დღეს სეზონისთვის შეუფერებლად ჩამოთბა. შუადღე იყო როცა გამეღვიძა და ჩიტების ჭიკჭიკიც კი მოვისმინე ჩემს ფანჯრებთან, ოღონდ ეს ისეთი ჭიკჭიკი არ იყო მთელი ზამთრი რომ ვუსმენდი კარალიოკის ხეზე მათთვის დატოვებული კარალიოკით პირჩამტკბარუნებულებს. არა, დღეს გაზაფხულის სიხარულის ჭიკჭიკს ჰგავდა მათი ხმიანობა. დღეც გაზაფხულივით მზიანი და თბილი გამოდგა, მხოლოდ იასამანი მოვინაკლისე და მისი სურნელი. ეს ამბავი აქ სრულდება.

      სვეტიცხოველში ვინც ყოფილა, ყველას ემახსოვრება სვეტიცხოვლის ჭა. ეს არის ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარში არსებული ჭა, რომელიც გადოცემის მიხედვით ჯერ კიდევ მირიანისა და ნანა დროიდან, ედემის ბაღად წოდებულ სამეფო ეზოში ყოფილა. შემდეგ როდესაც ტაძარი ააშენეს, ჭა შიგნით მოექცა და აგერ უკვე საუკუნეებია აკვირვებს მნახველს. იყო დრო, როდესაც გაკვირვებასთან ერთად არწყულებდა კიდეც, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ახლა ამაზე სასაუბროდ არ მომიცდენიხარ მკითხველო.

      საქმე ის გახლავთ, რომ მგალობლები ტრადიციულად სწორედ ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში შევდივართ ხოლმე სტიქრით შემოსვისთვს. ამავე ტაძარში, ლოცვის დამთავრების შემდეგ სტიქარს ვიხდით და ისე ვბრუნდებით შინ.

Qwelly, blog, ბლოგი, დღიური, ორი ლეპტა, სარწმუნოება, სვეტიცხოველი, ქველი, ქრისტიანობა, შესაწირავი, შეწირვა

      სწორედ, წამოსვლისას შევედი ტაძარში და ჩემს წინ ის ისტორია გაცოცხლდა, სახარების მკითხველებს კარგად რომ ახსოვთ - ქვრივი ქალის შეწირული ორი ლეპტა. არ ვიცი ამ ყვავილების დამდებს რამდენი ჰქონდა და სრულად გაიღო თუ არა, მაგრამ ერთი კი ვიცი - მან, საჩუქარი მონასტრისთვის სწორედ წარმოიდგინა და ზუსტად ის შეწირა, რაც ზაფხულის ამ მშვენიერ დღეს შეეფერებოდა.

შენნი, შენთაგან, შენდა შემწირველნი

ნახვა: 604

ტეგები: Qwelly, ბლოგი, სარწმუნოება, სვეტიცხოველი, ქველი, ქრისტიანობა, შესაწირი

khatuna zitanishvili: თებერვალი 6, 2016||9:01pm

გავთბი ლაშიკო)))

ლაშა: თებერვალი 6, 2016||9:50pm

კი, დღეს მართლა ძალიან თბილოდა, 20-22 გრადუსი იყო მზეზე. )) 

khatuna zitanishvili: თებერვალი 6, 2016||10:13pm

20-25 გრადუსი არ მყოფნის))) სხვა სითბოზე ვამბობ მე))))

ლაშა: თებერვალი 7, 2016||12:29pm
ჰო, ნაადრევად მომივიდა მადლიერება.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Get the ARC Raiders Items You Need at U4GM Online Store

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 23, 2026.
საათი: 5:44am 0 კომენტარი

In ARC Raiders, having the right equipment can make a big difference when exploring dangerous areas and facing hostile enemies. Weapons, armor, crafting resources, and other useful items all play a role in preparing for each expedition. However,…

გაგრძელება

Is Doctor Doom the Ultimate Cosplay Choice for Avengers: Doomsday? Here's Why!

გამოაქვეყნა Mystoria_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

With Avengers: Doomsday approaching its December 18, 2026 theatrical release, excitement is growing among movie fans and the cosplay community. One character attracting particular attention is Doctor Doom.…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters