ქველი ქველიბლოგი ქველიპოსტი ემოცია მოწყენილობა ღმერთი ლიტურგია ლიტურღია სვეტიცხოველი მრევლი მგალობლები მღვდელი სტიქაროსანი დიაკონი დიაკვანი მედავითნე გრძნობა განცდა რუტინა სცენა სპექტაკლი საათი გალობა საგალობელი კმევა განკითხვა qwelly blog post qwellypost qwellyblog svetitskhoveli choirs chanters priest chant liturgy priest reader deacon chanter temple church emotion feel liturgy

     ღრუბლიანი და ცოტა წვიმიანი საღამოა. ტაძარი დიდია, მრევლი მცირე. იმდენად მცირე, რომ არა მგალობლები და მსახურებაში მონაწილე მღვდელ-დიაკონ-მორჩილ-სტიქაროსნები შეიძლება ვერც მონახოთ ვინმე სიტყვის გამცემი.

     დიაკვანი ამბობს დასაწყისისთვის განკუთვნილი ბოხი ხმით - აღსდეგინ...

     მგალობლები ცდილობენ ხმა აუწყონ და მერეც ასე გრძელდება, ცდილობენ უშეცდომოდ იგალობონ, ნოტებს თვალი გააყოლონ ანდა მეხსიერება დაძაბონ ხმის მოძრაობების მოსაგონებლად. ერთად დაიწყონ და ერთად დაასრულონ. თუმცა, იმდენად ნაცნობია ყველაფერი, ისეა ორგანიზმს მოდებული, ზოგჯერ საგალობლის ბოლოსღა აცნობიერებ რა იგალობე ან შეიძლება ვერც გააცნობიერო.

     მღვდლები ასამაღლებლებს ამბობენ თავ-თავიან დროზე, არ არღვევენ მსახურების მდინარებას.

     დიაკვანი აკმევს რიგიანად, სტიქაროსანი გზას "უსუფთავებს", ამბობს კვერექსებს, მგალობლები არ აცლიან სათქმელის დამთავრებას, თავის მხრივ გალობის დასრულებამდე იწყებს დიაკვანი.

     მედავითნეს წინასწარ გადაშლილი და გამზადებული აქვს საკითხავი. იცის საიდან რა უნდა ამოიკითხოს და ასეც ასრულებს - წესის დაცვით, შესაბამისი მუხლებით და სათქმელი ტექსტებით.

     გიდი თავის მოღვაწეობაშია - "ეს ფრესკა XVII საუკუნისაა..." მას თავისი მსმენელი ჰყავს, რომელიც უფრო ინტერესიანია, ვიდრე მთელი "სამსახურო კოლექტივი".

     ის ერთი-ორი მრევლიც, მრავალწლის მრევლობა გამოცდილი დგას და ელოდება დასრულებას. იცის როდის პირჯვარი უნდა გადაიწეროს და როდის დაიჩოქოს, როდის თავი დახაროს და როდის საუბარი მოასწროს. დგას ჩუმად ან ხმაურიანად, ან იქნებ გრძნობითაც...

     ყველაფერი საათივით არის აწყობილი, გამართულად მუშაობს, წესრიგი და სრული ჰარმონია. ყველამ იცის როდისაა მისი გამოსვლის დრო და ცდილობს ეს გამოსვლა არ ჩააგდოს, კარგად და რიგიანად შეასრულოს.

     უცბად, "ყოველი სული აქებდით უფალსა... ♪♫" დაიწყო გუნდმა და გულში რაღაც გატოკდა, საგალობლის დასასრულისკენ უფლის ჩვენთან მყოფობის გრძნობაც მოვიდა წამის მეასედებით, მაგრამ დასრულებამდე - "აქებდით მას მზედა მთოვარე, აქებდის მას..." - მედავითნე. დაბრუნდა ჩვეული წყლის დინება.

     და ბოლოს მე.

     ხომ მოგისმენიათ, მოწყენილობა დასაბამია ცოდვისაო. ჰოდა, ფაქტი სახეზეა. უსიყვარულოდ, უსინანულოდ და მხოლოდ შიგადაშიგ გულისტკენით ანდა განკითხვით დაწერილი პოსტი, მხოლოდ იმიტომ, რომ სრულიად უმიზეზოდ მოწყენილი ჩუმად ვიდექი და მთელს ამ მსახურებას ვუყურებდი. ვერ ვგრძნობდი ემოციებს - ჩვენთან არს ღმერთი - და ასეც ვხედავდი ირგვლივ ყველაფერს...

ნახვა: 652

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეკლესია, ლიტურგია, მგალობლები, მსახურება, ქველი, ქრისტიანობა

lela: მაისი 22, 2015||7:32am

ყოველი სული აქებდით უფალსა.''-დიდებულია!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters