...მიიწელებოდა წყეული დრო და ადამიანები ტანსაცმელთან და მეგობრებთან ერთად ნიღბებსაც იცვლიდნენ...
ამას დათრგუნვა და დეპრესია მოჰყვებოდა. ზოგჯერ სიამოვნებაც, ზოგჯერ არც არაფერი,სუიციდიც, სისხლისღვრაც... სრულიად უგრძნობი გახდა ზოგიც...
ღმერთმა ფიქრი შეწყვიტა ადამიანებზე და წვიმას აუკრძალა თავის ცრემლებად მოსვლა. წვიმა, მხოლოდ მოვალეობის გულიზე მოდიოდა, რომ სისხლიანი ქუჩები გაეწმინდა და ნიღბები ჩამოერეცხა ადამიანებისთვის. წვიმამ თავის თავზე აიღო ღმერთის ვალდებულება...
ღმერთი გაქრა ადამიანებში და მხოლოდ "ნიღბების კარნავალი" შერჩა დედამიწას!
რაც შეეხება დროს: დრო იდიოტს დაემსგავსა. ყველაზე დიდი იდიოტს, დეპრესიამ გაიდგა მასში ფესვი. იგი მიხვდა, რომ არ არსებობდა და რომ ის მოაზროვნე ცხოველმა შექმნა თავისი ცხოვრების სტიმულატორად...
დრომ გადაწყვიტა აღარ გაწელილიყო ადამიანების ცხოვრებაში და სრულიად უარი თქვა არსებობაზე(არარსებულ არსებობაზე)და სუიციდს მიმართა ადამიანთა სულებში... დრომ თავი მოიკლა ადამიანებში... ადამიანების ფიქრში დრო გაქრა. ადამიანები დროზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი. მათი ცნობიერებიდან დროის აღქმის უნარი ამოვარდა და პარალელურად მათში ღმერთად ყოფნის სურვილი ამოტივტივდა!..
რაც შეეხება დედამიწას: დედამიწამ ადამიანებს უბედურებები არ მოუვლინა და ისინი არ ჩახოცა კატაკლიზმებით. მათ თავისუფლება მისცა. "ნიღბების კარნავალი" ადამიანის ამქვეყნიურ ტკბობად და მათ მთავარ იარაღად მონათლა და გადაწყვიტა დეპრესიაში მყოფი ღმერთი, რამენაირად განეტვირთა... და დედა მიწამ ხეები, ქვები, ოკეანეები და ყოველი "არაცოცხალი"(თავისი თავი) წარუდგინა ღმერთს!
რაც შეეხება ღმერთს: ღმერთმა ადამიანები მე-დან სამუდამოდ ამოიგდო...
"არაცოცხალ" ბუნებას სულები დაურიგა. და მათი ცხოვრების ყურებით დაიწყო ტკბობა... ის ძველებურად მხიარული გახდა...
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი, მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ღმერთში. ეს მოვლენა კი კოშმარში მდგომარეობს, რომელსაც ღმერთი ხედავს... და ამაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ღმერთს არ სძინავს და კოშმარს(მის სიმძაფრეს, საძაგლობას), ასე, თვალებგახელილი, ფხიზელ მდგომარეობაში შესცქერის...
კოშმარი - "ნიღბების კარნავალი", რომელიც ღმერთს ვერ ავიწყებინებს ბოლომდე თავის შექმნილ გონიერ ცხოველს და ეს კარნავალი უსასრულოდ გრძელდება; როგორც დედამიწაზე, ასევე ღმერთში...
დავით ოჩაური
სიამოვნებით წავიკითხავდი სრულ ვერსიას, ან უბრალოდ გაგრძელებას.. თუ აქვს რა თქმა უნდა
მეც ეს მინდოდა მეთქვა..
ესეც გაგრძელება- :)
...დრო იდიოტს დაემსგავსა. ყველაზე დიდი იდიოტს, რადგან იგი მიხვდა, რომ არ არსებობდა და რომ ის მოაზროვნე ცხოველმა შექმნა თავისი ცხოვრების სტიმულატორად...
დრომ გადაწყვიტა აღარ გაწელილიყო ადამიანების ცხოვრებაში და სრულიად უარი თქვა არსებობაზე(არარსებულ არსებობაზე)და სუიციდს მიმართა ადამიანთა სულებში... დრომ თავი მოიკლა ადამიანებში...
ადამიანების ფიქრში დრო გაქრა. აგამიანები დროზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი. მათი ცნობიერებიდან დროის აღქმის უნარი ამოვარდა და პარალელურად მათში ღმერთად ყოფნის სურვილი ამოტივტივდა...
რაც შეეხება დედამიწას...
დედამიწამ ადამიანებს უბედურებები არ მოუვლინა და ისინი არ ჩახოცა კატაკლიზმებით. მათ თავისუფლება მისცა. ნიღბების კარნავალი ადამიანის ამქვეყნიურ ტკბობად მონათლა და გადაწყვიტა დეპრესიაში მყოფი ღმერთი, რამენაირად განეტვირთა... და დედა მიწამ ხეები, ქვები, ოკეანეები და ყოველი "არაცოცხალი"(თავისი თავი) წარუდგინა ღმერთს!
ღმერთმა ადამიანები თავიდან სამუდამოდ ამოიგდო და "არაცოცხალ" ბუნებას სულები დაურიგა. და მათი ცხოვრების ყურებით დაიწყო ტკბობა... ის ძველებურად მხიარული გახდა...
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი, მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ღმერთში. ეს მოვლენა კი კოშმარში მდგომარეობს, რომელსაც ღმერთი ხედავს... და ამაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ღმერთს არ სძინავს და კოშმარს, მის სიმძაფრეს, საძაგლობას ასე, ფხიზლად შესცქერის...
კოშმარი- ნიღბების კარნავალი, რომელიც ღმერთს ვერ ავიწყებინებს ბოლომდე თავის შექმნილ გონიერ ცხოველს და ეს კარნავალი უსასრულოდ გრძელდება; როგორც დედამიწაზე, ასევე ღმერთში...
დიდი ხანია ასეთი ორიგინალური არაფერი წამიკითხავს..
ადამიანებმა კიდევ ბევრი უნდა ვისწავლოთ და კიდევ უფრო ბევრი რა სხვანაირი მოგვეჩვენება.. მე ვის ვეუუბნევი მაგრამ მაინც... საქმე ჩვენშია და არა სხვაში...
გეთანხმები.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია