ღრუბელი და წვიმა არ გვაკლია და სიგრილეც ასე თუ ისე იგრძნობა ჩვენს ფანჯრებში, ამიტომ დღის ამბებს გამორჩეული მრავალფეროვნება არ ახასიათებს. ბოლო დღეებია ასე ერთფეროვნად ვითარდება ყველაფერი და შიგა და შიგ ახალ ახალი თემა წამოყოფს თავს და ისევ მიინავლება. დღევანდელ ამბებში ძველის-ძველი ჩანაწერები ამოტივტივდა და ეკა ბესელია წარმოჩინდა, ამას მოჰყვა უფრო მნიშვნელოვანი ამბავი - კარასინმა რა თქვა?! დღის აყალმაყალი კი თემის ამბები იყო.
გვარები ბესელიას ჩანაწერებიდან - ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში იპოვა რამდენიმე ხმაურიანი გვარი, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას განცხადებაზე - ჭორაობაში ვერავის ავყვები, ამ ადამიანმა უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან და გვარები თვითონვე დაასახელოს. ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების საქმეზე - ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც ჩაიფარცხება ან თვალს დავხუჭავ. გია ვოლსკი - თუ ეკა ბესელიას გააჩნია ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს და შემდეგ მოითხოვოს რეაგირება. რომან გოცირიძე - გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა ფარული ჩანაწერების საქმე იქნება გამოძიებული, ეკა ბესელიას ეჭვები დადასტურდეს. ნინო ლომჯარია - მივმართავ ეკა ბესელიას, ჩვენ მზად ვართ დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.
კარასინი, აბაშიძე და საქართველო - გრიგორი კარასინი მაიკ პომპეოს განცხადებაზე - საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს. გრიგორი კარასინი - მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული მიღება, ჩვენი აზრით, ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე. ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის განცხადებაზე - მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო მილიონიანი არმიით და ბირთვული იარაღით, მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს. სოფო კილაძე კარასინის განცხადებაზე - დასავლური საგარეო კურსი ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ნინო გოგუაძე - კარასინის განცხადებები ვერც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოახდენს გავლენას და ვერც საქართველო-ნატოს ურთიერთობის დინამიკაზე. გიორგი ტუღუში - აბაშიძე-კარასინის ფორმატი იმისთვის გამოიყენება, რომ კარასინის შფოთვა ვისმინოთ. გიგა ბოკერია - რის წინააღმდეგაც არის გრიგორი კარასინი, ის საქართველოსთვის კარგია. ირაკლი სესიაშვილი - ნუ შეეცდებიან ჩვენი ოპონენტები აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების დაკნინებას.
არაკვალიფიციური მუშები - საქართველოს ელჩი - საბერძნეთში საქართველოდან, ძირითადად, არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი. იოსებ ნანობაშვილი - ზოგჯერ, ბერძნული პრესა ქართველების კრიმინალურ შემთხვევებზე ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს.
უხევისბერო თემი, საფიხვნო და მისთანანი - ნინო ბოლქვაძე - საქართველოში ერთადერთი სოციალური ჯგუფი, რომელსაც გამოხატვისა და საჯაროდ შეკრების თავისუფლება ეზღუდება, ეს არის ლგბტ თემი. საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით საელჩოებს და ომბუდსმენს მიმართავს და სთხოვს, არ წაახალისონ ქვეყანაში მსგავი აქტივობები. ტრანსგენდერთა თემის წარმომადგენელი - ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით „თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს. სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებთან მივიდა და განაცხადა, რომ საქართველოში „გეი პრაიდი“ არ ჩატარდება. ლევან ვასაძე - ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ არ დავუშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენს ქვეყანაში. კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტთა აქცია უნდა გამართულიყო, პოლიციამ კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი ჩადგა. შსს - მთავრობის კანცელარიასთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული. მთავრობის კანცელარიასთან პოლიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაც იყო. ლევან ვასაძე - ჩვენს შიდა საქმეებში რამდენი ელჩიც არ უნდა ერეოდეს, რამდენი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე, სიბილწის პროპაგანდისტებს არ ვაზეიმებთ. ლევან ვასაძე ხვალისთვის შეხვედრის დაანონსებას გეგმავს და აცხადებს, რომ„ დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ“. მთავრობის კანცელარიასთან ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია. „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გახარიას, სალომე ზურაბიშვილს, მამუკა ბახტაძეს და თამარ ჩუგოშვილს მიმართავს. ლევან ვასაძე - ვეძახი გიორგი გახარიას, რომ მიხვედი შე კაი კაცო და ბოდიში ნარკომანებს უხადე, აგერ ვდგავართ ჩვენ - მოდი და მოგვიხადე გენაცვალე ბოდიში! ლევან ვასაძე ლგბტ აქტივისტებზე - აქციის გამართვის უფლებას არ მივცემთ, მთელი მსოფლიოს ელჩები თბილისში რომ ჩამოვიდნენ და ეჭიჭყინონ ამ მთავრობას. გურამ ფალავანდიშვილი ლგბტ აქციაზე - არ არის გამორიცხული, ჩვენ თვითონ დავშალოთ ეს აქცია, თუ პოლიცია მათ ასეთ კორდონს შეუქმნის და კიბეებზე დატოვებს პროვოკატორებს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კანცელარიასთან არსებულ ვითარებაზე - მთელი პასუხიმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები. მთავრობის კანცელარიასთან შედარებით სიმშვიდეა, თუმცა ლგბტ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები - კანცელარიასთან ვიქნებით მანამდე, სანამ არ მოვისმენთ მთავრობის წამომდგენელებისგან, რომ ემიჯნებიან ამ ძალადობას და აღიარებენ ჩვენს უფლებებს. პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციიდან თავისუფლების მეტროს მიმართულებით კორიდორი გაუკეთა. ლევან ვასაძე - ხომ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ შუა გაკრეფილიყო - აი, გაიკრიფა შუა, აქეთ ვდგავართ ქართველი ხალხი, იქით დგანან ფულით დაფინანსებული უნამუსო, გარყვნილი ადამიანები.
მუზეუმის სტუმრობა - საქსტატის ინფორმაციით, მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა.
უპენსიო დეპუტატები - სერგო რატიანმა და ირმა ნადირაშვილმა საპენსიო ფონდი დატოვეს.
საზღვარგარეთულები:
ქართველები უკრაინის პარლამენტში - უკრაინის რადას არჩევნებისთვის „ახალი ძალების მოძრაობის“ სიას მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში, მეორე ნომერი კი დავით საყვარელიძეა.
უთანასწორობა შვეიცარიაში - შვეიცარიაში ქალები თანასწორობის მოთხოვნით აქციებისთვის ემზადებიან.
აუღიარებელი მკვლელობები - ახალ ზელანდიაში 51 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია