მინდა შევქმნა ბლოგი, რომელშიც თავმოყრილი იქნება თითეული დღის ახალი ამბები. ნიუსების ბლოგი. სიახლეები დაიდება ყოველდღე, 22:30-ზე.
ჩვენს ქვეყანაში სამართლის სფერო ყველაზე აქტუალურია დღის ამბებში.
ინტერნეტ ნიუსები აქტიურად აშუქებდნენ თორდია-ფარცხალაძის ამბავს, აუდიტის სამსახურიდან პროკურატურამ ფარცხალაძის საქმე გამოითხოვა. თორდია აცხადებს: კადრებით დასტურდება, რომ პირველი ფარცხალაძემ დამარტყა ამასთანავე, მან მიმართ პარლამენტს თხოვნით: „შსს-ს ბრიფინგი სამარცხვინო იყო, მინდა ვთხოვო პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია“. ომბუდსმენის თქმით: „ოთარ ფარცხალაძე საკმაოდ დაგვიანებით დაკითხეს“. დღესვე, შსს-მ თორდიასა და ფარცხალაძის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. აუდიტის სამსახური არკვევს, რატომ გადაუხადა მერიამ 2 მილიონით მეტი კომპენსაცია ფარცხალაძის კომპანიას. აქვე, დავით ნარმანიას თქმით, აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე მისი კანდიდტურა განიხილება. სამუშიას თქმით, აუდიტის სამსახურმა კითხვები სამხარაულის ბიუროს უნდა დაუსვას. ოპოზიციიდან, გივი თარგამაძე ამბობს, რომ ფინანსური პოლიცია ფარცხალაძის პირად საკუთრებაშია.
მომდევნო სიახლეც სამართის სფეროდან: ადვოკატის თქმით, მამალაძე სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს. HRIDC-ს განცხადებით: დეკანოზს მეოთხე ადვოკატი ჰყავს – სახაზინო ადვოკატის დანიშვნა უკანონობაა. დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს 19 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ამის პარალელურად, საპატრიარქოს იურისტის განცხადების თაობაზე სასამართლოს მიმართავენ. საინტერესოა ისიც, რომ დეკანოზი საპატრიარქოს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს, ხოლო ჟურნალისტმა მამალაძემ დღეს განაცხადა, რომ არსებობს ფარული ჩანაწერი, რომელიც შედგა მამალაძეებს შორის (ჟურნალისტსა და მამაოს) და მისი გასაჯაროვება არა მარტო მორალურად, არამედ სამართლებრივი კუთხითაც დაუშვებელია, იმიტომ რომ საქმე პირადი ცხოვრების დეტალებს ეხება.
გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს.
კახეთიდანაც იგივე სფერო: საოლქო პროკურატურა სამართალდამცავის მიერ მოქალაქის ცემის შესაძლო ფაქტს იძიებს;
ისევ გამოძიება: ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვეს; და კიდევ ერთიც, დღეს პროკურატურამ კლინიკა “ლანცეტის” მფლობელი დააკავა. დაკავებას ვერ გადაურჩნენ ფულის გამყალბებლებიც, ყალბი 500-ევროიანის გასაღების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს
საკონსტიტუციო ცვლილებებს ვენეციის კომისიასთან ერთად ბერლინში განიხილავენ. ვენეციის კომისიის მდივანი აცხადებს: „საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევაა მნიშვნელოვანი“. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს: „ვფიქრობთ, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი ყველა საკითხზე“
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს.
GNCC-იმ საერთაშორისო შემომავალ ზარებზე ახალი ტარიფები დააწესა.
12 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ხმაური ზუგდიდის საკრებულოში თვითმმართველობის გაერთიანებაზე. ქალაქების სტატუსს ეხმაურება სალომე ზურაბიშვილიც, „მცხეთა ლევილთან არ უნდა დაძმობილდეს - მიყრუებული სოფელია პარიზთან.“
ენმ თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიას ავრცელებს, ეროვნული ბანკის ახალი წესი კი კომერციული ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზეც გავრცელდება
თბილისის მერიის დაპირებით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება
პირველ რიგში მეგობრები: უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 20 დღეში ამოქმედდება. შემდგი ნიუსები ეხება არეულობას, მსოფლოს გარშეო: ასადის რეჟიმმა ქალაქ ჰომსზე სრული კონტროლი მოიპოვა. ლათინურ დასავლეთში, ბრაზილიაში ასობით ათასი ადამიანი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. მაკკეინი აცხადებს, რომ ლავროვი მკვლელის მარიონეტია, რომელსაც თეთრ სახლში არაფერი ესაქმებოდა, სამაგიეროდ დონალდ ტრამპი ისრაელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
ინტერნეტის, დამოუკიდებელი სამყაროს ამბები ყველაზე კარგად ინტერნეტ ვალუტაზე ჩანს: ბიტკონის ღირებულებამ $2100-ს გადააჭარბა, კრიპტოვალუტა ისტორიულ მაქსიმუმზეა და დღეს 2105 აშშ დოლარი შეადგინა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია