შუაღამიანი მიყვარს, სრული სიჩუმე და ფრთაგაშლილი, უსამანო ფიქრი. ოთარის გზაზე მიმავალი ერთი კაცივით, ფიქრების ჭაში ჩაყურყუმალება და თევზივით გულში ფიქრის დაგუბება. დროც დროა და შაბათის - ყველაზე ფიქრიანი, კვირის ზიარების მოლოდინში თვისთა ცოდვათა მორევში გადასაშვები და დამაფიქრველნი. ამ საღამოსაც ჩამითრია ამ მორევმა და სახარებისეული შენდობის ეპიზოდმა, ჯერ მოყვასის წინ რომ უნდა დაეგო, ითხოვო შენდობა და შემდეგ შესწირო მსხვერპლი უზენაესს, სხვა ფიქრთა ნაკადულში გადამისროლა და სანამ ჩემი შესავლის, თანწყობილ და ქვეწყობილ წინადადებათა ზღვაში დაგახრჩეთ, იმას დავუბრუნდები, რამაც წერა დამაწყებინა. :)
"პირველითგან იყო სიტყვა." ნამდვილად! მაგრამ ამჯერად ყველას მშობელ ღმერთზე საუბარს არ ვაპირებ. მე უმრავლესობა ჩვენგანის პირველი სიტყვა მინდა გავიხსენო. ჩემი "პირველი სიტყვა" საუკუნენახევრის და ცოტა უფრო მეტი ხნის წინ, სწორედ ამ დღეს მოევლინა სამყაროს, ერთ გონიერ, ძალიან გულჩვილ და თავმდაბალ ადამიანად. მიჭირს ემოციების გარეშე ლაპარაკი, სულ გავურბი ბანალურ-შაბლონურ სტატუსებს და პოსტებს და იმის იმედით, რომ ამ წერილის ადრესატი ამას ვერასდროს ნახავს, თავდამშვიდებული ვიწყებ წერას.
"-ვის არ უყვარს დედა?!."; "ნუ გეშინია დედა!"; "-დედის დაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო." და მაინც, ქართულ პროზასა თუ პოეზიაში მიმობნეული დედებიდან, დედაჩემი ვერცერთს მივამსგავსე. ჩემი სუბიექტურობიდან გამომდინარე, ის ერთადერთი და განუმეორებელია, ყველაზე კარგი, შეიძლება იმიტომაც, რომ პერსონაჟთაგან განსხვავებით ძალიან ნამდვილია და თუ საქმეს დასჭირდა რკინის ქალამნებსაც ჩაიცვამს და ხელმწიფემდეც ივლის სამართლის ძიებაში, ოთარაანთ ქვრივისაა არ იყოს და თუ უძღებმა შვილებმა, ჩვენდაუნებურად, დაუფიქრებლობით და მოუფრთხილებლობით გული ვატკინეთ, თავსაფრიანი დედაკაცის მსგავსად გულში ჩაიკლავს, ერთ საყვედურს არ წამოიცდენს და უთქმელად და უჩინრად შეიძლება მოკვდეს კიდეც, მაგრამ ამას არას დიდებით არ შეიმჩნევს და სანაცვლოდ კვლავაც ულევ სიყვარულსა და სითბოს გვთავაზობს.
ამ სინანულის ღამესაც, გარე-გარე შეცოდებებს, რომ გადავავლე თვალი და ცრემლითა მწარითა აღვხოცე უსჯულოებანი ჩემნი, უფრო კი ვეცადე, თორემ აღხოვცამდე კვლავაც ბევრი დამრჩა, უცებ გამახსენდა ჩვენზე ფიქრით და დარდით, კიდევ ერთი წლით დაბერებული დედაჩემი. ბოლო შეხვედრისას საყვედურებით რომ ავავსე, რატომ შენს თავს არ მიხედავ და რით ვეღარ გაიგე რომ პატარები აღარ ვართ-მეთქი, მან ჩვეული სევდიან-ღიმილიანი სიმშვიდით მითხრა, რომ ღმერთი მეც მომცემს შვილებს და მერე მივხვდები ყველაფერს... რადგანაც დედა აქ არ არის, რომ მის წინ დავეგო და შენდობა ვითხოვო, ცოდვა გამხელილი ჯობია და აი გავამხილე კიდეც.
მრავალმეტყველებისთვისაც ვითხოვ შენდობას და ბოლოს კეთილ ნატვრადაც ყველას გისურვებთ, რომ პირველითგან მყოფი სიტყვა იფარავდეს და ეწეოდეს ჩვენს პირველ სიტყვებს, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე!..
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია