შესვენებაზე საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოქცეულ პატარა ბაღში ვიჯექი, სავარჯიშო მოწყობილობების უკან, ჭერმის ახლადაყვავებული ხის ძირში, ცოტა გადახრილ, ფეხმოკლე, ერთდროსმწვანედშეღებილ ხის სკამზე. მზე ზენიტიდან კარგა ხნის გადასული იყო, ამიტომ არც მცხუნვარება ჰქონდა და არც მისი სხივები მაწუხებდა - ჭერამი, როგორც შეეძლო ისე მიფარავდა. ქალაქის ხმაური ჯერ კიდევ არ იგრძნობა თბილისში. სააღდგომო სურნელი ტრიალებდა - გუშინ ჩამოვიდნენ, დღეს ნაბახუსევზე არიან ამიტომ ხმაურისგან თავს იკავებენ - გავიფიქრე. ვიჯექი და ვუყურებდი ბავშვებს. ამავე სკვერში ხელოვნურსაფარიან მოედანზე 5-8 წლის ბიჭები ფეხბურთს, კალათბურთს, ხელბურთს და ჩოგბურთს თამაშობდნენ. დიახ, დიახ, ცხადია ერთდროულად - რადგან, ამ 4 სპორტის 4 ბურთი ეგდო მოედანზე და 5-ვე მოთამაშე „თავისას უბერავდა“. მერე ერთი წავიდა, თავისთვის მარილიანი ჩხირები თუ ჩიფსები მოიტანა, კოკა-კოლაც მოაყოლა, შუა მოედანზე ფეხმორთხმით ჩაიკეცა და ჭამა დაიწყო. მოთამაშეები ხან მიეპარებოდნენ და პირს „გაიმტკბარუნებდნენ“, მერე ისევ თავიათნ ბურთაობას დაუბრუნდებოდნენ და ასე გრძელდებოდა ჩიტების გამაყრუებელი ჭიკჭიკის ფონზე.

      ბოლოს, ერთი მათგანი, ყველაზე პატარა, ალბათ, ასე ხუთიოდე წლის, გამოეყო საერთო თამაშობას და სახლისკენ გაემართა. გზად იმ ადგილას უნდა გაევლო სადაც მე ვიჯექი.

- გამარჯობათ, - მომესალმა მოურიდებლად

- გამარჯობა - მივესალმე და თავი დავუკარი მეც.

- შემთხვევით, ნასოსი ხომ არ გაქვთ? - ისეთივე გაბედულებით.

      გულში კი გამეცინა ამ მოულოდნელ კითხვაზე, მაგრამ ისეთი სერიოზული სახით მკითხა, მისთვის გაღიმება ვერ გავბედე.

- არა, სამწუხაროდ არ მაქვს. - ვუპასუხე გულნატკენი სახით - ბურთი დაგეფუშათ?

- არა, ჩემმა ძაღლმა კბილები ჩაასო.

- გასკდა? მაგას ნასოსი არ უშელის.

- არა, არა, კი არ გასკდა, უბრალოდ დაფუშულია, არ გასდის მაგრამ დაფუშულია. ხომ ხვდებით?

      როგორ მეპასუხა ვერ ვხვდებითქო, როცა ასე ჯეროვნად ამიხსნა?

- კი, კი, რა თქმა უნდა - მივუგე და ვეცადე დამერწმუნებინა რომ მისი მესმოდა. 

- მე აქვე ვცხოვრობ, თქვენ?

- მე აქვე ვმუშაობ - ვუპასუხე და ხელით მივანიშნე ადგილისკენ.

- და სად ცხოვრობთ?

- მცხეთაში.

- მცხეთაში? - მკითხა განსაკუთრებული გაოცებით.

- კი, მცხეთაში.

      მცირე პაუზის შემდეგ, კიდევ უფრო გაფართოებული თვალებით შემომხედა და მეკითხება:

- მცხეთაში ცხოვრობთ?

- დიახ!

- ხინკლებს ჭამთ?

      აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და გულიანად გავიღიმე.

- კი ზოგჯერ ვჭამთ!

      მცირე პაუზა და ისევ:

- მწვადებსაც?

- ზოგჯერ მწვადებსაც.

- ვაა! - ესღა მითხრა, გაოცებისა და აღფრთოვანებიგან ერთი მძიმედ ამოისუნთქა და ბურთის მოსატანად გაეშურა.


ფოტო აღებულია ქველიდან, წყარო

ნახვა: 436

ტეგები: Qwelly, Qwellykids, ბავშვები, ბლოგი, გახსენება, ქალაქი

თათია: აპრილი 11, 2018||12:15am

ლაშიკო უნდა დაგეპატიჟა :)))

ლაშა: აპრილი 11, 2018||12:20am

ისეთი შთაგონებული ვიყავი მეც, ეგ არც მომაფიქრდა )) მერე დაბრუნდა და მაჩვენა ის დაფუშული ბურთი, რომელსაც არ გასდის მაგრამ დაფუშულია - ნახე, ხომ კარგად არის დაბერილიო. კი მეთქი და გახარებული სათამაშოდ წავიდა. ))

თათია: აპრილი 11, 2018||12:22am

კარგად კი გამაცინეთ  :))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Planning Modern Warfare 4 Prestige with U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2026.
საათი: 7:27am 0 კომენტარი

I'm checking the requested structure against the content constraints: English-only body, two numbered point groups, one native comparison table, and the required links placed inside the opening and closing paragraphs.Modern Warfare 4 gives…

გაგრძელება

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters