როცა ოპოზიციაში გაურკვევლობაა, უმალ დღის მთავარი ამბები მათ გარშემო დატრიალდება ხოლმე და ყველაზე ვრცელი სტატიები მათ ეძღვნებათ. დღესაც ასე იყო - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ოცნების კანდიდატებს დაუჭირეს მხარეი იუსტიციის საბჭოში და დიდი შიდა დაპირისპირების შემდეგ „ტრიუმფალურად“ დატოვეს ნაცობა. ეს იყო მთავარი თემა. უფრო მნიშვნელოვანი პრემიერის ევროპულ შეკრებაზე გამოსვლები უნდა ყოფილიყო. ტრადიციულად 17 მაისობა აღნიშნა დღეს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5638 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 მაისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      17 მაისის მსვლელობა - ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძრიდან სამების ეკლესიამდე მსვლელობა გაიმართა. მეუფე ანტონი - ოჯახის სიწმინდის დღეს ხალხი გამოვიდა, რათა კიდევ ერთხელ თქვას თავისი სიტყვა - ნუ ცდილობენ ახალ-ახალი შეპარული იდეებით გადაგვიგვარონ რწმენა და ერთგულება სარწმუნოებისადმი. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სასულიერო პირებმა სამების ტაძარში სამადლობელო პარაკლის გადაიხადეს. მეუფე შიო - ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა, ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ამან ჩვენს ქვეყანაშიც ჰპოვა ასახვა. მეუფე ანტონი რუსეთის გადაწყვეტილებაზე - ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და ახლა, მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?

      პირვანდელი 17 მაისი - სახალხო დამცველი - საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ახალისებს დისკრიმინაციას - აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება იყოს.

      ევროპული მრგვალი მაგიდა ანუ პრემიერი დესპანად - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, 2022 წელი, გარდამტეხი მომენტი გახდა მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა და კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ილია დარჩიაშვილი - კონკრეტული საუბრები იყო ძალიან საინტერესო, იმედის მომცემი და პრემიერისგანაც გაკეთდა კონკრეტული აქცენტები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილი რეიკიავიკის სამიტზე - ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს, ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო, ისე საარჩევნო სისტემა - საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელს რეგიონში. მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება - თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

      დასავლური ტონი - გურამ მაჭარაშვილი - მუქარის ტონი მოდის აშშ-დან - დამთავრდა ის დრო, როცა საქართველო მუქარის ტონს აიტანს. ლევან ბეჟაშვილი - პარტნიორების დიპლომატიურ განცხადებებს მოჰყვება სამართლებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები და დღის წესრიგში „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხიც დადგება. ირაკლი კობახიძე - ანსამბლი „მართვეს“ 50 ბავშვს არ ჩაურტყეს აშშ-ის ვიზები, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი შვილიც იყო თუ არა - ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში? ეს საერთოდ კატასტროფა.

      თბილისის დღე - თბილისის მერია სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ახალ ტურნიკეტებს დაამონტაჟებს. კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შექმნილ აპლიკაციაში 180-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიან, დაჩქარებულ სერვისებს შემოვიღებთ. მგზავრობის საფასურის გამარტივებული გადახდისთვის ბრენდირებული QR კოდები ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ. ილია ჭავჭავაძის მუზეუმის საერთაშორისო აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანებას კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოსაწყობი ცენტრალური პარკის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

      რუსეთის ფაქტორი - ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელსაც რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში შესვლა არ სურს - საქართველო დღეს, ყველაზე უფრო მძიმე მოწყვლად ვითარებაში მყოფი სახელმწიფოა.

      ოპონიუსი - ნიკა მელია - ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი. ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს მისი თანხმობა რუსეთთან ორმხრივ ფრენებზე. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პრემიერს და მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, შეუსაბამოს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს და გააუქმოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები. გიორგი გახარია - არაფერი არ იქნება ვიდრე მოქალაქე არ მიხვდება, ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს - ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს - აგერ, ერთი საავადმყოფოშია, მეორე კი დამალულია. ანა ნაცვლიშვილი - ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა - დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, რომ იუსტიციის საბჭოში შეეყვანათ ადამიანები „კლანის" მფარველობისთვის. რომან გოცირიძე - ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს - ჩვენ გამოვედით დარბაზიდან და ვთქვით, დაე, დარჩნენ და გამომჟღავნდნენ ისინი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმას აძლევენ. ჰერმან საბო - იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა - ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი, ახლა გასარკვევია, ვინ იყო. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მხრიდან, რაც დარბაზში ვიხილეთ, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი - გამოჩნდა თუ როგორ ხდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ჩაშლა. ანა ბუჩუკური - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქვეყნის ევროპული მომავლით ივაჭრა - წარმოუდგენელია, რაც სხდომათა დარბაზში ხდებოდა, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის. ალეკო ელისაშვილი - დიდი „ბასტი-ბუბუ“ ხდება პარლამენტში - მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ. ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა. იაგო ხვიჩია - ვინც დარბაზიდან გამოვიდა, მათ შორის არის ის ხუთი კაცი, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. თინა ბოკუჩავა - თუ რომელიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად მისცა ხმა იმას, რომ კიდევ უფრო განმტკიცდეს „კლანური“ მმართველობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, აღნიშნულთან დაკავშირებით ღია განცხადება გაკეთდეს. ნიკა მელია - არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დაარღვია, აღარ აქვს მორალური უფლება ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას და პარლამენტში ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თანაფრაქციელებთან, რომელთაც, არსებული ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მისცეს ხმა, თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ბაჩუკი ქარდავა - იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ხმა მივეცი, „ქართული ოცნების“ კანდიდატები არ არიან - ხელისუფლებასთან გარიგება კი არა, საუბარიც არ მქონია არც ადრე, არც დღეს. ანა წითლიძე - ფრაქციაში იმ ადამიანების ადგილს ვერ ვხედავ, რომელთაც იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მისცეს ხმა - ფაქტობრივად ხელისუფლებას „კლანის“ წევრები ავარჩევინეთ და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. თინა ბოკუჩავა - ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება იყო ერთადერთი, რაც შეეძლოთ, მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს „კლანის“ განმტკიცებას - არ დავუშვებთ, რომ „კლანის“ გაძლიერება გაგრძელდეს ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტოვებენ. ნიკა მაჭუტაძე - ვაღიარებ, რომ ჩემი პირადი პოლიტიკური შეცდომაა - შეცდომა მოხდა იმიტომ, რომ მოლაპარაკებებში ჩართული და ინფორმირებული არ ვიყავით. ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებულ კენჭისყრამდე ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომელი 4 კანდიდატისთვის იქნებოდა შესაძლებელი მხარდაჭერის გამოცხადება.

      სამართლის ბლოკი - მიხეილ დაუშვილი - ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება" უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკოს. დავით უსუფაშვილი - ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა დღეს აპირებს ჩაატაროს კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად ან ჩასაგდებად - მათ უარი თქვეს ჩვენ შეთავაზებულ გონივრულ მოდელზე. ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - თქვენი თვითმიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი, ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - სწორედ ესაა მიზეზი, რატომ არ უჭერთ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესისას ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. არასამთავრობო ორგანიზაციები - დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას - სამწუხაროა, რომ მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც აუბა მხარი. პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.

      ევროპატენტი - საქართველოში ევროპული პატენტების აღიარება მოხდება.

      ენჯეო - არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებს.

      სტატისტიკა - „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. 2023 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4%-ით, ღორის რაოდენობა კი, 6.3%-ით არის შემცირებული.

საზღვარგარეთულები:

      ომი - გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერი - რუსული აქტივები შესაძლოა უკრაინაში ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად იქნას გამოყენებული.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 39

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters