მართალია ჯერ არაფერი აფრენილა და დაფრენილა, მაგრამ დღიდან გამოცხადებიას, დღის მთავარი ამბავი სწორედ რუსეთის მიერ აღდგენილი ფრენებია და ამის გარშემო შფოთი და დავიდარაბა. დღის მთავარი თემაც სწორედ ამ საკითხის გარშემო „პატრიოტულ“ სულისკვეთებებში იყო. კანტიკუნტად ისმოდა ისუტიციის და სასამართლოს ამბები, ქოლ-ცენტრების პრობლემები, სააკაშვილი და გვარამია. ხვალინდელი დღის მთავარი ამბების ანონსსაც კი ამოიკითხავდით. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5395 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16 მაისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      სასამართლო და მართალი მსჯავრი - ალუდა ღუდუშაური - მათ, ვისაც არ აქვთ არც შესაბამისი კომპეტენცია, არც ხედვა, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება, სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ საცირკო წარმოდგენები გამართონ. პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ხატია დეკანოიძე - სასამართლოსთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილებები არ უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის ორი მთავარი რეკომენდაციის შესრულებას. ნაზი ჯანეზაშვილი - „ქართული ოცნების“ წარმოდგენილი ცვლილებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას არ გულისხმობს - საჭიროა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გავითვალისწინოთ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად. მარკ კლეიტონი - გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, მათ შორის მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი სასამართლოსი.

      იუსტიცია და 24 საათიანი ულტიმატუმი - ანა ნაცვლიშვილი - იუსტიციის საბჭოში 2 წელია პროცესი ხელოვნურადაა გაჭიანურებული, ახლა ამბობენ, 24 საათში წარმოადგინეთ კანდიდატებიო - მზად ვართ, ამ საკითხზე პროცესისთვის და არა ულტიმატუმებით საუბრისთვის. თამარ კორძაია - 24 საათის მოცემა ცოტა ღიმილისმომგვრელია - „ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით საქმიან კონსულტაციებს ვთავაზობთ. თეონა აქუბარდია - ულტიმატუმი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წამოაყენა, მიზნად ისახავს იმას, რომ ბრალი ოპოზიციაზე გადაიტანოს.

      ფორმირებული ცესკო - გია ვოლსკი ცესკო-ს ფორმირების წესში ცვლილებებზე - პრეზიდენტი არ არის პროცესებიდან ჩამოცილებული, შეიძლება ვისაუბროთ ფუნქციების შეზღუდვაზე.

      ქოლ-ცენტრის საქმე - პაატა მანჯგალაძე - დღეს, სხდომათა დარბაზში დეტალურად აგიხსნით, როგორ მოიფიქრა სუს-მა ოპერატიული ლეგენდა და პარლამენტის რომელი წევრები დგანან ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან. გია ვოლსკი - თუ „სტრატეგია აღმაშენებელს“ რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს - ოფისები, რომლებიც „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე დაიხურა, პერსონალურად მათ გვარებთანაა დაკავშირებული და ვფიქრობ, მათი ამოცანა ამ პროცესიდან გამიჯვნაა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული. ისკო დასენი - არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს არანაირი ურთიერთობა არასდროს გვქონია „ქოლცენტრებთან“, ვაშაძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. რადიკალური ოპოზიცია ერთი პრინციპით მოქმედებს - დააბრალოს სხვას ის, რასაც თავად სჩადიან, რათა საკუთარი დანაშაული მიჩქმალონ - ვაშაძე იმდენად არის პანიკაში, რომ სიყალბის შელამაზებაც კი არ სცადა.

      ფრენები რუსეთში და რუსული ორბიტა - ალუდა ღუდუშაური - ელენე ხოშტარია ალბათ პირველი იქნება ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ „ქეშად“ აიღებს რუსეთიდან რუბლებს. პიტერ სტანო - საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი - ვწუხვართ რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილების გამო - საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს. ოლეგ ნიკოლენკო - მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის - კრემლი კი შედეგით აღფრთოვანებულია. მიხეილ დაუშვილი - მიუღებელია, რომ ფრენის უფლება მისცეს კომპანიას, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს სახელმწიფოებად აღიარებდა - დავიწყეთ პროცედურები, რომელიც „ესენგეს“ წევრობას წააგავს. გურამ მაჭარაშვილი - ფრენებთან დაკავშირებით პასუხს გავცემ სააკაშვილის სიტყვებით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უთხრა, „აუცილებელია ჩამოხვიდეთ, დატკბეთ ჩვენი ბუნებით, მინერალური წყლებით, ჩვენი სტუმართმოყვარეობითო“. ელენე ხოშტარია - რუსული თვითმფრინავი ჩვენთან კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება - 19 მაისს კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად - რუსეთს და მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ მათ საქართველოში ტაშით არ ხვდებიან. გიორგი კობერიძე - რუსეთთან ფრენების აღდგენასთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიიდან ადამიანების გატაცება, წამება ხდება - რუსეთთან ურთიერთობების დათბობა საქართველოს მსხვერპლის პოზიციაში აყენებს. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია - ტურისტული პაკეტები საქართველოში, პირდაპირი რეისებით, შესაძლოა უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს. ხატია დეკანოიძე - გასაგებია ხელისუფლების პოზიცია, რომელიც რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმა განსაკუთრებით იმ დროს, როცა კანდიდატის სტატუსია მისაღები - ეს არის საქართველოს მოქალაქეების ნების უგულებელყოფა. ხათუნა სამნიძე - იმის ნაცვლად, რომ ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებამ გააკეთოს მკაცრი, მკაფიო განცხადებები და მხარში დაუდგეს საკუთარ მოსახლეობას, რუსეთის პროპაგანდისტებისგან ტაშის დაკვრას მიესალმება. ირაკლი კობახიძე - ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში, ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუბლებს - ვინც ცდილობს აჟიოტაჟი შექმნას, სპეკულანტები არიან. ანა ნაცვლიშვილი - თავსებადი არ არის თან ევროპა გინდოდეს, თან დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე - თავსებადი არ არის, თან პოზიტიური საარჩევნო ცვლილებები ხორციელდებოდეს და თან იწყებდეთ მზადებას 2024 წლის არჩევნების ჯიბეში ჩასადებად. პაატა მანჯგალაძე - გვექნება პირდაპირი ფრენა რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაიკეტება ჩვენთვის პირდაპირი ფრენა ევროპასა და აშშ-ში. თეონა აქუბარდია - რუსეთთან ფრენების აღდგენის ჰუმანიტარულ აქტად შეფასება ცინიზმია. დიმიტრი ხუნდაძე - ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემ ქვეყანას ვნებს - მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ქართველი და ყველგან, სადაც საჭირო იქნება, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თაკო ჩარკვიანი - ეს ხომ მეზობელი არაა, ეს ხომ ოკუპანტია?! - სახელმწიფოებრიობის საპირწონედ, ფრენები არ უნდა აღდგეს! Georgian Airways 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს. "ჯორჯიან ეარვეისი“ - შორს ბინძური ხელები „ჯორჯიან ეარვეისისგან“ - მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები, არც კი გაიფიქროთ პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს. რუსეთის დუმის დეპუტატი ითხოვს, ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ქვეყნების სიიდან ამოღების გამო, „აზიმუტს“ ლიცენზია შეუჩერდეს. ალეკო ელისაშვილი - ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს იტყოდა ფრენებზე, იტყოდა: „მადლობა, მაგრამ დაგვიანებულია“ - კეთროვან სახელმწიფოსთან არ შეიძლება ვალსების და ტანგოების ცეკვა.

      ფრენების პარალელურად - სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

      საჩვიდმეტმაისო დღეობა - ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დოქსოლოგიას აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე, რის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

      მიშას ქომაგობა - ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ამ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ! რატი იონათამიშვილი - ის ადამიანები, ვინც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და ევროინტეგრაციას შორის სვამდა ტოლობის ნიშანს, ამ ცრუ დილემის დაყენებით პირდაპირ მტრობდა საქართველოს ევროპულ არჩევანს, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას. თინა ბოკუჩავა - მუდმივად იდგმება ნაბიჯები, რომ საზღვარგარეთ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს - მდინარაძის განცხადება ბინძური სპეკულაციაა და ამ მეთოდს მუდმივად იყენებს „რუსული ოცნება“. მიხეილ სააკაშვილი - „ვივამედის“ ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია - არაუშავს, ეს სიცრუის მანქანაც ჩამოიშლება, შევეცდები იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო.

      ქალაქურობა - კახა კალაძე - 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის წინადადების წარსადგენად მიცემული ვადა საკმარისია. თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა.

     

      კვლევის მიხედვით, 57 ქვეყნიდან 51-ში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს.

      შეხვედრები აზერბაიჯანში - სავალან მირზოევი - აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ არასდროს ყოფილა ქვეყნებს შორის ურთიერთობა ასე მაღალ დონეზე, ორივე მხარე მაქსიმალურად მუშაობს, რომ უფრო გაძლიერდეს აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობები. ზაურ დარგალი - შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან და ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები, ქმნის ყველა პირობას, ჩვენი რეგიონი გახდეს აზიის და ევროპის დამაკავშირებელი.

საზღვარგარეთულები:

      ომის მთავარი ხაზი - უკრაინელებმა რუსების მიერ ნასროლი 3 ტიპის 18 რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინული მედია - უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს. ემანუელ მაკრონი - უკრაინას მივაწვდით რაკეტებს, რომლის მოქმედების რადიუსი მას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს.

      დიმიტრი მედვედევი - ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 62

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters