პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.
კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევის წყარო დაავადებულ პირთან კონტაქტს უკავშირდება.
ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან. შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა. გიორგი შაქარაშვილის ბიძა - ვიცოდი, რომ შედეგი სახეზე იქნებოდა, ყველაფერი მიდის სათანადო კალაპოტში და ასე იქნება ბოლომდე, დაველოდოთ ექსპერტიზას. საქმეზე დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი, სავარაუდოდ, ჯგუფურ ძალადობაში ედება - ამ უბედურების დროს ის არ ყოფილა მაგისტრალზე. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - ჯერ თენგო ბარბაქაძის მიმართ განხორციელდა ძალადობა, შემდგომ ხიდის ეპიზოდში, როცა დაინახა მოძალადეები, გააჩერეს მანქანა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოისტიც არის. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მასზე გამოკითხვისას ზეწოლა განხორციელდა. ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. შს მინისტრის მოადგილე - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს. შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მამა - ჩემს შვილს პოლიციელმა უთხრა, შეიძლება ვერ გატკინო, მაგრამ სულს გაგიმწარებო. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი,ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო.
პრემიერის ანგარიში - პრემიერი - დღეს ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთ თვეში, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება. ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია გრძელდება და ღრმავდება, ეს მიმართულება ფუნდამენტში განსაზღვრავს ქვეყნის ხვალინდელ დღეს. გიგა ბოკერია - ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა - არა. გიორგი გახარია - რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა მიმართულებით. არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი უკვე ამუშავებულია. სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო საზღვრებს გარეთ დარჩენილ მოქალაქეებს ვერავითარ დახმარებას ვერ სთავაზობს. პრემიერი - ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვთ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა მუდმივი გამოწვევაა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით. პრემიერი - დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ხოლო ორშაბათს კენჭისყრის შემდეგ იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა. საგამოძიებო და საპროკურორო კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში საკანონმდებლო ჩარჩო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, თითქმის უკვე მომზადებულია. ოთარ კახიძე გიორგი გახარიას - ანგარიშის პრეზენტაციისას, არც ერთხელ არ გიხსენებიათ 20 ივნისი და დაგავიწყდათ ეს დღე? ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ? გიორგი გახარია - ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე სტრატეგია იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული. ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობას ბენეფიციარები თბილისში ჩამოუსვლელად, რეგიონულ ცენტრებში შეძლებენ. ეკა ბესელია - სამწუხაროდ, დღეს ინსტიტუტებს დამოუკიდებლობა არ აქვთ და გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ირაკლი სესიაშვილი ოთარ კახიძეს - მესმის, რომ თქვენ ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით - ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს საგმირონიას. გიორგი გახარია - ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სჭირდება სწორი მართვა. რომან გოცირიძე პრემიერს - თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი, სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ. გიორგი გახარია - ჩვენი მიზანი იყო, პანდემიის პირობებში, იმ შესაძლებლობებით, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად დავხმარებოდით ბიზნესს. რომან გოცირიძე - ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი გვყავს და ვიდრე არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას - ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს? ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია? გიორგი გახარია - ქვეყანაში აზიური ფაროსანას პრობლემა დაძლეულია - მასთან ბრძოლაში საქართველოს პრაქტიკა FAO-მ ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა. ხათუნა გოგორიშვილი პრემიერს - ბატონო გიორგი, ან ახალი მესიჯ ბოქსი აქვთ დარიგებული ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, ან თავდაცვის მინისტრი გჯობნით. სალომე სამადაშვილის განცხადებით, 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, თუ გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდება. ელენე ხოშტარია პრემიერს - სუს-ი ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს, ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია. გიგა ბოკერია პრემიერს - ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის, რითი აიხსნება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით? რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ? გიორგი გახარია - მთავრობა მუშაობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური. გიორგი გახარია - 2019 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5.1% - პროგნოზზე უფრო მეტი, ამ თვალსაზრისით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი. ეკა ბესელია გიორგი გახარიას - პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება ვინ დაგეგმა და რა მიზანი ჰქონდა? თქვენ დამპირდით ამ კითხვაზე პასუხს და მე ის არ მიმიღია. გიორგი გახარია - 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში. მიმდინარეობს 140 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე ჯამში 70 კმ გაიხსნება. 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ან აშენდა 400-მდე სოფლის ამბულატორია, ასევე, აშენდა 41 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი. რეფორმების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუახლოვოთ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება იმ ევროპულ სტანდარტებს, რომლისკენაც მივდივართ. C ჰეპატიტის სრული პროგრამა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომ უკვე ზედამხედველობა სრულად უფასოა ჩვენი მოქალაქეებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლების სისტემა დავაკავშიროთ ეკონომიკის და ბიზნესის მოთხოვნებთან. 2020 წლის ბოლოსთვის, 24-საათიანი წყალმომარაგებით საქართველოს 300 000 მოქალაქე ისარგებლებს. მამუკა მდინარაძე - ელენე ხოშტარიამ თქვა, გადაეცით სუს-ს და ივანიშვილსო, რომ ფეხებზე გვკიდიაო, რა ვიცი იქით იქნებ გეკითხათ, რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ?! გიორგი გახარია - არავის აქვს იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. პრემიერი - ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა განათლების სისტემური რეფორმა. პრემიერის განცხადებით, სერვისების მოსახლეობამდე მიტანა და ე.წ ფრონტ ოფისების ადგილებზე გადატანა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. STOPCOV ფონდის თანხას მეორე ტალღისთვის ვინახავთ - ამ ფულს თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ. გახარია ოპოზიციას - მე მაკო გომურის სახელს დღეში 100-ჯერ, თქვენ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ, ესაა მორალური სხვაობა თქვენ და ჩემს შორის, დაიმახსოვრეთ კარგად. სამართალდამცავმა სისტემამ სრულად უნდა უზრუნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება, სრულად, ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე. გიგა ბოკერია პრემიერს - მინდა გითხრათ, რომ მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის. ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერს - სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრის მერე ჩამოხვედით ქვეყანაში და კარიერის მაძიებელთა რიგში ჩადექით. გიორგი გახარია - 20 ივნისს ამ შენობაში სალომე სამადაშვილი მემუქრებოდა: „გაიქეცი, თორემ ის ხალხი შემოვარდება და გაგაგდებენო“ - რას მერჩოდა? მე, შს მინისტრი, იმიტომ მოვედი, რომ დეპუტატები დამეცავით. 20 ივნისი რად მიღირდა, იცით? ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრითა და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს.
ამერიკასთან მეგობრება - ჰუბერტ ქნირში - რურუა შეთანხმებაში არაა მოხსენიებული, ეს ძალიან ნათელია, ყველას შეუძლია წაიკითხოს. დავით ზალკალიანი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება, სენატორი რიში საქართველოს მეგობარია და შესწორებებიც გულდასმით და ზუსტად უნდა წაიკითხოთ. აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით, საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს.
გაეროს წესები - ვახუშტი მენაბდე - არსებობს კონკრეტული ვადები, როდესაც სახელმწიფომ გაეროს რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.
ჟურნალისტები სუს_ში - ჟურნალისტი ნინო ჭელიძე აცხადებს, რომ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო სუს-ში დაიბარეს. ხატია დეკანოიძე - მაშინ, როდესაც რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის და გასაგები ხდება, რომ არჩევნებში ივანიშვილის ვერტიკალი მთლიანად ჩამოიშლება, სუს-ი შანტაჟით ცდილობს ადამიანებში შიშის დათესვას. გიგა ბოკერია - ხელისუფლებას ბრიყვული მცდელობა აქვს, რომ იმ მედია საშუალებების დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელსაც ვერ აკონტროლებს. გიგი უგულავას შეფასებით, კახა კალაძის სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა. ანა ნაცვლიშვილი - მმართველი პარტიის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა არის ცენზურა - ჰაერში კვლავ კაგებე-ს სუნი დატრიალდა.
საზღვარგარეთულები:
კოვიდი - სომხეთში 24 საათში კორონავირუსის 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 13 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კორონავირუსის 1 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 800 შემთხვევა გამოვლინდა და 176 ადამიანი გარდაიცვალა.
დონალდ ტრამპი - ჯონ ბოლტონი გიჟია, მას არასდროს გაუღიმია.
ინდოეთის საგარეო უწყება - ჩინეთმა ჰიმალაიში მდებარე საზღვრის გასწვრივ ჯარისკაცების დიდი რაოდენობა განათავსა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
მოკლედ, ცოტა უცნაური ამბავია. ან რასაც ყვებიან და რა ვიდეოც დადეს გუშინ, ისაა ცოტა ბუნდოვანი. ვიდეოთი დადასტურებული ამბავია, რომ ს.გ-მ, ი.წ-მ და ს.ჩ-მ სცემეს - ნ.ხ. და ვ.ჩ. ამის შემდეგ, მხოლოდ ვ.ჩ._ს იწყებს რევანშს, მხოლოდ მისი სახელო ფიგურირებს ანგარისსწორების 20 კაციან ამბავში (14 vs 6). არც ის 3 მოძალადე ჩანს სადმე და არც ნაცემი ნ.ხ. რა გამოდის - ნ.ხ.-ს არც კი უცდია შურისძიება?
შემდეგ - საინტერესოა, იცის რომ ნაცემი ნ.ხ, ძმაკაცების ჩამოსაყვანად თბილისში წასულ ასევე ნაცემ ვ.ჩ_ს და მის მეგობრებს (გ.ტ_ს და ნ.ც_ს) არ გაჰყოლია. არც მერე ჩანს სადმე.
გამოდის, რომ ვ.ჩ_ს და ნ.ხ_ს „გუნდში“ 6 კაცია (4 უკვე დავასახელე და წავლის მერე, ორი კაცი დატოვეს მცხეთაში სათვალთვალოდ).
გამოდის რომ სამმა კაცმა სცემა ექვსი? მერე ის 3 (ს.გ, ი.წ და ს.ჩ) სად წავიდა?
ახლა, საბედისწერო ჩხუბის ამბავი - ვიდეოში ჩანს, რომ 6 ბიჭი (მათ შორის გარდაცვლილი), გზატკეცილზე მიდიან თბილისისკენ (სახლში ბრუნდებიან). საგულისხმოა, რომ ამ ექვსიდან არცერთი არაა პირველი კონფლიქტის მონაწილე (ყოველშემთხვევაში კამერებში არ ჩანან და არც გამოძიება ახსენებს მათ).
ამ 6 კაცს რატომ უთვალთვალებდა ის ორი კაცი და შემდეგ ამათ რატომ გაუსწორდნენ შურისმაძიებლები?
უცნაური ამბავია!
ეგ მაშინ დაენგრათ, თბილისიდან ღამის პირველ საათზე ხალხის საცემად რომ მიდიოდნენ მცხეთაში და არა შესარიგებლად, დასამშვიდებლად ან რამე მსგავსი...
არ ვიცი, ეს შაქარაშვილის მეგობრები იმ მანქანიანმა ტიპებმა დააშინეს ასე თუ ოჯახის წევრებმა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გაგიჭირდებათ ასე ცხოვრება ბიძიკო. თუ მოკლეს და ის მკვლელები იმალებიან - ეს არაა გასაკვირი, კაცი მოკვლა არც ისე ადვილი საქმეა და ამის აღიარებაც არაა მარტივი, მაგრამ თქვენ რომ შიშის, ფულის (ან რავიცი კიდევ რა მიზეზით) გამო ტყუილს კადრულობთ, და თან კიდევ იმ საწყალი ბიჭის მეგობრებად სახელდებით, ეს ტყუილი უფრ დიდი ტრაგედიად იქცევა თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე თავად ეს საბედისწერო ღამე...
ჭკუის დარიგებასავით გამომივიდა, მაგრამ მასწავლიდნენ - შენმა შვილმა კაცი რომ მოკლას, სჯობს გამოსყიდვის, სინანულის შანსი მიეცეს (თუნდაც ციხეში) ვიდრე მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთად ზიდოსო. და ამათ რად ასწავლიან კი მაგრამ?!
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია