თავისუფლების შესახებ მსჯელობისას ხშირად აღნიშნავენ, რომ თავისუფლება ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა და არ არსებობს მასზე დიდი, რომ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, რომ ის თანაბარდია თავად სიცოცხლისა - „რა ხელს-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული?“ და ა.შ. ცხადია, როგორც ყველაფერში ამ საკითხშიც შეიძლება დაეჭვება - მართლაც ასეა თუ არა?! და თავისთავად, რა არის თავისუფლება? რას მოვიაზრებთ ჩვენ ამ ტერმინში? უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევანის უფლება, არჩევანის თავისუფლება. ქრისტიანული ანთროპოლოგიის თანახმად, ღმერთმა შექმნა ადამი - პირველი ადამიანი, ის იყო სრულყოფილი და მას ჰქონდა თავისუფალი ნება - საჩუქარი, რომელიც მის მოდგმას, ადამიანებს გადმოეცათ. კი, მაგრამ ჰქონდა თუ არა ადამს სრული თავისუფლება? გავიხსენოთ რა ხდება სამოთხეში - ადამი აკათებს იმას, რაც უნდა და როგორც უნდა, მაგრამ აქვს ერთი შეზღუდვა - არ ჭამოს ნაყოფი ორი, გამორჩეული ხისგან. ვინაიდან ადამს აქვს თავისუფალი ნება, გამოხატული არჩევანის თავისუფლებაში, მას შეუძლია აირჩიოს - ან დაემორჩილოს ამ შეზღუდვას/აკრძალვას და არ შეჭამოს ხის ნაყოფი, ან არ დაემორჩილოს და შეჭამოს. ორივე შემთხვევაში, სრულიად თავისუფალია არჩევანში და შესაძლებლობაშიც(!), ცხადია, აქ არ ვსაუბრობთ შედეგებზე. მაგრამ ჰქონდა თუ არა ადამს, არჩევანის არ ქონის უფლება? ან ესეც რომ ჰქონოდა - თავად არჩევანის არ გაკეთების უფლებაც ხომ არჩევანი იქნებოდა, მისი არჩევანი. ანუ, სხვა მაგალითზე თუ განვიხილავთ - მე მეუბნებიან ავირჩიო ვაშლი, მსხალი ან ატამი - მე არ ვირჩევ არცერთს, მაგრამ მე ასევე მაქვს არჩევანი, რომ არ დავდგე იმ ვაშლი-მსახლი-ატმის არჩევის წინაშე, თუმცა ეს უკანასკნელიც ჩემი არჩევანი იქნებოდა. მგონი ცოტა ჩაიხლართა ერთნაირი სიტყვების გამო, მაგრამ რთული ლოგიკა არ არის.
მაშ, რა გამოდის - ადამის მსგავსი თავისუფალი ადამიანიც კი, რომელიც არ ცნობს არცერთ კონსტიტუციას, არ სმენია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შესახებ, წითელი წიგნიც კი არ აქვს ნანახი და საერთოდ, ყველაფერი მას ეკუთვნის - მას აქვს აუცილებელი შეზღუდვა - გააკეთოს არჩევანი!
უკაცრავად, და რაშია სრულყოფილება?
ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ თერგია სიცოცხლის სიმბოლო, რომ ვნების სიმძაფრე შენებაშია, რომ ქაოსი მშვენიერია (გვასწავლიდნენო ისე ვთქვი, თითქოს თავი შორს მეჭიროს - უნდა გამოგიტყდეთ, სამივე თეზისი ძვლებამდე მომწონს და მიყვარს), მაგრამ თუკი ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაც კი - თავისუფლება - შეზღუდულია არჩევანით, მაშ სრულყოფილებისკენ როგორ? ან რაღა უნდა იყოს „ადამის სამოთხისეულ ყოფაზე უმეტესი“, რასაც მაცხოვარი, სახარებაში პირდება თავის მიმდევრებს?
სრულყოფილების მთავარი საზომი არა თავისუფლება, არამედ არჩევანში ცხოვრებაა - აირჩია თუ არა ღმერთმა ღმერთობა ვერ გიპასუხებთ ვერანაირ ემპირიულ საფუძველზე დაყრდნობით, მაგრამ, არჩევანი ალბათ დროში მოსახდენი მოვლენაა და მას - ღმერთს, პრინციპში დრო არ ჰქონდა არასოდეს არჩევანის გასაკეთებლად. აი, ადამიანის გაღმრთობის გზა კი, სწორედ არჩავანში ცხოვრების გზაა. გამოვა ის, რომ ფუნდამენტი რწმენის სიმტკიცეა, ურყეობაა, თერგობა კი არა, მყინვარობაა. ამბობენ, არჩევანში ცხოვრება არის ის, რაც მეორედ მოსვლის შემდეგ მოელის ადამიანს (ცხონდება თუ წარწყმდება, ადამიანი დაკარგავს არჩევანს და იცხოვრებს არჩევანში - ან ცხონებულთა შორის ან წარწმენდულთა შორის) და გამოდის, რომ თავისუფლება არა უმაღლესი ღირებულება, არამედ მხოლოდ ქვედა, დამხმარე საფეხურია, ერთგვარი ვიზაა, რომელიც გაძლევს საშუალებას აირჩიო ის, რაშიც მერე იცხოვრებ. როგორც ყველა ვიზა - ესეც ნაკლოვანებით სავსეა და თურმე სულაც არ დგას ღირებულებათა იმ საფეხურზე, რომელზეც თავად სიცოცხლე!
- მოიცა, ახლა შენ გინდა თქვა, რომ მორჩილება უფრო სრულყოფილი მდგომარეობაა? - იკითხავს მავანი - მონობისკენ მოგვიწოდებ?
- მონობისკენ არა, მაგრამ მორჩილებაზედ ... შეიძლება ასეც ითქვას!
თავისუფლება ნაკლოვანია, რადგან შეიცავს წვალებას - არჩევანს, ამიტომაც არის რომ ყოველთვის სამღერელად გვაქვს საქმე - თავისუფლება ლომთა ხვედრიაო.
* * *
ადამიანები მიყვებიან თუ არა ქრისტიანულ ანთროპოლოგიას, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ - სწამთ თუ არა მისი, არ აქვს მნიშვნელობა - დამოუკიდებლად ამისა, მაინც ქმნიან კანონებს და მეტწილად, ეს კანონები, ყოველშემთხვევაში, ჩვენს სამყაროში, ეფუძნება ზუსტად თავისუფლების იდეას, არჩევანის თავისუფლებას. როგორი კანონი უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა ან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ - რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვნი სიცოცხლეა და თან სწამთ, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ სრულდება? (შეიძლება, რიტორიკულ, მაგრამ უპასუხო კითხვადაც ჩაითვალოს).
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია