სვეტიცხოვლის მგალობლების და ნიქოზელების მეგობრობა უკვე ათეულ წელზე მეტს ითვლის. მეუფე ისაიასთან დამეგობრებულებმა, ცხინვალთან ახლოს, ისტორიულ ნიქოზში არაერთხელ აღვავლინეთ წირვა. ღვთაების ტაძარში თითქოს უკვე ჩვენი ადგილიც გვაქვს. ერთ-ერთი პირველი სტუმრობისას, ზამთარში, თებერვალში, ტაძარში შეკრებილმა მრევლმა მცხეთიდან ჩასულ სტუმრებს სწორედ ის ადგილი დაუთმო, სადაც დიდი ღუმელი იდგა და ყველა ეფიცხებოდა. ასე, ფიზიკური სითბოს განაწილებით დაიწყო ჩვენი მეგობრობა და სხვა, უფრო დიდი სითბოსა და სიყვარულის გაზიარებით გრძელდება (დღესაც იქ ვდგავართ).

Qwelly, ბლოგი, გალობა, მგალობლები, ნიქოზი, სტუმრობა, ქველი
გადაღებულია "შენ გიგალობ"-ის დროს

იმ ზამთარს კარგად ვიგუნდავეთ. მომდევნო სტუმრობაზე, თუ მეხსიერება არ მღალატობს, იმავე წელს, ოღონდ ამჯერად ზაფხულში, თამარაშენშვი ვწირეთ. ლიტურღიაზე დავაგვიანეთ, რადგან ქედი, რომელიც უნდა გადაგვევლო, ჩვენი ავტობუსისთვის საკმაოდ რთული გადასალახი აღმოჩნდა.

      - ათი კაცი მოიხსნა და მოაწვაა - გვეუბნებოდა აღმართზე შეყენებული 5 ტონიანი ავტობუსის მძღოლი.

      არ დამავიწყდება სროლების ხმა, სადღაც შორეთიდან და თან ისე ახლოდან რომ ისმოდა. ქედის გადასასვლელში, სულ ზემოთ, ჰორიზონტის ხაზს ხელით რომ ეხები, იდგა ორი საგუშაგო. ერთის თავზე ქართული დროშა ფრიალდებდა, მეორისაზე რუსული, თუმცა ორივე საგუშაგოდან ავტომატმომარჯვებული ახალგაზრდა ბიჭები დაგვცქეროდნენ.

      წირვის შემდეგ, თამარაშენშიც გვიმასპინძლეს. მრავალჟამიერს მონატრებულებმა, ცრემლები ვერ შეიკავეს.

      მას შემდეგ თუმცა არც ისე დიდი დრო გავიდა (ერთი კაცისთვისაა ბევრი, თორემ ისტორიისთვის რა არის 9-10 წელი) და ახლა უკვე იმ სოფლებშიც აღარ მიგვესვლება.

      აგვისტოს ომში, ნიქოზელთა ისტორიები მეუფისგან უნდა მოისმინოთ. დაცლილ სოფლებში მოხუცებიღა იყვნენ დარჩენილი ღვთისა და ადამიანობის იმედად - "შვილო, ამ ხნისა ვარ, ჩემს მოკვლას რაღა აზრი ჰქონდა? ვიფიქრე, არ მომკლავენ, ისინიც ხო ადამიანები არიან. თან ჩემი მეუფეც აქა მყავდა, სად წავიდოდი?" - ასე შეგულიანებულები დარჩნენ ტყვიების ზუზუნსა და ბომბების წვიმაში. მარტო დარჩენას ვინ ჩივის, იმ ხანად როდესაც დარეჯან დედოფლის სასახლეს ჭურვები დაეცა და ღვთაების მონასტერი დაზიანდა, მეუფემ მოხუც წყვილს ჯვარიც კი დაწერა შუა ღამისას.

      გაჭირვებამ ამ ხალხს სხვანაირი სითბო და სიყვარული ასწავლა. ომებმა და მუდმივმა დანაკარგმა, აქაურებს სხვა ღირებულებები გაუჩინა, უფრო სწორედ, ისეთები გაუმძაფრა, ჩვენ რომ დღეს აღარ ვაფასებთ და აღარაფრად ვაგდებ. ჩვენში, ზოგიერთი მრევლისგან მისალმებად ხშირად მოისმენთ: მშვიდობა! ნიქოზში, დილის 10 საათზე წირვაზე მოსული მოხუცებისა თუ ახალგაზრდებისგან სულ სხვანაირად ისმის - მშვიდობა! მისასალმებლად ნათქვამზე მეტად, სურვილად, ლოცვა-ვედრებად ნათქვამს უფრო ჰგავს.

სვეტიცხოვლის მგალობლები ნიქოზში, ცხინვალი, ქართლი, ოსეთი, ქველი, ოკუპირებული ტერიტორიები, Qwelly, blog, cxinvali, niqozi, nikozi, sitbo, siyvaruli, maspindzloba, galoba

      იქ ყველა გეფერება და განსაკუთრებით მოხუცები.

      რამდენჯერ გვიგალობია წირვაზე ვინ მოსთვლის? რამდენ ადამიანს მოუსმენია სვეტიცხოვლის გუნდის გალობა? მაგრამ არც კი ვიცი ასეთი ბედნიერები თუ არიან სხვაგანაც ან თუ განუცდიათ იგივე. გიყურებენ სიხარულით სავსე თვალებით და გემადლიერებიან თითოეული ჰანგისთვის, სიყვარულს გჩუქნიან თითოეული საგალობლისთვის, "მადლობა შვილებო, დიდი მადლობა, თქვენი მოსვლა ზეიმია ჩვენთან" - გეფერებიან დიდი სითბოთი. "დღეს რა კარგი დღე გათენდა, რა კარგია რომ წირვაზე წამოსვლა არ გადავდეთ" - ზურგსუკნიდან მესმოდა ცოლ-ქმრის საუბარი. გალობის ისტორიაში სადღაც ამომიკითხავს, მგალობელთა სტუმრობის შესახებ სხვადასხვა ტაძრებში. როგორ მიიწვევდნენ ხოლმე კარბელაშვილებს ამა თუ იმ ტაძარში, როგორ ჩამოჰყავდათ გურიიდან სრული მგალობლები და წერდნენ, როგორი გაფაციცებით უსმენდა მათ მრევლი. გუშინ, წირვაზე თითქოს ეს ყველაფერი ცოცხლდებოდა. მერე რა რომ, ძალიან შორს ვართ გალობის გარდამრჩენელი წმინდა ძმებისგან? ჩვენი გუნდი კი არა, ის მრევლი აცოცხლებდა წარსულს, რომელსაც ასე მონატრებოდა გალობის მოსმენა და ცდილობდა, არცერთი წამი არ დაეკარგა, არ გაეფლანგა საუბარში. დიდი ალბათობით არც კონსერვატორია აქვთ დამთავრებული და არც გალობის ეროვნულ მნიშველობასა თუ იდენტობის შენარჩუნების შესახებ მის დანიშნულებაზე შეუძლიათ ინტერვიუ მისცენ ცნობილ ტელევიზიებს, მაგრამ მათ შეუძლით უყვარდეთ და ენატრებოდეთ ის, რაც ზოგიერთ ტაძარში, თავად მგალობლებმაც კი, ისე გააუფასურეს, ისე გაამდაბლეს, გაცვითეს, მავანნი გადაკვრითაც კი ამბობენ, საერთოდ რა საჭიროაო.

      გრძელ სიტყვას მოკლე სჯობიაო და უბრალოდ მადლობა ნიქოზელებს ამ სიყვარულისთვის.

იხილეთ ფოტო-ალბომი: სვეტიცხოვლის მგალობლები ნიქოზში

ნახვა: 432

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გალობა, მგალობლები, ნიქოზი, სტუმრობა, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4gm Hero Siege When to Save Emergency Skills

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2026.
საათი: 11:02am 0 კომენტარი

Managing overlapping enemy groups in Hero Siege takes more than strong equipment. Whether you are comparing upgrades or planning how to spend Hero Siege Gold, survival still depends on keeping…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters