დაგხატავ ისეთ ფერებში
მე რომ გიცნობდე მხოლოდ,
ისეთი ფუნჯით მოგხატავ
მე რომ ვიჭერდე მხოლოდ...

გიმღერებ ისეთ სიმღერას
შენ რომ გესმოდეს მხოლოდ,
და ისეთ ნოტებს ავაგებ
შენთვის უკრავდეს მხოლოდ...

ვიცეკვებ, შენთვის ვიცეკვებ
თვალს ნუ მომაცელ მხოლოდ,
მე ისეთ სოლოს ავაწყობ
შენ აგაცეკვებს მხოლოდ...

დაგიწერ ისეთ სტრიქონებს
შენ კითხულობდე მხოლოდ,
და ისეთ ლექსებს შეგითხზავ
პოეტს შეშურდეს ბოროტს...

მე ვერ გაჩუქებ სიმდიდრეს
ღიმილს მოგიძღვნი მხოლოდ,
თვალები გეტყვის გულის თქმას
თვითონ ვერ ბედავს, მორცხვობს...

ვეცდები ზესკნელს გაფრინო,
ქვესკნელს შენს ნაცვლად ჩავალ,
ვერა, ვერ გეტყვი რაც ვწერე,
მიჯობს და გულში ვმალავ.

ნახვა: 674

ტეგები: Mari, poetry, qwelly, შენთვის

mariami: მარტი 30, 2014||6:27pm

ვისაც ეს ეძღვნება რა ბედნიერია:)

თა _ მო: მარტი 30, 2014||8:54pm

ლამაზია :)

mari: მარტი 31, 2014||12:44pm

ოდესმე ალბათ მიეძღვნება )))

mariami: აპრილი 1, 2014||12:01am

არ მჯერა რომ უკვე არ ეძღვნება :P

mari: აპრილი 1, 2014||12:37pm

yvela ase ambobs )))

mariami: აპრილი 2, 2014||12:34am

არ შეილება ყველა ცდებოდეს...:D 

ლაშა: აპრილი 2, 2014||12:36am

mariam ((( არადა სწორედ რომ შეიძლება ყველა ცდებოდეს ისევე როგროც შეიძლება ყველაში 1 მაინც იყოს მართალი :P 

mariami: აპრილი 2, 2014||1:12am

ოოო ლაშა რა ამაზე პასუხი მხოლოდ მარის აქვს :P

mari: აპრილი 2, 2014||1:44pm


mariami ლაშამ სიმართლე თქვა, მაგრამ არა ჩემს შემთხვევაში. )) დავწერე ლექსი, მაგრამ არავის ეძღვნება. ყველა ცდება ვინც ამბობს რომ არ არსებობს ვინმეს მაინც არ ეძღვნებოდესო... ტყუილი არ მჭირდება, აქ მით უმეტეს )) ;)

თა _ მო: აპრილი 2, 2014||3:50pm

როგორ მომწონს, მერამდენედ ვკითხულობ უკვეეე :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters