(ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება ჩვენ რომ გვინდა)  

   ასე მგონია, რომ შენც აქ ხარ და ეს უფრო მაძლევს იმის ძალას რომ გასაკეთებელი გავაკეთო და წინ გადავდგა ნაბიჯი... შენს ღიმილს რომ შევხედო ალბათ მომაჯადოვებს და ისე დამიჭერს რომ აქედან წასვლა არც მომინდება. ასე რომ მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო როგორ იღიმი და წარმოსახვაშიც ისეთი ლამაზი ხარ, რომ ვერ ვბედავ იქ წასვლას. მეშინია იმის რომ ვერასდროს გიხილავ როგორც შენ, ისე მე... ვერასდროს შევხვდებით და ამის მეშინია. გონებაში ჩაგკეტე და აღარ გაგიშვებ მაგრამ ვერ მივდივარ წინ.

   ახლა ძალიან მიჭირს უშენოდ. ძალიან მიმძიმს იმის გაკეთება, რასაც ვაპირებ. ვდგავარ 9 სართულიანი შენობის სახურავზე და გადმოხტომას ვაპირებ. სიკვდილს ერთი საბედისწერო ნაბიჯი მაშორებს. უშენოდ სიცოცხლე არ მინდა. სიკვდილი არც ისე ცუდია, როგორც ბევრი ფიქრობს. ის ხომ ბევრ ტკივილს გვარიდებს თავიდან. ბევრ დარდს, სევდას და ცხოვრებისეულ პრობლემებს. თუ მათ ვერ უმკლავდები ამაში მხოლოდ სიცოცხლის დასრულება თუ დაგეხმარება. სიკვდილი - ადამიანებს აძლევს დასვენების საშუალებას. გაექცეს ამქვეყნიური პრობლემების ზღვას, რომელიც დიდ ტალღასავით შეიკრა და პირდაპირ შენს ჩასაძირად მოემართება, შენ კი ვერ გარბიხარ. ცოცხალი ვერ გადარჩები, ერთი გზა მხოლოდ სიცოცხლის მოსპობაა. რომ გითხრა მენატრები მეთქი ალბათ ჩემს თავს დავადანაშაულებ იმაში, რომ ასე მოხდა. შენი ბრალი არაა. შენ ხომ არ იცოდი როგორ მიყვარდი. სულ ცოტა გამბედაობა რომ გამომეჩინა და შენთვის მეთქვა ყველაფერი ახლა რაღაც მაინც შეიცვლებოდა. სხვისთვის უმნიშვნელო თუმცა ჩემთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი. მეცოდინებოდა პასუხი კითხვაზე, რასაც ყოველ წუთს და წამს ვუსვამდი ჩემს თავს. ვუყვარვარ? მაგრამ შემეშინდა. პასუხის შემეშინდა. საკუთარ თავს პასუხს თვითონ ვცემდი და ეს პასუხი იყო - არა. შენგან უარის მოსმენას ვერ გადავიტანდი გესმის? მგონი გესმის. თუმცა იმაზეც მიფიქრია, რომ შენც გიყვარდი. მართალია უფრო მცირე დრო დამითმია იმისთვის, რომ მეფიქრა რა მოხდებოდა შენც რომ გყვარებოდი, მაგრამ რაც ვიფიქრე საკმარისი იყო და აუცილებლად გეტყვი. შენც რომ გყვარებოდი ყველაფერს მოგცემდი. თავს დედოფალივით გაგრძნობინებდი, არაფერს მოგაკლებდი და მუდამ შენს გვერდით ვიქნებოდი - ჭირშიც და ლხინშიც. მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ შენი ბედნიერებით ჩემი ცხოვრება გამეხალისებინა და მეც ბედნიერი ვყოფილიყავი. შენი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა. როცა იღიმი ძალიან მამშვიდებს შენი ცქერა, თუმცა ამას არ ვიმჩნევ. ეს ყველაფერი ოცნებად არ დარჩებოდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ გამეკეთებინა სწორი არჩევანი და გამებედა შენთვის ჩემს გრძნობებზე საუბარი. აქაც ჩავიჭერი, ვერ გავბედე. ყოველდღე გიყურებდი როგორ მოდიოდი ჩემთან და მზის ამოსვლას ჰგავდა, მაგრამ მზე ყოველთვის ჩადიოდა კიდეც ისე, რომ არაფერი არ იცვლებოდა. რაღაცას ვგრძნობდი. ვგრძნობდი, რომ გინდოდა მეთქვა, ან იქნებ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო.

   რას არ მივცემდი შენი ნახვა კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს. რას არ მივცემდი, რომ შენგან გამეგონა სიტყვა „მიყვარხარ“. დავიფიცებდი, რომ მთელი ცხოვრება შენი ერთგული ვიქნებოდი და სულ ხელის გულზე გატარებდი. დედოფალივით გაცხოვრებდი, როგორც ეს შენს მსგავს გოგოს შეეფერება. გოგოს, რომელიც არავის არ ჰგავს: მხიარული, ჭკვიანი, ლამაზი, გაბედული და სანდომიანი. შენი სილამაზე ყოველთვის თვალს მჭრიდა და მაბრმავებდა. ანგელოზიც კი ვერ იქნება ისეთი ლამაზი, როგორც შენ. მთელი დღე შენი ცქერა არ მომბეზრდებოდა, რადგან დღითიდღე ლამაზდები და მშვენდები. რაც დრო გადის უფრო ვხვდები ამას, თითქოს სიბერე დაამარცხე და პირიქით ახალგაზრდავდები დროთა განმავლობაში. ეს მესმის დაუჯერებელია და ზოგს სიგიჟედ მოეჩვენება, მაგრამ ვინც შენ გაგიცნობს ამაში ყველა დარწმუნდება. თითქოს დროც კი დააჩოქე და შენთვის გაჩერდა მხოლოდ. ენანება შებღალოს შენი სილამაზე და მარადიულ სიცოცხლეს გჩუქნის.

   მე შენ მიყვარხარ! ვიცი იქაც გამყვება ეს გრძნობა. საიქიოშიც მეყვარები და ზევიდან გადმოგხედავ. სულ შენს გვერდით ვიქნები და ავიხდენ ოცნებას, რაც ძალიან მინდოდა. წამითაც არ მომეშორებინა შენთვის თვალი. წამითაც არ დამეტოვებინე მარტო. შენ შეიძლება ვერ იგრძნო ჩემი სიახლოვე, მაგრამ მე შენთან ვიქნები როგორც შენი მფარველი ანგელოზი. ჯოჯოხეთშიც კი წავალ შენს გამო. სიყვარულის გამო ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას ვამბობ მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ მზად არ ვარ. ძალიან მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე, გაღმერთებ, მაგრამ თავდაჯერებულობა მაკლია. არ ვიცი შენნაირი გოგო ჩემთან თუ დაიჭერს საქმეს და შემიყვარებს. ამბობენ სიყვარული გმატებს ძალას და თუ ნამდვილია ეს ცალხმრივი არ იქნებაო, მაგრამ მაინც მეშინია. მეშინია ნამდვილი რომ არ იყოს?  და მხოლოდ ცალმხრივი იყოს ეს უარესად გამხდის ვიცი. მართალია ყოველდღე რაღაც დროის განმავლობაში ვსაუბრობდით მეგობრობაზე, და-ძმობაზე, პოლიტიკაზე, ფილმებზე და სიმღერებზე თუმცა არა სიყვარულზე. სიყვარულზე ლაპარაკს ყოველთვის ვერიდებოდი, რადგან უიმედო მდგომარეობაში ვიყავი. მხოლოდ ის მინდოდა შენ ყოფილიყავი ჩემთან და ის მცირე ხნის შეხვედრაც კი მაკმაყოფილებდა. ასე მეგონა შენთვის რომ გამემხილა ის საიდუმლო, რასაც განძივით მიწაში დამარხულს ვატარებდი ამდენ ხანს შენ ვეღარ გნახავდი. მეგონა რომ სამუდამოდ დაგკარგავდი, რაც ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. შემძრავდა და ცოცხლად შემჭამდა დრო, მე კი წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი არ მექნებოდა. მთლიანად დროს დავნებდებოდი და უარეს შემთხვევაში ისევ ამ შენობასთან მომიყვანდა.

   დაგივიწყო? ვერა, ამას ვერ გავაკეთებ. შენი დავიწყება შეუძლებელია. შენ იმ გაელვებასავით ხარ ცაზე ვარსკვლავის ჩამოვარდნა რომ იწვევს. ეს დაუვიწყარი სანახაობა ბევრს არც ეძლევა. მე კი ვხვდები, რომ შენ იყავი ის ვარსკვლავი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა და ირგვლივ უკუნი გაანათა. შენ ხარ არსაიდან გაჩენილი მშვენიერება. სიყვარულისთვის შექმნილი ნაზი არსება, ვინც იმსახურებს ისეთი თვისებების მქონე ადამიანს რაც მე არ მაქვს. იმსახურებს ნამდვილ სიყვარულს.

დღეს 15 მაისია და შენ კი გათხოვებას აპირებ. მიჰყვები კაცს, რომელიც ძალიან გიყვარს და ეს ამბავი შენვე მითხარი. შენს სახეს ვერ ვიგდებ თავიდან რა გახარებული იყავი, როცა მიყვებოდი როგორ გთხოვა შენმა ოცნების პრინცმა ხელი და როგორ გინდოდა, რომ ასე მომხდარიყო. შენ ბედნიერებას იმსახურებ, ვიცი ბედნიერიც კი იქნები იმ კაცთან. ჩემს სიცოცხლეს კი ახლა აზრი დაეკარგა. შენ უკვე სხვისი ხარ და მცირედი შანსიც აღარ მაქვს რომ ამას ოდესმე გაიგებ ჩემგან. მიყვარდი, თან როგორ. შენი საოცარი გამოხედვა მიყვარდა, შენი ხმა მიყვარდა, შენი ტანი, გრაციოზული მოძრაობა, დახვეწილი მანერები და საუბარი მიყვარდა, შენი ყველაფერი მიყვარდა, რადგან თვითონ შენ მიყვარდი.

   შენამდე შეიძლება ეს წერილი არც კი მოვიდეს, რადგან ამას შენთვის არ ვწერ. ვწერ იმისთვის, რომ მინდა ვინმემ მომისმინოს, ვინმემ გაიგოს ჩემი გულის ტკივილი და აქ მხოლოდ ჩემი ფურცელია, რომელსაც ქარს გავატან. ფურცელს ვანდობ ჩემს ბოლო სიტყვას და იმ დარდს რაც ვერაფრით ვერ ჩავიკალი. ქარი თვითონ აჩვენებს გზას თუ სად უნდა წავიდეს. ქარს ვანდობ ამ წერილს და ვტოვებ უმისამართოდ. მოხეტიალე ბედუინივით ხან სად გაჩერდება ხან სად. მთელ მსოფლიოს მოივლის და ალბათ შენც გიპოვის. ან ვერ გიპოვის. ყველაფერი ხდება, არაფერი არ იკარგება ამ სამყაროში, არც წერილი დაიკარგება. არ აქვს მნიშვნელობა ვის ჩაუვარდება ხელში. გთხოვთ, რომ წაკითხვისთანავე დაწვათ! ჩემი სიკვდილით სამყაროს არც შეემატება რამ და არც დააკლდება, უფრო მეტს ვიტყვი - არავის გავახსენდები, არავინ დამიტირებს და ჩემი საფლავიც არსად არ იქნება. მე შენ არ გეკუთვნი, არც არავის არ ვეკუთვნი. მე მსოფლიოს არ ვეკუთვნი. აქ ჩემი ადგილი არ არის, ამას მივხვდი ამდენი ხნის ცხოვრების შემდეგ. მეც ჩემი წერილივით გავყვები ქარს მაღლა და მაღლა...

   მშვიდობით მსოფლიოვ... მშვიდობით ლამაზო... მშვიდობით...

ნახვა: 5248

ტეგები: qwellyblog, ნაბიჯი, წერილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters