სწავლა გერმანიაში – ეს არის შეხვედრა, როგორც თანამედროვეობასთან, ასევე ისტორიასთან, მეგაპოლისის დაძაბული რიტმითა და იდილიური პეიზაჟებით. გერმანია – საქმისა და სიმშვიდის ქვეყანა, ევროპის ეკონომიკის „ლოკომოტივი“ და ერთ–ერთი ლიდერი თანამედროვე უმაღლეს განათლებაში. სწორედ ამიტომაც, გერმანული განათლების მიმართ უცხოელი სტუდენტების ინტერესი ყოველთვის მაღალია.
გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღება ნებისმიერ სტუდენტისთვის თითქმის უფასოა, არ აქვს მნიშვნელობა სტუდენტის მოქალაქეობასა და წარმომავლობას. ქვეყნის მთავრობა და კერძო საქველმოქმედო ფონდები მუდმივ ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობენ საგანმანათლებლო და საკვლევ სასტიპენდიო პროგრამებს უცხოელი სწავლულებისა და სტუდენტების მონაწილეობით. საინტერესოა, ისიც რომ გერმანული უნივერსიტეტების უცხოელ სტუდენტებს მუშაობის ნებართვის მიღების შესაძლებლობაც აქვთ.
გერმანული საგანმანათლებლო სისტემა საფუძვლიანი და პრაქტიკული სწავლებით გამოირჩევა, თუმცა აქ სწავლა არ არის მხოლოდ განათლების მიღება, ეს არის ახალი საინტერესო სანაცნობო წრე, კავშირები, კონტაქტები და შეუფასებელი გამოცდილება სამომავლო კარიერისთვის.
უმაღლესი განათლება გერმანიაში
უმაღლესი განათლება გერმანიაში ეფუძნება თითოეული სტუდენტის პრიორიტეტული დისციპლინის თავისუფალ არჩევანს, რომელიც საშუალებას აძლევს შექმნას ინდივიდუალური სასწავლო კურსი სამომავლო გეგმებისა და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით. გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლა სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობების პერიოდული მონაცვლეობით მიმდინარეობს. ასეთი დემოკრატიულობა და ადამიანის მიმართ პატივისცემა, გერმანულ პრაქტიკულობასა და წესრიგის სიყვარულთან გონივრულ კომბინაციაში, ევროპულ ქვეყანაში სრულყოფილი განვითარებისა, დასვენებისა და ფართო ურთიერთობების შესანიშნავ შესაძლებლობად გარდაიქმნება.
გერმანიაში სასწავლებლად წასვლა შეუძლია ყველას, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლებისთვის. ქართული საგანმანათლებლო სისტემის მსგავსად, გერმანიაშიც უნივერსიტეტში სკოლის დამთავრების შემდეგ აბარებენ, ყოველგვარი დამატებითი ეტაპის გავლის გარეშე. მსგავსი სიტემა გერმანიაში სწავლის კიდევ ერთ დამატებით შესაძლებლობას იძლევა.
გერმანული ენის შესწავლა გერმანიაში
გერმანულ უნივერსიტეტში უფასოდ სწავლების გზა გერმანული ენის შესწავლელი კურსებიდან იწყება. DSH–ის სერტიფიკატის გარეშე (გამოცდა – გერმანული ენის, როგორც უცხო ენის ცოდნის შესახებ) უცხოელი აბიტურიენტის დოკუმენტებს არ განიხილავენ.
არსებობს უნივერსიტეტებთან და სკოლასთან არსებული უამრავი ენის შემსწავლელი ცენტრი, რომლებიც გვთავაზობენ სრულ წლიურ თუ საზაფხულო კურსებს როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
გერმანული ენის შესწავლის მეთოდები სხვადასხვაგვარია. თუმცა ყველა მათგანი დაფუძნებულია კომუნიკაციურ შემადგენლობაზე, რომელიც ითვალისწინებს როლების ცვლას და ცოცხალ ურთიერთობას ენის მფლობელებთან. ეს საშუალებას აძლევს ბავშვებს და უფროსებს სწრაფად გაითავისონ გარემო და გამოიყენონ შესასწავლი ენა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად ან თუნდაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფინანსები
გერმანია დასავლეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, სადაც უმაღლესი განათლება დღემდე თითქმის უფასოა. „თითქმის“, რადგან უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლებს სემესტრული გადახდის სისტემა აქვთ, სადაც სწავლის ღირებულება სემესტრში 90–დან 600 ევრომდე მერყეობს. ზუსტი ღირებულება დამოკიდებულია თვითონ უნივერსიტეტზე . გაცილებით ძვირია კერძო სასწავლებლები, სადაც სწავლა სემესტრში 10 ათას ევრომდე ღირს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ გერმანიაში, დასავლეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იაფია ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს „იაფი“ საქართველოსთან შედარებით ძვირია. სტუდენტის ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 500–600 ევროა.
წყარო:სწავლა საზღვარგარეთ
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია