენ შეგვეშინდა, რადგან ინკუბატორის შემდეგ, ექიმმა გვირჩია გულზე გადამოწმება 2 წლამდე, სარქველის დახურვის დასადასტურებლად. ვერა და ვერ მოვახერხეთ იქ მიყვანა, ამიტომ ამ ამბავმა, რომ არათანაბარი რიტმი იყო - ძალიან შეგვაშინა. საბედნიეროდ, პედიატრმა დაგვამშვიდა - სიცხიან ბავშვს რომ არათანაბარი ჰქონდეს გულისცემა რა გასაკვირიაო, მითუფრო რომ აქამდე მსგავსი არაფერი შეინიშნებოდაო. ცოტა დავმშვიდდით, მაგრამ მაინც სანერვიულო გვეჩვენა.
შაბათს მთელი დღე მოწყენილი იყო თომა და ყველაფერი აღიზიანებდა. საღამოს კიდევ გასინჯა ექიმმა და გულის ამბავზე ზუსტად ის გვიპასუხა, რაც ჩვენმა პედიატრმა. ვფიქრობდით, რომ შაბათს გამოუშვებდნენ, მაგრმა ის 24 საათიანი ამბავი გვახსოვდა და რადგან ღამის 3 საათზე მაინც ჰქონდა სიცხე, დიდი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია როცა გაშვებაზე უარი გვითხრეს.
იმ ღამით აღარც გადასხმა გაუკეთებიათ თომასთვის, არც სიცხე ჰქონია ბავშვს და არც რაიმე მსგავსი - მხოლოდ ჩხუბი და უხასიათობა. ვერ იგებდა მამა ფანჯარაში რატომ იდგა და არ მიდიოდა მასთან.
უკვე კვირა დილას, მოვემზადეთ - თომა სახლში უნდა დაგვებრუნებინა. დილით, ექიმმა გასინჯა - აღარ გულისცემა იყო პრობლემური, აღარც სიცხეები და არც რაიმე გართულება. თავის დაზღვევის მიზნით, დღეს კიდევ ერთი გადასხმა გავუკეთოთო. დავთანხმდით, მადლობის მეტი რა გვეთქმოდა?
ის იყო, ჩემს მეუღლეს ვაკითხინე, რომელზე გამოგწერენ მეთქი რომ პასუხად მივიღე - ვერ გაგწერთო.
მიზეზი - ექიმმა თქვა დაკვირვება სჭირდებაო. უფრო კონკრეტული მიზეზი, რას და რატომ აკვირდებოდნენ არ/ვერ გვითხრეს.
- ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს?
- არანაირი, უბრალოდ კარგი იქნება თუ დავაკვირდებით.
- მაშინ თუ შეიძლება წავიყვანთ.
- ჩვენ ვერ გაგწერთ და თუ გინდათ ხელწერილი დაწერეთ და ისე წაიყვანეთ.
- რატომ ვერ გაწერთ?
- იმიტომ რომ ექიმი უნდა მოვიდეს, რაღაც პრობლემებია და ხვალ გავწერთ.
ეს იყო პირველი დიალოგი. ცხადია, გაბრაზებულმა მეუღლეს ვუთხარი რომ დღესვე წამოვიყვანდით ბავშვს თუნდაც ხელწერილის საფუძველზე. მაშინ გადასხმას გავუკეთებ და მერე წამოვიყვანოთ.
როდესაც ექიმს უთხრა, რომ ხელწერილით ვაპირებდით წაყვანას და ის, დილით ნათქვამი გადასხმა გაეკეთებინათ და მერე წავიყვანდით, პასუხად მიიღო რომ - აღარ არის საჭირო გადასხმაო. მაგრამ წაყვანას მაინც არ გირჩევთო. მიზეზი ვიკითხეთ და ამჯერად, უკვე გულის ამბავი გაიხსენეს - კარდიოგრამა სჭირდებაო. არადა თომას, კარდიგრამა კი არა, ექოკარდიოსკოპია სჭირდება. პედიატრმაც გვითხრა და ჩვენც ვიცოდით, რომ კარდიოგრამაზე ვერაფერს დაადგენდნენ - თუ გულის რიტმი აჩქარებული ჰქონდა, იქაც იგივე გამოჩნდებოდა.
პედიატრს ვკითხე ხელწერილის პრობლემა რა იყო:
სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ვეღარ ისარგებელებს, თუკი უახლოეს პერიოდში კვლავ დასჭირდება იგივე მომსახურების გაწევაო.
გადავწყვიტე დამეწერა ხელწერილი და წამომეყვანა, რადგან კიდევ ერთი ღამე უფრო მეტ სტრესს მოუტანდა თომას, ვიდრე ექიმის „დაკვირვება“ სიკეთეს.
მიმიყვანეს მენეჯერთან, რომელსაც გაუკვირდა თუ რატომ ვწერდი ხელწერილს. ავუხსენი, რომ ბავშვს 36 საათია სიცხე არ აქვს, 24 საათია გადასხმა არ გაუკეთებიათ, ანალიზებში არაფერია და არც მიზეზს მეუბნებია რატომ უნდა დარჩეს აქ. დიაგნოზიც კი ვერ ჩაწერეს იმ ხელწერილის ფურცელზე, რადგან ექთანმა უბრალოდ არ იცოდა დიაგნოზი (არ უთხრეს, ვერ მოიძია).
მენეჯერთან ისიც გავარკვიე, რომ გაწერა პრობლემა არ არის, თუკი ამას ექიმი გადაწყვეტს. ექიმი არ მხვდებათქო ვუთხარი და ბოლოს დალაპარაკება რომ ვითხოვე, ტელეფონზე გამასაუბრეს.
ექიმთან საუბარმა, მოკლედ რომ ვთქვა, ასე ჩაიარა - 72 საათი უნდა იყოს ბავშვი პალატაში დაკვირვებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია გავწეროო. ახლა ხელწერილს რომ წერთ, მერე 1 თვე ვეღარ ისარგებლებთ ამ სერვისით და მთელი თანხის გადახდა თქვენ მოგიწევთო, მე თქვენზე ვზრუნავო. ისიც ვუთხარი, რაც მენეჯერმა მითხრა - თუ ჩემზე ზრუნავ, მაშინ გაწერე რომ კარგად არისთქო, მაგრამ მე ეგ არ შემიძლიაო.
ხელწერილი დავწერე, ორი ღამის გატარების 20% გადავიხადე (80% სახელმწიფო უხდის კლინიკას) და წამოვედით.
თომა მოკეთდა, 3-4 დღე მოჰყვებოდა უხასიათობა, მოწყენილობა და დღემდე ახსოვს პეპელა (ყოველ დილით ვკოცნით ნანემსარს მორიგეობით, დედა და მამა).
იყოს ეს ბლოგი, რომ გაიზრდება საინტერესოდ წაიკითხავს. მხოლოდ ამბავი მოვყევი, შეფასებებს თავს დავანებებ.
--------------------------------
შეგონება: ცუდი ვირუსები „დადის!“ გამოწერიდან სამი დღის მერე, თქვენი მონა-მორჩლი ჩავარდა მძიმედ და მხოლოდ დღეს შეძლო ადგომა. თავს მოუფრთხილდით.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია