ტკბილხმოვანებას დავაბრალო, თავმდაბალი კაცის იმიჯი არ მაძლევს მაგის საშუალებას. თან, ვფიქრობ, რეალობასთან უფრო ახლოს იქნება, თუ ვიტყვი, რომ პეპელა სააბაზანოში, იმ ერთადერთი ნათელი წერტილის გამო შემოფრინდა, რომელიც საშხაპის თავზე ანათებდა.

      სიმღერაში გართულს, ხელზე პატარა, მაგრამ არა გასლიკულ-გალეული, საკმაოდ ჩაპუტკუნებული პეპელა დამაფრინდა. ფერზე შევატყვე, რომ ნათურაზე გაზრდილი, მოვლილი, კაი ოჯახიშვილი პეპელა იყო. ხელზე დამაფრინდა და გმირულად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაემართა სიცოცხლის წყაროსკენ. შავი თვალები ჰქოდა და ეს იყო ერთადერთი შავი წერტილი, მის ნათელ სხეულზე, რომელიც, ნათურასთან მიხელოებისთანავე ალბათ ინთებოდნენ. სიმღერას თავი დავანებე და პეპელას შეუსაბამოდ ბავშვური სისასტიკით გავუმასპინძლდი. წყლის ნაკადი ჯერ მცირე დოზით გადავუღობე გზაზე, შემდეგ, ფეხები კარგად დაუსველდა და აქ უკვე საქმეში ფრთებიც ჩაერთო. მერე ხელი უფრო დაბლა დავწიე, რომ დაბრკოლება გამემძაფრებინა. პეპელა არ ნებდებოდა, იდაყვს ამოცდა და მხრებისკენ მოიწევდა, საბოლოოდ წყლის ძლიერმა ნაკადმა, ფეხქვეშ მოსაჭიდი გამოაცალა, სიცივეში ორთქლით გაჟღენთილმა ოთახმა, თავიდანვე დაუმძიმა ფრთები, და ... პეპელა იატაკს დაენარცხა.

მინდვრად დაგიჭერ პეპელას, თუ გამოდგება მარაოდ, ჩამოგაფარებ სახეზეეე, და მზისგან დაააგიფაარავოო ♪♫♪♫ - გავაგრძელე ღიღინი.

      ცოტა ხნის შემდეგ მოვტრიალდი და პეპელა ფარდაზეა ასული, მეტად მშრალი და ნაკლებად ბოროტი ფეხმოსაჭიდი უპოვია.

      გინახავთ პეპელა როგორ იმშრალებს საცეცებს? კატის პირისბანვით ვის გავაკვირვებ ახლა, მაგრამ კალია მინახავს, ფუტკარიც, გაგიკვირდებათ და ქილაში გამომწყვდეულ კოღოსაც კი დავკვირვებივარ ერთი წვეთი სისხლის შემდეგ როგორ იწმენდდა ხორთუმს, მაგრამ პეპელა პირველად ვნახე. დიდი მონდომებით ჩამოიწმინდა ხელ-ფეხი, დაიფერთხა ფრთები და ყოველგვარი გეგმა A და გეგმა B-ს გარეშე გაემართა სინათლისკენ. (მოკლედ, ამ პეპელამ სიმღერა არ მაცადა). მიფრინავს, ავიდა ნათურამდე, გარშემო შემოუარა, ის-ისაა უნდა მიეახლოს რომ ჭერზე ფეხი გაუსრიალდა და კედელს მიენარცხა. კედელი სველია, მთლიანად დანამული. პეპელა ცურდება, რასაც მაღლა მიიწევს, ორ იმდენს ქვემოთ ჩამოდის. ზუსტად საშხაპის თავზეა, ამიტომ ორთქლი კიდევ უფრო ასუსტებს. თვალში წყალი ჩამესხა და მოვტრიალდი. როცა გავახილე, პეპელა იატაკზე ეგდო და აფრენას ცდილობდა. დავიხარე და თითი შევუშვირე. პირველად იუარა, გაიწია. მერე თითი გავიმშრალე და როგორც იქნა ამოცოცდა. ავწიე მაღლა და ის აფრინდა, არ გამოუვიდა და მოწყვეტით დაეშვა ძირს. ვიდრე დაეცემოდა, ისევ დავიჭირე, ამჯერად ხელის გულით და კარგი ფრენბურთელივით ფარდის მიღმა გადავაფრინე.

      ზემოთ ვიყურები. უკვე 5 წუთი გავიდა. ნუთუ მოკვდა? ეჰ, საწყალი პეპელა. ზუსტად მაშინ გავიფიქრე - ხვალ რამეს დავწერ მაგ პეპელაზე.

და სიყვარულთან თამაში დელიაააა, სასტიკად აკრძალულიაა დეეელიიიაააა ♪♫♪♫.

      უცბად იატაკზე ნაცრისფერი სილუეტი გამოჩნდა, ჩემი ჩრდილი არ იყო. ავიხედე და პეპელა ნათურის გარშემო დაფრინავს, გარშემო უვლის ბედნიერი და სრულიად განათებული, აღარც ორთქლი აშინებს, აღარც წყალი. დაფრინავს, დაფრინავს, ის ცოცხალია. მისი ბედნიერება მეც გადმომედო და უაზროდ ვიღიმოდი ჭერში მზირალი.

      ახლა უფრო ხალისიანი ღიღინის დრო იყო.

* * *

      აბანოდან გამოსულმა ინსტიქტურად ჩავაქრე შუქი და გამოვხურე კარი.

      15 წუთის შემდეგ შებრუნება მომიწია.

      თვალგახელილილი პეპელა უსულოდ ჩასჭიდებოდა ფარდას, აღარ ინძრეოდა, მოკვდა.

Qwelly, ბლოგი, ქველი, სიცოცხლე, შეუპოვრობა, ბრძოლა, გადარჩენა, ბოროტება, აბაზანა, პეპელა, pepela

ასეა, სიცოცხლის წყაროს გარეშე კვდები ადამიანიც, თორემ, რაა კაცთა სიბოროტე? რაა ცხოვრების შეჭირვებები?

ნახვა: 421

ტეგები: Qwelly, აბაზანა, ბლოგი, ბოროტება, ბრძოლა, პეპელა, სიცოცხლე, ქველი

BrOliKa: ოქტომბერი 20, 2016||2:49pm
კარგიი რა :( რა იყო ეხლა ეს ბედნიერ დასასრულს ველოდი :'(
ლაშა: ოქტომბერი 20, 2016||4:57pm

პეპელაც მასე ელოდა, მაგრამ არ გამოუვიდა (

BrOliKa: ოქტომბერი 20, 2016||6:11pm
იქნებ არ მომკვდარა :( სულ არ გავს აქ მკვდარს :'(
ლაშა: ოქტომბერი 20, 2016||6:58pm

ხელოვნურ სუნთქვას ვერ ჩავუტარებდი :D 

ლაშა: ოქტომბერი 20, 2016||10:17pm

ჰო, პეპლებსაც ექნებათ თავიანთი ოლიმპო )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters