გუშინ პირველად ვნახე ვარსკვლავური ომები და რომ არ მცოდნოდა 1977 წელს იყო გადაღებული, ალბათ ვიტყოდი დრო დავკარგეთქო, მაგრამ არა - მაინც არ ვიტყვი. ამ ჟანრში უდაოდ კლასიკაა.

      თინეიჯერებისთვის ცოტა ენციკლოპედიური მონაცემები. ფილმი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. სულ არის 9 ეპიზოდი და აქედან 7 უკვე გამოსულია, დარჩენი 2 მომდევნო წლებშია დაანონსებული. გამოვიდა ტრილოგიებად, როგორც ბეჭდების მბრძანებელი, იწყება ყველაფერი შუა ნაწილით. 1977 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც წარმოადგენს ვარკსლვავური ომების მეოთხე ეპიზოდს, მაგრამ არის პირველი ფილმი და ახალი იმედის შესახებ მოგითხრობთ. სულის ჩამდგმელი რეჟისორი გახლავთ ჯორჯ კულასი. მოგვიანებით, ფილმის პოპულარულობიდან გამომდინარე, ჯორჯ ლუკასმა მოიფიქრა გადაეღო ვარსკვლავური ომების წინარე ისტორია, ამიტომ გამოვიდა ვარსკვლავური ომები 1 (ფარული საფრთხე), 2 (კლონების თავდასხმა), 3 (სითხების შურისძიება). ბოლოს ამასაც არ დაჯერდა და გაგრძელებაც მოუფიქრეს. მოკლედ, ასე თუ ისე, კინოინდუსტრიაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება, 60-70-80_იანი წლების სიახლეებში ვართ დარჩენილი.

      რატომ უნდა უყუროთ ვარკსკვლავურ ომებს - იმიტომ, რომ მერე აღარ უყუროთ სხვა კომიქსურ ფილმებს, ან მულტფილმებს. უბრალოდ აღარ იქნება საჭირო. მართალია ახლა ყველა ელის სუპერმენისა და ბეტმენის ომს, მაგრამ ეს იქნება ისეთივე უინტერესო და მხოლოდ სანახაობაზე გათვლილი ომი, როგორც თანამედროვე ფეხბურთში ხდება ხოლმე. და რადგან გული მიგრძნობს რომ სუპერმენი უნდა დამარცხდეს (რაც იდეაშივე აფსურდია), საერთოდ არ მიმიწევს გული.

      მართალია, ამ ბლოგზე ხშირადხსენებული კუბრიკის კოსმოსურ ოდისეას ვერ შეედრება ვარსკვლავური ომების გამოგონებები, კადრები, წარმოდგენები კოსმოსზე, მინიმუმ იმიტომ, რომ 8 წლით გვიან გადაიღეს, მაგრამ მაინც შთამბეჭდავია ლუკასისეული ცხოვრება უცხოპლანეტურ სამყაროში.

      დეტალები და შთაბეჭდილებები:

  • მერამდენედ მქონდა ეს განცდა არ ვიცი, ნეტა ყველა საგმირო ფილმში ასეა? - ბოროტი გმირი, ოდესღაც კეთილი იყო და მერე გახდა ბოროტი.
  • ბოროტებასაც სფეროს ფორმა აქვს?
  • ამ ფილმით საბჭოთა კავშირს ანგრევდნენ?
  • პრინცესას ვარცნილობა და უცხოპლანეტელები მართლაც ბრავო!
  • ანდროიდს წინაპარი კინოინდუსტრიაში ყოლია ერორის სახით.
  • ჰარისონი კოსმოსშიც ინდიანა ჯონსია?

...

      ფილმს არ მოგიყვებით, უყურეთ და შთაბეჭდილებები გამიზიარეთ.

ნახვა: 314

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვარსკვლავური_ომები, კინომანია, ფილმი, ქველი, ჯორჯ_ლუკასი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters