ამბობენ, რომ დუმილი და სიჩუმე ოქროა, თუმცა პლანეტის ყველაზე წყნარ ოთახში ყოფნა, თუნდაც მცირე ხნით, აუტანელია.
მინესოტას შტატში, ორფილდის ლაბორატორიაში, სპეციალურად შექმნილი კამერა ხმების 99,99% შთანთქავს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და სწორედ ამიტომ ეს ადგილი რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე წყნარი ადგილი.
ასეთ ოთახში ყოფნას უამრავი, ქალაქის ხმაურისგან დაღლილი, ადამიანი ინატრებდა, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. როგოც ჩანს, ყველას არ ძალუძს დიდხანს „წყნარად ყოფნა“, უმეტესობა მხოლოდ რამდენიმე წუთით ახერხებს იქ გაჩერებას. სიჩუმის ასეთი დოზა, სპეციალური ვარჯიშების გარეშე, ჰალუცინაციებს იწვევს. ყველაზე დიდხანს, 45 წუთით, მხოლოდ ერთ–ერთმა რეპორტიორმა შეძლო გაჩერება.
„ასეთ სიწყნარეს, რა თქმა უნდა, ყურები ეჩვევა, მაგრამ, რაც უფრო წყნარია ოთახი, მით უფრო მეტად გესმით ხმები: მაგალითად, საკუთარი გულის ცემა, ფილტვების მოძრაობა, მუცლის ხმამაღალი მოჩვენებითი გრუხუნი. ექოს გარეშე ოთახში, თქვენ თვითონ ხდებით ხმაური.“–აღნიშნა მან.
კომპანიის დამაარსებელი და პრეზიდენტი, სტივ ორფილდი ერთ–ერთ ინტერვიუში ხალხს მოუწოდებს, გაჩერდნენ ამ ოთახში სრულ სიბნელეში. ის თვლის, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ საშიშია.
„წყნარ ოთახში“ სასურველია საერთოდ არ იმოძრაოთ“ – გვირჩევს ორფილდი – ადამიანი მოძრაობისას ორიენტირებს ხმაურზე, იგივე სიგნალზე. ექოს გარეშე ოთახში, სიგნალების აღქმა, რომელიც ბალანსირებისა და მანევრირების საშუალებას იძლევა, იკარგება. ამიტომაც უმჯობესია იჯდეთ სავარძელში გაუნძრევლად.“
სიმშვიდის ოთახს უამრავი ამერიკული კომპანია იყენებს საკუთარი პროდუქტისა თუ თანამშრომლების შესამოწმებლად და სავარჯიშოდ. მაგალითად ნასა (NASA) ავარჯიშებს ასტრონავტებს, აჩვევს კოსმოსურ გარემოს. როგორც ორფილდი ხსნის, კოსმოსი თავისთავად წარმოადგენს ერთ დიდ ექოს გარეშე სივრცეს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია იყო დარწმუნებული, რომ ასტრონავტებს შეუძლიათ გაძლონ ასეთ პირობებში და იმუშაონ კონცენტრირებულად და ნაყოფიერად.
გარდა ამისა, „სიჩუმის ოთახს“ იყენებს უამრავი ხმოვანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანია ხმის ტესტირებებისთვის, რათა გაზომონ მათი პროდუქტის ხმის სიმაღლის დონე. ეს შესაძლებელია იყოს, როგორც მობილური ტელეფონის, ავტომობილის გადამრთველი მოწყობილობის პანელის ან თუნდაც გულის სარქველის ხმის შემოწმება.
აუ რამაგარია )) სიამოვნებით 10 წუთით შევიდოდი )) დამაინტერესა ძაან
ჯაფო, საქმე ისაა იქიდან რა გამოხვიდოდი... ან როგორი... :D :D :D
მე მგონია რომ რომ გამოვიდოდი ზედმეტ რაღაცეებზე აღარ ვიფიქრებდი დავლაგდებოდი და მშვიდი ვიქნებოდი უფრო ))
ამ ოთახის გარეშეც ვცდილობ ხანდახან გულის ცემას მოვუსმინო სუნთქვას დავაკვირდე ესაც მამშვიდებს და უფრო კონცენტრირებილი ვარ მაგრამ ესეთი ოთახი თუ არსებობს 10 წუთი გავძლებდი )) სახლშიც მოვიწყობდი სიამოვნებით საძინებელს ესეთს :დ
მას საძინებელი ერქმეოდა, ფუნქციით კი რა გიტხრა აბა... :)
minda aq : ))))
აუ მინდა, მჭიირებაა ამ ოთახში შეესსვლა ... ნეტა რისგან ან რითი არის ეს ოთახი გაკეთებულიი ? ?? საინტერესოოოაა. ..
აი ადგილ-გარემოება :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია