საახალწლო განწყობები სრულიად ქრება, როდესაც ტრაგედია მთელს ქვეყანას შეძრავს - ასეთი ამბავი იყო გუშინ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ისტორიაც. დღევანდელი დღე, თავიდან ბოლომდე ამ ამბავს მიეძღვნა, კომენტარები, დავალებები, შენიშვნები, პროტესტი და პოლიტიკური გამოსვლებიც კი ამ გარდაცვალების გარშემო ტრიალებდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 დეკემბერი, 2019

      გარდაცვლილი მოზარდი - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „ამ ცხოვრების დედაც“ დღესაც გაიმართა. შსს-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს. გიორგი მშვენიერაძე - ხშირად, დღევანდელი პოლიციის ქმედება არის არა დანაშაულის გახსნა ადამიანის უფლებების დასაცავად, არამედ დანაშაულის გასახსნელად ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა. პრემიერ-მინისტრი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს - პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი. კახა კალაძე - ლუკა სირაძე რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს - როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ. სოფო კილაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე - ეს უმძიმესი შემთხვევაა - ვინმესთვის ხელის დაფარებაზე საუბარი არარელევანტურია და ამის მცდელობა იქნება არაადამიანობა. რომან გოცირიძე - 15 წლის ლუკა სირაძე სისტემის მორიგი მსხვერპლია - ყველამ აგოს პასუხი, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პოლიტიკურად. მარიამ ჯაში - კონტროლზე აგვყავს ლუკას ტრაგედია და არავის მივცემთ უფლებას, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფო ინსპექტორი - იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ მივიღეთ გამომძიებლის დაკავების გადაწყვეტილება, ვერ დავეთანხმები. ლოზუნგით „გუშინ შენი შვილიც მოკლეს" - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორი სახალხო დამცველს შეხვდა. ნინო ლომჯარია 15 წლის მოზარდზე - სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას, საეჭვოა, გამოკითხვის ხანგრძლივობაც. ეკატერინე ტიკარაძე 15 წლის მოზარდზე - ეს არის ერის ტრაგედია და ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი. სტუდენტებმა და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ილიაუნისთან და თსუ-სთან 15 წლის მოზარდის სოლიდარობის აქცია გამართეს. გია ვოლსკი - სიღრმისეულად არის შესასწავლი სკოლამ რა როლი ითამაშა - გადაუხდელობის გამო ამ ბავშვს მოუხდა წასვლა. „მწვანე სკოლის“ დირექტორი - რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა, სულ დაეწვათ ეს სკოლა, პატრულს არ გამოვიძახებდი. სოფო კილაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე - მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, ასევე იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან. ლონდა თოლორაია - გარემოებები, რომლებიც ბავშვისთვის არ არის მისაღები, გამოიკვეთა სკოლაშიც და პოლიციაშიც - გპირდებით, რომ არც ერთი პირის მიმართ არ ექნება ფაქტის შელამაზებას ადგილი. კახა კოჟორიძე - 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელი ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებს. გამომძიებლის ადვოკატი - პოლიციის თანამშრომლებს სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო კადრებზე აღბეჭდილი და ბავშვების პირადი მიმოწერა. შსს-ს შესასვლელთან აქტივისტებმა სტიკერები წარწერით: „სირცხვილია“ გააკრეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან სანთლები დაანთეს და გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ხსოვნას პატივი მიაგეს. შსს-სთან აქცია დასრულდა - აქციის მონაწილეებმა 15 წლის მოზარდის ხსოვნის საპატივსაცემოდ ფანრები აანთეს. ნინო ლომჯარია - საქართველოში რამდენიმე თვეში ამოქმედდება ბავშვთა კოდექსი, რომლის თანახმად, სახალხო დამცველი კოდექსის განხორციელებაზე ზედამხედველი უწყება ხდება. საპატრიარქოს პრესსპიკერი - გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში, ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან. ესეც რომ არა, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ჩამოვარდნილიყო. 15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა. სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითდაზიანებები კიდევ ერთმა, 15 წლის მოზარდმა მიიყენა.

      მთავარი ეკონომისტი - ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია, მთლიან იმპორტში რუსეთის წილი კი 5%-ია. ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით კმაყოფილია. ნათია თურნავას განცხადებით, „ანაკლიის კონსორციუმისთვის" ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება „ყოვლად მიზანშეუწონელია, რადგან პორტის პროექტი ისედაც დაგვიანდა“. ნათია თურნავას ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭო არ შეეწინააღმდეგება საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის სურვილს, რომ თანამდებობა დატოვოს. ნათია თურნავა - ყოველთვის ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რათა გავამყაროთ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და სიღარიბე დავძლიოთ.

      საკრებულოს წევრი კუხიანიძე - გიორგი მშვენიერაძე - საზოგადოებაში სამართლიანად ჩნდება განცდა, რომ კუხიანიძის განცხადებები გარკვეულწილად გამოხატავს იმ განწყობებს, რაც სახელისუფლებო გუნდშია. გიორგი ტყემალაძე ერეკლე კუხიანიძეზე - ჩვენს მიერ მანდატის შეწყვეტას პროცედურა არ ითვალისწინებს, მანდატის შეწყვეტა მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე ხდება. საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან ჟორჟოლიანი - ერეკლე კუხიანიძეს ვურჩევ, აიღოს პასუხისმგებლობა და მანდატი დატოვოს. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს.

      ზამთრის საჯანმრთელოდ - პაატა იმნაძის ინფორმაციით, გრიპის სამივე ქვეტიპი გამოჩნდა, დაავადების შემთხვევების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება.

      საახალწლო ამბავნარი - დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით საახალწლო ბაზრობები ამოქმედდა. 8 იანვრიდან 9 მარტის პარკის და „დედაენის ბაღის“ დენდროლოგიური პროექტები განახლდება.

      ბაბილოვის ოსური ხედვა - ანატოლი ბიბილოვი - ოსი ერის ერთადერთი ეროვნული იდეა ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა იყოს.

საზღვარგარეთულები

      კურილიის პრობლემური კუნძულები - იაპონია რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კურილიის კუნძულებთან დაკავებული გემები.

      ჰონკ-კონგში ცნობილი საახალწლო ფოიერვერკები წელს არ გაიმართება - ტურიზმის საბჭოს ინფორმაციით, ფოიერვერკების „შუქების სიმფონიით“ ჩანაცვლდება, რომელიც ცათამბჯენების ფასადებზე გაიმართება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 2352

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

George: დეკემბერი 18, 2019||10:42pm

რა ფარისევლობაა: თუ შემთხვევით ჩამოვარდა - რა გამოსვლებია და რა ბრალდებები ? და თუ გადახტა: თვითმკვლელობამდე მიყვანა სისხლისსამართლის დანაშაულია, მაგრამ საელესიო წესის აგება შეუძლებელია, ისევე როგორც გირჩის სექტის დეკანოზისთვის ! #qwellynews

ლაშა: დეკემბერი 19, 2019||12:33am

პრესსამსახურმა პიარული განცხადებები დაიწყო? (( 

ისე, თუ დადგინდება, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის გამო გადმოხტა, ამ შემთხვევაში როგორი იქნება საეკლესიო წესი? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი მახსოვს, მერამდენედ გამომეპარა ოსკარის დაჯილდოება. 98-ე ცერემონიალმა უკვე ჩაიარა და მე ისევ გვიან დავეწიე მოვლენებს. კალენდარზე თარიღი ისე გამომეპარა, დღეს გაკვირვებულმაც კი ვიკითხე - უკვე შუა მარტიათქო. ასე რომ ბოდიში და ამჯერადაც დაგვიანებულ პოსტს…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.

Creating…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

Qwelly World

free counters