ქველი ქველიბლოგი ქველიპოსტი ემოცია მოწყენილობა ღმერთი ლიტურგია ლიტურღია სვეტიცხოველი მრევლი მგალობლები მღვდელი სტიქაროსანი დიაკონი დიაკვანი მედავითნე გრძნობა განცდა რუტინა სცენა სპექტაკლი საათი გალობა საგალობელი კმევა განკითხვა qwelly blog post qwellypost qwellyblog svetitskhoveli choirs chanters priest chant liturgy priest reader deacon chanter temple church emotion feel liturgy

     ღრუბლიანი და ცოტა წვიმიანი საღამოა. ტაძარი დიდია, მრევლი მცირე. იმდენად მცირე, რომ არა მგალობლები და მსახურებაში მონაწილე მღვდელ-დიაკონ-მორჩილ-სტიქაროსნები შეიძლება ვერც მონახოთ ვინმე სიტყვის გამცემი.

     დიაკვანი ამბობს დასაწყისისთვის განკუთვნილი ბოხი ხმით - აღსდეგინ...

     მგალობლები ცდილობენ ხმა აუწყონ და მერეც ასე გრძელდება, ცდილობენ უშეცდომოდ იგალობონ, ნოტებს თვალი გააყოლონ ანდა მეხსიერება დაძაბონ ხმის მოძრაობების მოსაგონებლად. ერთად დაიწყონ და ერთად დაასრულონ. თუმცა, იმდენად ნაცნობია ყველაფერი, ისეა ორგანიზმს მოდებული, ზოგჯერ საგალობლის ბოლოსღა აცნობიერებ რა იგალობე ან შეიძლება ვერც გააცნობიერო.

     მღვდლები ასამაღლებლებს ამბობენ თავ-თავიან დროზე, არ არღვევენ მსახურების მდინარებას.

     დიაკვანი აკმევს რიგიანად, სტიქაროსანი გზას "უსუფთავებს", ამბობს კვერექსებს, მგალობლები არ აცლიან სათქმელის დამთავრებას, თავის მხრივ გალობის დასრულებამდე იწყებს დიაკვანი.

     მედავითნეს წინასწარ გადაშლილი და გამზადებული აქვს საკითხავი. იცის საიდან რა უნდა ამოიკითხოს და ასეც ასრულებს - წესის დაცვით, შესაბამისი მუხლებით და სათქმელი ტექსტებით.

     გიდი თავის მოღვაწეობაშია - "ეს ფრესკა XVII საუკუნისაა..." მას თავისი მსმენელი ჰყავს, რომელიც უფრო ინტერესიანია, ვიდრე მთელი "სამსახურო კოლექტივი".

     ის ერთი-ორი მრევლიც, მრავალწლის მრევლობა გამოცდილი დგას და ელოდება დასრულებას. იცის როდის პირჯვარი უნდა გადაიწეროს და როდის დაიჩოქოს, როდის თავი დახაროს და როდის საუბარი მოასწროს. დგას ჩუმად ან ხმაურიანად, ან იქნებ გრძნობითაც...

     ყველაფერი საათივით არის აწყობილი, გამართულად მუშაობს, წესრიგი და სრული ჰარმონია. ყველამ იცის როდისაა მისი გამოსვლის დრო და ცდილობს ეს გამოსვლა არ ჩააგდოს, კარგად და რიგიანად შეასრულოს.

     უცბად, "ყოველი სული აქებდით უფალსა... ♪♫" დაიწყო გუნდმა და გულში რაღაც გატოკდა, საგალობლის დასასრულისკენ უფლის ჩვენთან მყოფობის გრძნობაც მოვიდა წამის მეასედებით, მაგრამ დასრულებამდე - "აქებდით მას მზედა მთოვარე, აქებდის მას..." - მედავითნე. დაბრუნდა ჩვეული წყლის დინება.

     და ბოლოს მე.

     ხომ მოგისმენიათ, მოწყენილობა დასაბამია ცოდვისაო. ჰოდა, ფაქტი სახეზეა. უსიყვარულოდ, უსინანულოდ და მხოლოდ შიგადაშიგ გულისტკენით ანდა განკითხვით დაწერილი პოსტი, მხოლოდ იმიტომ, რომ სრულიად უმიზეზოდ მოწყენილი ჩუმად ვიდექი და მთელს ამ მსახურებას ვუყურებდი. ვერ ვგრძნობდი ემოციებს - ჩვენთან არს ღმერთი - და ასეც ვხედავდი ირგვლივ ყველაფერს...

ნახვა: 626

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეკლესია, ლიტურგია, მგალობლები, მსახურება, ქველი, ქრისტიანობა

ლაშა: მაისი 9, 2015||11:55pm

იმედი მაინც აუცილებელია კახა, იმედი :)) დააა, აი ავრილის კი ნამდვილად არ მჯერა მე! :D

მარიამი ❀: მაისი 10, 2015||12:32am

და ეს ის მომენტია როცა ხვდები რომ ეგეთ უსიყვარულოდ ლოცვას 1 % აზრიც არ აქვს ხომ ? :))

khatuna zitanishvili: მაისი 10, 2015||12:40am

უფალთან მყოფობის გრძნობა თუ მოვიდა, არაემოციური აღარ ყოფილა ლაშ... 

ლაშა: მაისი 10, 2015||12:47am

წამის მეასედებით მოვიდათქო ხათო, 3 საათნახევრის მანძილზე :)) 

ლაშა: მაისი 10, 2015||12:48am

მარიამო, არა, მთლად მასეც არაა საქმე. ლოცვას აზრი ყოველთვის აქვს, მაგრამ ამ წუთას უფრო მოწყენილობა და წყენა იყო უგრძნობლობის და უემოციობის გამო... :(( :)) 

მარიამი ❀: მაისი 10, 2015||12:53am

მე მაინც მგონია რომ როცა საქმე ეგეთ თემასთან გვაქ..უსიყვარულოდ და მოვალეობის მიზნით გაკეთებულ არაფერს აქვს აზრი :)) ნუ ეს ჩემი აზრია ^_^

ლაშა: მაისი 10, 2015||1:38am

გეთანხმები და არც გეთანხმები. გეთანხმები იმიტომ, რომ გიცნობ და დაახლოებით ვიცი რაც იგულისხმე კომენტარში. მაგრამ შორი და "შეუიარაღებელი" თვალით ისე ჩანს, თითქოს გამოსავალი რამე სხვაში უნდა ვეძებოთ და შევწყვიტოთ "უსიყვარულოდ და მოვალეობის მიზნით" ლოცვა. ამიტომ განვმარატავ (ვფიქრობ შენც ამას დაწერდი) - ლოცვასთან დაკვშირებით გამოსავალი ისევ ლოცვაა მარიამო, ლოცვა, მარხვა და რწმენა, რომ დღეს თუ ლოცვაზე დგომა ვალდებულებაა და ემოციებისგან დაცლილია, დადგება "ხვალ" როცა ლოცვაზე დგომა ლოცვად გადაიქცევა, ოღონდ მთელი ამ დროის მანძილზე, გონებაგაფანტული და უემოციოც რომ იყოს, მაინც არ უნდა შეწყდეს სიტყვების თქმა - უფალო შემიწყალენ! :)) 

lela: მაისი 22, 2015||7:21am

მართლად ნაფიქრია და ნიჭიერად ნათქვამი.

lela: მაისი 22, 2015||7:30am

ლოცვას  ყოველთვის აქვს ძალა და მადლი,სიტყვა, წარმოთქმული ღვთისთვის სათნო და სადიდებელი შემმუსვრელია  ყოველგვარი ბოროტების და მფარველი მვედრებელთათვის.

lela: მაისი 22, 2015||7:31am

პ.ს.----უგრძნობთათვის მაფხიზლებელი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters