ღრუბლიანი და ცოტა წვიმიანი საღამოა. ტაძარი დიდია, მრევლი მცირე. იმდენად მცირე, რომ არა მგალობლები და მსახურებაში მონაწილე მღვდელ-დიაკონ-მორჩილ-სტიქაროსნები შეიძლება ვერც მონახოთ ვინმე სიტყვის გამცემი.
დიაკვანი ამბობს დასაწყისისთვის განკუთვნილი ბოხი ხმით - აღსდეგინ...
მგალობლები ცდილობენ ხმა აუწყონ და მერეც ასე გრძელდება, ცდილობენ უშეცდომოდ იგალობონ, ნოტებს თვალი გააყოლონ ანდა მეხსიერება დაძაბონ ხმის მოძრაობების მოსაგონებლად. ერთად დაიწყონ და ერთად დაასრულონ. თუმცა, იმდენად ნაცნობია ყველაფერი, ისეა ორგანიზმს მოდებული, ზოგჯერ საგალობლის ბოლოსღა აცნობიერებ რა იგალობე ან შეიძლება ვერც გააცნობიერო.
მღვდლები ასამაღლებლებს ამბობენ თავ-თავიან დროზე, არ არღვევენ მსახურების მდინარებას.
დიაკვანი აკმევს რიგიანად, სტიქაროსანი გზას "უსუფთავებს", ამბობს კვერექსებს, მგალობლები არ აცლიან სათქმელის დამთავრებას, თავის მხრივ გალობის დასრულებამდე იწყებს დიაკვანი.
მედავითნეს წინასწარ გადაშლილი და გამზადებული აქვს საკითხავი. იცის საიდან რა უნდა ამოიკითხოს და ასეც ასრულებს - წესის დაცვით, შესაბამისი მუხლებით და სათქმელი ტექსტებით.
გიდი თავის მოღვაწეობაშია - "ეს ფრესკა XVII საუკუნისაა..." მას თავისი მსმენელი ჰყავს, რომელიც უფრო ინტერესიანია, ვიდრე მთელი "სამსახურო კოლექტივი".
ის ერთი-ორი მრევლიც, მრავალწლის მრევლობა გამოცდილი დგას და ელოდება დასრულებას. იცის როდის პირჯვარი უნდა გადაიწეროს და როდის დაიჩოქოს, როდის თავი დახაროს და როდის საუბარი მოასწროს. დგას ჩუმად ან ხმაურიანად, ან იქნებ გრძნობითაც...
ყველაფერი საათივით არის აწყობილი, გამართულად მუშაობს, წესრიგი და სრული ჰარმონია. ყველამ იცის როდისაა მისი გამოსვლის დრო და ცდილობს ეს გამოსვლა არ ჩააგდოს, კარგად და რიგიანად შეასრულოს.
უცბად, "ყოველი სული აქებდით უფალსა... ♪♫" დაიწყო გუნდმა და გულში რაღაც გატოკდა, საგალობლის დასასრულისკენ უფლის ჩვენთან მყოფობის გრძნობაც მოვიდა წამის მეასედებით, მაგრამ დასრულებამდე - "აქებდით მას მზედა მთოვარე, აქებდის მას..." - მედავითნე. დაბრუნდა ჩვეული წყლის დინება.
და ბოლოს მე.
ხომ მოგისმენიათ, მოწყენილობა დასაბამია ცოდვისაო. ჰოდა, ფაქტი სახეზეა. უსიყვარულოდ, უსინანულოდ და მხოლოდ შიგადაშიგ გულისტკენით ანდა განკითხვით დაწერილი პოსტი, მხოლოდ იმიტომ, რომ სრულიად უმიზეზოდ მოწყენილი ჩუმად ვიდექი და მთელს ამ მსახურებას ვუყურებდი. ვერ ვგრძნობდი ემოციებს - ჩვენთან არს ღმერთი - და ასეც ვხედავდი ირგვლივ ყველაფერს...
და ეს ის მომენტია როცა ხვდები რომ ეგეთ უსიყვარულოდ ლოცვას 1 % აზრიც არ აქვს ხომ ? :))
უფალთან მყოფობის გრძნობა თუ მოვიდა, არაემოციური აღარ ყოფილა ლაშ...
მარიამო, არა, მთლად მასეც არაა საქმე. ლოცვას აზრი ყოველთვის აქვს, მაგრამ ამ წუთას უფრო მოწყენილობა და წყენა იყო უგრძნობლობის და უემოციობის გამო... :(( :))
მე მაინც მგონია რომ როცა საქმე ეგეთ თემასთან გვაქ..უსიყვარულოდ და მოვალეობის მიზნით გაკეთებულ არაფერს აქვს აზრი :)) ნუ ეს ჩემი აზრია ^_^
გეთანხმები და არც გეთანხმები. გეთანხმები იმიტომ, რომ გიცნობ და დაახლოებით ვიცი რაც იგულისხმე კომენტარში. მაგრამ შორი და "შეუიარაღებელი" თვალით ისე ჩანს, თითქოს გამოსავალი რამე სხვაში უნდა ვეძებოთ და შევწყვიტოთ "უსიყვარულოდ და მოვალეობის მიზნით" ლოცვა. ამიტომ განვმარატავ (ვფიქრობ შენც ამას დაწერდი) - ლოცვასთან დაკვშირებით გამოსავალი ისევ ლოცვაა მარიამო, ლოცვა, მარხვა და რწმენა, რომ დღეს თუ ლოცვაზე დგომა ვალდებულებაა და ემოციებისგან დაცლილია, დადგება "ხვალ" როცა ლოცვაზე დგომა ლოცვად გადაიქცევა, ოღონდ მთელი ამ დროის მანძილზე, გონებაგაფანტული და უემოციოც რომ იყოს, მაინც არ უნდა შეწყდეს სიტყვების თქმა - უფალო შემიწყალენ! :))
მართლად ნაფიქრია და ნიჭიერად ნათქვამი.
ლოცვას ყოველთვის აქვს ძალა და მადლი,სიტყვა, წარმოთქმული ღვთისთვის სათნო და სადიდებელი შემმუსვრელია ყოველგვარი ბოროტების და მფარველი მვედრებელთათვის.
პ.ს.----უგრძნობთათვის მაფხიზლებელი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა GeppaW_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2026.
საათი: 10:44am
0 კომენტარი
0 მოწონება
Telefonos játékhoz nekem az a fontos, hogy a platform gyorsan reagáljon, ne dobjon vissza minden váltásnál a kezdőoldalra, és egyszerű legyen átmenni egy videó slotból az élő kaszinó részlegbe. A kedvencek mentése, a kereső, a legutóbb…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია