დღე ძალზედ უინტერესო და უსიამოვნოდ ჩაივლიდა ნიუსლენტებისთვის, რომ არა მონდომებული რაგბისტების გამარჯვება ფიჯის ნაკრების წინააღდეგ. დღის ეს ბოლო სასიხარულო ამბავი, სულ რამდენიმე წუთს ითვლის. იქამდე კი მთელი დღე ვისამე უფლებების თუ თავისუფლების თუ ახირებული სურვილების შევიწროებაზე საუბრობდნენ, ასევე ვერ გადაწყვიტეს მიდის თუ რჩება ჯანდამცველი მინისტრი, იყო საგანმანათლებლო ახალი ამბებიც.
წარმატებული რაგბი - საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯი 12:8 დაამარცხა.
პიარი და პიარის პიარი - ზუგდიდის ბულვარში გააკრეს პლაკატები: „არა ლგბტ პროპაგანდას საქართველოში“. შსს-მ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. თამარ ხულორდავა ლევან ვასაძის განცხადებაზე - მოწოდება, რაც გუშინ ისმოდა, ცალსახად არის ძალადობისკენ მოწოდება. ნინო ლომჯარია შსს-ს მოუწოდებს, სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე გამოძიება დაიწყოს. ნათია მეზვრიშვილი - არ ვიცი, რაინდი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, მკაცრი რეაგირება იქნება. დიმიტრი ცქიტიშვილი - საკმაოდ საშიში განცხადებებია, მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. თინა ხიდაშელის განცხადებით, ლევან ვასაძესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიების დაწყება „მინიმუმ ორი წლით დააგვიანა“. თინა ხიდაშელი ლევან ვასაძის განცხადებებზე - ეს აღარ არის თეორიული მუქარა, ეს განხორციელებული მუქარაა, რომლის უკან მილიონერი დგას. ბექა ნაცვლიშვილი - როდესაც საზოგადოებრივ ჯგუფებს მართლწესრიგის დამყარების პრეტენზია აქვთ, ეს არის მთავრობის სრული დელეგიტიმაცია. ლევან კობერიძე - ლევან ვასაძე ისეთ თანამდებობაზე, ისეთ კომპანიაში მუშაობდა, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, მას არ ჰქონდეს პირდაპირი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან. ემზარ კვიციანი - ლევან ვასაძემ ქართველებს იმედი გაგვიჩინა, თუმცა ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია - მე ჩავეწერე სიაში. რომან გოცირიძე ლევან ვასაძის განცხადებებზე - კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და აუხსნას საზოგადოებას, რატომ აფარებს ხელს ყოველ მსგავს აგრესიულ გამოვლინებას. მამუკა ბახტაძე - ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, ის პასუხს აგებს კანონის წინაშე. მაია ცქიტიშვილის შეფასებით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც სახელმწიფოს როლის რაიმე სახით შეთავსებას ეხება, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სახალხო დამცველი - თუ ვერის ბაღში გამართული აქციის მოწოდებები პრაქტიკაში რეალიზდება, საფრთხე შეექმნება როგორც ადამიანთა უფლებებს, ასევე, სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს. დავით ზალკალიანი ლევან ვასაძის ორგანიზებულ შეკრებაზე გაკეთებულ განცხადებებზე - ეს არ არის თანხვედრაში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. სალომე სამადაშვილი - როდესაც სახელმწიფო ვერ იცავს მოქალაქის თვითგამოხატვის უფლებას, ეს საფრთხეს უქმნის ყველას. გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს შსს-ს თანამშრომლებმა გამოკითხვაზე დაბარების უწყებები ვერის ბაღში მიუტანეს. ნინო ლომჯარია „პრაიდთან“ დაკავშირებით შსს-ში გამართულ შეხვედრაზე - შსს-ს პირდაპირი პოზიცია იყო, რომ საჯარო სივრცეში შეკრების უზრუნველყოფა არ იყო მიზანშეწონილი. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. ნინო ლომჯარია - ფაქტია, რომ ლგბტ თემს ამ ქვეყანაში არ აქვს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა. საპატრიარქო - ნათელია, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად. ლგბტ ჯგუფების აქტივობების ორგანიზატორები და ხელშემწყობნი იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომლებიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან. არაერთ ძალას სურს ლგბტ მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის, ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც. ირაკლი კობახიძე - აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით. ლევან ვასაძე - პატრულირებას ვაუქმებთ, ჩვენი შს სამინისტროს პატივისცემითა და მადლიერებით. ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დიღმის სამმართველოში 8 პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. გია ხუხაშვილი პრაიდის თემაზე - ეს არის „შეკეთებული“ თემა, რომელიც გავლენის აგენტების ნამუშევარია.
ორჭოფობა ან ჭორაობა გადადგომაზე - დიმიტრი ცქიტიშვილი დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე - ვერ დაგიდასტურებთ, არ მაქვს ინფორმაცია. ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების" პირობებში, მინისტრების ცვლილება ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს ვერაფერს უშველის. მირიან წიკლაური - დავით სერგეენკოს საქმიანობა ნამდვილად იყო მოღვაწეობა - ასეთი წარმატებული მინისტრის თანამდებობიდან ჩამოცილება, საქმეს არ წაადგება. ბექა ნაცვლიშვილი - დავით სერგეენკო „კლანურ“ დაპირისპირებაში დამარცხდა. რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა სიყვარულის რესურსი ამოწურა და დავით სერგეენკო მიდის. ლევან კობერიძე სერგეენკოს მიერ პოსტის შესაძლო დატოვებაზე - რასაც ვუყურებ, ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარაა გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები. მაია ცქიტიშვილი - დავით სერგეენკო არის ჩვენი გუნდის წევრი. მაია ცქიტიშვილის შეფასებით, სამთავრობო და პრემიერის ცვლილებაზე მუდმივი ჭორების გავრცელება ქვეყნის კეთილდღეობას არ ემსახურება. გია ვოლსკი დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე - ვერ ვიტყვი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პრემიერი - რატომ ფიქრობთ, რომ სერგეენკოს შეხედულებები დაუძველდა? ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა.
ლარიანი საქართველო - 5 წელში, სახელმწიფომ 1 ლარად 95 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა. მიწა, რომელიც „ბიგ სერვისმა“ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისთვის 1 ლარად იყიდა, 68 მილიონ ლარზე მეტი ღირს.
წადით სახლში, მასწავლებლებო! - სამსახურიდან წასვლის მსურველი საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა.
ანაკლიის მისასვლელები - ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება მიმდინარეობს.
დუმელები საქართველოში - გიორგი კანდელაკი - დუმის დეპუტატების საქართველოში შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს ქვეყნის სუვერენიტეტს. „ნაცმოძრაობა" მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს და მოითხოვს, დუმის დეპუტატი გავრილოვი საქართველოში არ შემოუშვან. ზაქარია ქუცნაშვილი - არ ვაპირებთ მართლმადიდებლურ სამყაროს გავემიჯნოთ იმიტომ, რომ ეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას".
განათლება ბლოკჩეინებზე - მიხეილ ბატიაშვილი - საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს, განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. მამუკა ბახტაძე - მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილს გამოთქვამენ, სახელმწიფო დააფინანსებს. მიხეილ ჩხენკელი - განათლების რეფორმის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩვენი ამერიკელი კოლეგების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.
პენსია ფონდებში - მამუკა ბახტაძე - საპენსიო ფონდებს ალტერნატივა არ აქვს.
უცნაური შესაძლებლობები - ყანდაურაში მოკლულების ოჯახის წევრი - ვინმეს უკვირს, თუ იარაღზე ომარ გამყრელიძეს დნმ არ აღმოჩნდა? - მოხუცი ნივთებსაც ვერ იჭერდა და 5 ადამიანს დამიზნებით ესროლა?
საზღვარგარეთულები:
ნარჩენები ოკეანეში - „დიდი ოცეულის“ სამიტზე მსოფლიო ოკეანეში პოლიეთილენის ნარჩენების შემცირების პირველ საერთაშორისო შეთანხმებას მიაღწიეს.
გარდაცვალება სასამართლოში - ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სასამართლოს სხდომაზე გარდაიცვალა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია