1 ნოემბერი
ენ,
გილოცავ ნოემბერს!
შენი 30 დღე დადგა.
ვიცი, გიხარია.
ვიცი, რაღაცას ელი...
აგსრულებოდეს!
2 ნოემბერი
ენ,
რაო ნოემბერმა?
სურვილები ჩამოგიტანა?
რომელი მოგერგო?
ეგ წითელი ოცნება როგორ გიხდება
-არ გაიხადო!
3 ნოემბერი
ენ,
ნახე,
შენი დათუნია არ დავიწყებია,
ჩამოგიტანა.
როგორ მოგნატრებია!
ვიცი, რომ ბედნიერი ხარ.
უყვარხარ ნოემბერს!
4 ნოემბერი
ენ,
როგორი "გელოდები" თვალები გაქვს!...
შენი აზრით, მოვა?
ჰაჰ...
რამდენი ხანია, მოდის!?...
კარგი, ნუ მებუტები...
უბრალოდ,
ჯერ კიდევ ოქტომბერში დარჩენილი ოცნება ვარ...
ეს შენ დაწერე?
-"November, please be good to me!"
ჰმ...
5 ნოემბერი
ენ,
ნახე,
დღეს ნოემბერი შენთვის გამოიპრანჭა!
არც მახსოვს,
ბოლოს როდის იყო ასეთი ფერადი და...
სევდიანი...
რა მოუსვენარი ხარ!
ერთ ნოემბერში ვერ ჩერდები!
ყველგან უნდა გაჰყვე, სადაც წავა?...
ხომ იცი, ენ,
დაბრუნება მოგიწევს...
მე ისევ ოქტომბერში დარჩენილი ოცნება ვარ.
6 ნოემბერი
ენ,
მთელი საღამოა, მასთან ხარ...
როგორ შეიძლებოდა, ხმა არ ამოგეღო?!
ვერ მესმის...
ხომ მპირდებოდი,
ყველა ტკივილზე მოვუყვები,
მარტო რომ ვიტანდიო?!
ამდენ ხანს სად იყო, არ უთქვამს?
ისევ აპატიე, ხომ?...
ასე გიყვარს?...
7 ნოემბერი
ენ,
ვიცი, რომ იმედები გიცრუვდება.
ვიცი, რომ ითმენ.
აუცილებლად დაგიფასდება,
ენ,
ნუ ტირი.
ნუ სვამ წვიმას,
აცალე, მოვიდეს...
ვიცი, ძნელია,
ნოემბერს რომ გართმევენ.
რომ გაიძახიან, ჩვენიაო.
ის კი დგას და
არც ერთ ფოთოლს არ აგდებს,
არადა,
ვის გაუგია ნოემბერი ფოთოლცვენის გარეშე!?
იქნება ფოთოლცვენა...
იმედია, შენ არ ჩამოსცვივდები.
8 ნოემბერი
ენ,
ასე ნუ კანკალებ,
ხომ ხედავ,
ჯერ ისევ ხეზე ხარ.
ყველაფერი კარგად იქნება!
9 ნოემბერი
ენ,
როგორ არ გიხდება ნოემბრის ცრემლები.
ისევ წვიმას სვამ,
არ გინდა, მოვიდეს...
ასე წვიმად გადაიქცევი და...
ჩემთან გამოიქცევი.
მე ხომ ოქტომბერში დარჩენილი ოცნება ვარ.
მეგონა, ნოემბერში აგიხდებოდი,
მაპატიე, ენ...
10 ნოემბერი
ენ,
აცივდა,
შეგცივდა?
ის წითელი ოცნება რატომ გაიხადე?
ხომ გითხარი, გიხდებოდა.
ისევ ჩაიცვი,
თორემ გაიყინები.
წელს ცივია ნოემბერი.
11 ნოემბერი
"ენ,
მე მეთერთმეტე თვე ვარ.
თერთმეტი თვეა, არ მინახიხარ.
დღეს თერთმეტია.
მოვედი, რომ მოვსულიყავი.
როგორ ხარ?"
- გილოცავ.
როგორც იქნა,
თვალებში ჩახედეთ ერთმანეთს.
მითხარი,
როგორი თვალები აქვს ნოემბერს?
ამბობენ, ჭრელიაო.
აჰ, თვალი ვერ გაგისწორა?
მიხარია, რომ გეღიმება.
ნუ მიყურებ მაგ ნოემბრისფერი თვალებით!
არ შეიძლება ამდენი ნისლი.
12 ნოემბერი
ენ,
ხომ იცი,
თუ შეგიძლია მიოცნებო,
შეგიძლია ამასრულო კიდეც.
ოცნებები ხომ იმისთვის ვართ, რომ
ავსრულდეთ!?
აგვასრულე...
13 ნოემბერი
ენ,
მომენატრე.
ისეთი მომენატრე,
ოქტომბერში რომ იყავი,
ასახდენად გამზადებული ოცნებისფერი.
ახლა რას ჰგავხარ!?
ნოემბერს ემსგავსები,
აუხდენელს.
ნუ!
14 ნოემბერი
ენ,
დაგინახე დღეს,
უცნობ მოხუცს რომ ელაპარაკებოდი.
გავიგონე, როგორ გითხრა:
"სახეზე გეტყობა, როგორიც ხარ.
ბედნიერი იქნები.
დამიჯერე,ჩემი სიტყვები ყოველთვის სრულდებაო."
დაუჯერე.
15 ნოემბერი
ენ,
ხომ ხედავ, როგორ ცდილობს ნოემბერი?!
ყველა ფერი გაჩუქა, რომ
შავ-თეთრი ფირი ამოგეღო თვალებიდან.
მაინც უკან იყურები,
იმ ასახდენად გამზადებულ ფერს მისტირი.
შენც,
ჩემი არ იყოს,
ოქტომბერში დარჩენილი ოცნება ხარ.
16 ნოემბერი
ენ,
ხომ ხედავ,
ყველა ფერი სიურპრიზით არის სავსე!
კარგი რა, ენ,
შენ ხომ გიყვარდა სიურპრიზები!?
17 ნოემბერი
ენ,
უკეთ მეჩვენები.
რაღაცას საქმიანობ,
არ გცალია, ალბათ.
არ შეგახსენებ თავს.
მე ხომ ოქტომბერში დარჩენილი ოცნება ვარ.
აღარ მინდა, რომ გახსოვდე.
მომენატრები.
18 ნოემბერი
ენ,
გიყურებ და არ მჯერა.
დგახარ ამდენ ხალხში და მკითხულობ!
გეგონა, მარტო შენ იყავი...
სხვებიც ყოფილან.
გილოცავ.
19 ნოემბერი
ენ,
უკვე მენატრები, მაგრამ
მიხარია, რომ აღარ გახსოვარ.
არ გამიხსენო.
20 ნოემბერი
ენ,
რა თბილია ნოემბერი,
როცა სახლში ხარ და
დედას ეხუტები.
ჩემზე ნუ იფიქრებ,
იყავი მანდ.
გათბი.
21 ნოემბერი
ენ,
"მომეცი ძალა,
გავაჩერო დრო..."
მე ხომ ვიცი,
გაგახსენდები.
ნოემბერი წავა და...
მე ისევ ოქტომბერში დარჩენილი ოცნება ვიქნები.
არ მინდა, ვიყო.
22 ნოემბერი
ენ,
ხომ ხედავ,
ნოემბერს რა ფერი დაედო
-საერთოდ აღარ ჰგავს თავის თავს:
გახუნდა,
გამუქდა,
გაცივდა.
განიცდის.
რამდენი ფოთოლი გაუვარდა.
შენ მაინც არ სცვივდები.
დამიჯერე, უყვარხარ.
23 ნოემბერი
ენ,
7 ნოემბერიღა დაგრჩა.
გამოიზოგე.
24 ნოემბერი
ენ,
გამარჯობა.
მეგონა, დაგავიწყდი.
რანაირად მიყურებ!?
ვიცი, ძალიან დავიკარგე,მაგრამ
არ მეგონა,
ასე თუ გენატრებოდი.
მაპატიე, ენ,
მეც მომენატრე.
რა კარგი იყო ოქტომბერი...
ხომ?
25 ნოემბერი
ენ,
გახსოვს?...
ყოველ დილით,
გახარებული თვალებით რომ მიყვებოდი
სიხარულს,
იმედებს,
ტყუილებს,
მოკლედ, ზღაპრებს.
მეც რომ მჯეროდა,
რომ მჯეროდა.
არ შემეძლო,
ეგ თვალები ჩამექრო.
ბოლოს, მომიწია.
შენ კი,
ნოემბერს აბრალებ ყველაფერს.
ენ, გვაპატიე მეც და ნოემბერსაც.
აუცილებლად გამოვსწორდებით.
26 ნოემბერი
-ენ,
რატომ მიბრაზდები?...
ნუ მიყურებ გაბუტული თვალებით!
რა?
ოქტომბერში დარჩენილი ოცნება ვარ?
ჰო,
ვიცი...
ვეცდები, აღარ ვიყო.
27 ნოემბერი
ენ,
რას უსმენ?
.....................................................
"როცა მზეს ისევ თვალს გავუსწორებ,
ჩემს ცხოვრებაში დაბრუნებულხარ."
.....................................................
ენ, შენ ისევ გაუსწორებ მზეს თვალებს.
28 ნოემბერი
ენ,
აღარ დაგრჩა ნოემბერი.
ენ...
ენ!
პასუხი არ არის...
29 ნოემბერი
ენ,
ხომ გეუბნებოდი,
ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.
იმ მოხუცმაც ხომ გითხრა,
ბედნიერი იქნებიო.
ხარ...
მე აღარ ვარ ოქტომბერში დარჩენილი ოცნება.
ავხდი.
ნოემბერი ტკბილია,ენ.
მიყვარხარ.
30 ნოემბერი
"ენ,
მაპატიე, რომ გტოვებ.
ახდენილ ოცნებას გიტოვებ.
არასოდეს ჩამომცვივდები!
ვიცი, გიყვარვარ.
მეც...
მეთერთმეტე თვე ვარ.
თერთმეტ თვეში დავბრუნდები.
მანამდე,
მომენატრები.
აბა, ჩემამდე..."
-სიყვარულით,
შენი ნოემბერი...
-გაიღვიძე,
ენ,
მზეს თვალები გაუსწორე
-დეკემბერი გათენდა!
ელენე მარგალიტაშვილი (ენი)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ephraim_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2026.
საათი: 11:22am
0 კომენტარი
0 მოწონება
Call of Duty: Black Ops 7 Season 3 has received a major update, officially launching a brand new battlefield. A wealth of new content and challenges are sweeping in, offering a fresh shooting experience for both hardcore players aiming for higher…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია