პატერიკების მნიშვნელობასა და ისტორიაზე, ამ ბლოგ პოსტის ფარგლებში საუბარი მართებულად არ მიმაჩნია, უბრალოდ მინდა თავად მოგითხროთ ერთი პატერიკი, რომელიც ამბიონიდან, აგერ უკვე მესამედ მოვისმინე და დაზეპირება თუ არა, ტექსტთან (თუკი არსებობს) მიახლოებით მოყოლა შემიძლია.
მოკლედ, ერთი ახალგაზრდა ბიჭი ღმერთის ურწმუნოებით ცხოვრობდა. ღმერთის არ სწამდა და სხვა მორწმუნეებისაც არ ესმოდა. სჩადიოდა ცოდვებს და არად ადარდებდა, რადგან მისთვის ღმერთი არ არსებობდა. ამ ბიჭს, საოცრად ჰყვარებია მოგზაურობა, მთებსა და კლდეებზე სიარული, ტყეში სეირნობა. მოკლედ, მოლაშქრე ახალგაზრდა იყო და ერთ-ერთ ლაშქრობაში მარტოც კი წასულა. სრულიად მარტო იყო უღრან ტყეში, როდესაც კლდეზე გადაიჩეხა და იქვე, კლდიდან გამოშვერილ ერთ ტოტს მოჭიდებია. ყვირის, მაგრამ მისი არავის ესმის. ხედავს რომ საშველი არსაიდან არის, ხედავს რომ ტოტი დიდხანს ვერ გაუძლებს, მაინც ჩამოვარდება და ზუსტად, მაშინ მოაგონდა უფალი და ამბობს ასეთ სიტყვებს - უფალო, თუკი მართლა არსებობ, ახლა გადამარჩინე, ახლა მიშველე და დღეიდან შენი მსახური გავხდებიო (აქ, კომენტარი ჩაურთო მქადაგებელმა - მონანიება არც უფიქრია წინარე ცოდვებისო). უეცრად, ხდება სასწაული და თავად უფალი გამოეცხადება მას. გაუხარდა ამ ადამიანს და ეუბნება:
- უფალო მიშველე და ვიწამებ შენსას
- არ იწამებო! - ქრისტე პასუხობს.
- როგორ არა, ვიწამებ შენსას - ეუბნება დაბეჯითებით.
- არა, რა გწამს და არ იწამებ - კიდევ პასუხობს მაცხოვარი.
მესამედაც ასე მოხდება და ბოლოს უფალი ეტყვის:
- კარგი, მაშინ ადექი და გაუშვი მაგ ტოტს ხელი. (კვლავ მქადაგებლის კომენტარი - იქვე გამოსცადა უფალმა მისი მორწმუნეობა).
ბიჭი ტოტს ხელს არ უშვებს.
აქ მთავრდება ეს პატერიკი და ცხადია ხვდებით, რწმენისა და ურწმუნოების ამბავზეა ეს ისტორია. არ ვიცი, ეს პატერიკი ვინ მოიფიქრა, თუმცა სხვაგვარი დასასრულიც შეიძლებოდა და დღეს ზუსტად ამ დასასრულზე ვფიქრობდი.
------
ვაგრძელებ იმ მომენტიდან, როცა უფალი გამოეცხადება:
- უფალო, თუ მართლა შენ ხარ, მიშველე და ვიწამებ შენსას.
- არ იწამებ პასუხობს უფალი.
და ასე ორ გზის და ბოლო სიტყვები:
- კარგი, მაშ გაუშვი ხელი.
- თუ ნამდვილად შენ ხარ, კარგი გავუშვებ. - უშვებს ხელს და კლდეში ვარდება.
პატერიკის ამგვარ დასასრულზე აქ მქადაგებელი იტყოდა - და რატომ მოხდა ეს? - რადგან, მას კი არ სწამდა უფლის, არამედ ის გამოსაცდელად ეუბნებოდა უფალს, თუ მართლა შენ ხარ, გავუშვებო. მას დაავიწყდა, რომ უფალი არ უნდა გამოეცადა.
------
კიდევ ერთი დასასრულის იდეა:
- გაუშვა ხელი ტოტს და კლდეში ჩავარდა - და რატომ მოხდა ეს? რადგან, მან განა უფლის რწმენის და სიყვარულის გამო გაუშვა ტოტს ხელი, არამედ იმის გამო, რომ ტოტი ადრე თუ გვიან მაინც ჩატყდებოდა, დიდხანს ვერ გაუძლებდა და ასე ვთქვათ, ჯანდაბას, იქნებ მიშველოსო - მცირედმორწმუნეობის გამო ჩავარდა ხრამში.
ცხადია, აქ არ იწურება ვერსიები და უამრავი დასასრული შეიძლება მოეფიქროს ამ ამბავს და ყველას ექნება მქადაგებლური ელფერი. უბრალოდ, თუკი არ მოვწყდებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, უნდა დავსვათ შეკითხვა - რა საჭიროა მსგავსი პატერიკების მოფიქრება? განა მორწმუნისათვის, ისედაც საკმარისი იგავი არ წერია წმინდა წერილში?
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია