"ქართველი ხალხი ჭკვიანი და ბრძენი ხალხია" - არ თქვათ რომ მსგავსი ნარატივი არ მოგისმენიათ ჩვენს ყოველდღიურობაში. როდესაც რამე მსგავსს ამბობენ, ხშირად მოიშველიებენ ხოლმე: "ერი, რომელმაც შოთა რუსთაველი აღზარდა, ერი რომელმაც იყალთოსა და გელათის აკადემიებში მეცნიერება შეისწავლა, ერი რომელმაც შობა ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი, ააგო სვეტიცხოველი, ნიკორწმინდა, ჯვარი და ბაგრატი" და ა.შ. და ა.შ.


(წყარო)

      დღეს მარშრუტკაში ერთი კაცი გვიკიჟინებდა, საზიზღარი ერი ვართ და თუ ჩემი არ გჯერათ, აკადემიკოს სანიკიძის "საქართველოს 309 სირცხვილი" წაიკითხეთო. მაგრამ ყველაფერ აქამდე, რამაც მიაპყრო ჩემი ყურადღება მისდამი, ეს გახლდათ - მარშრუტკაში ამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ფეხსაცმელში ჩასაფენ ქეჩას ყიდდა (დიდუბის ავტოსადგურით მოსარგებლეთ ეცნობათ) და ყველაფერ ამას სხაპასხუპით, პოეზიით აფორმებდა.

"ზამთარი ცივია, ფეჩი ძვირია, ქეჩა თბილია.
ფეჩი ღირს 100 ლარი, ქეჩა ღირს 1 ლარი.

ლარი ღირს მარტო ეს ჩემი ლექსები,
იყიდეთ ქეჩა და მოყვება ლექსებიც.

სახლში რომ ვბრუნდები კილომეტრ გავლილი
ფეხები კი არა, ენა მაქვს დაღლილი"

      ლექსი უფრო ვრცელია და მართლა იმსახურებდა ლარს, მაგრამ გაწბილებული უკან ჩაივდა. მაგრამ სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ, ზემოხსენებულმა ბატონმა ჩაილაპარაკა ისტორიული ფრაზა "არ გინდოდათ ბატონო კომუნისტები და..."

      ჰოდა, მას შემდეგ უჩვეულო ფიქრმა შემიპყრო. ასაკით, ჰაბიტუსით და სხვა დანარჩენით ეს კაცი სწორედ იმ კატეგორიათა სიაში ერთიანდებოდა პირველხსენებულ ბრძენ ქართველთა სადღეგრძელოს რომ მიირთმევენ ხოლმე, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქართველებზე საზიზღარი ერი, მეორე არ არსებობს, რადგან ამ კაცს 33 წელი უცხოვრია საზღვარგარეთ (დაკონკრეტებით ვერაფერს გეტყვით, უკვე ვიღაც ქალბატონთან გააბა პოლიტიკური სჯა-ბაასი და ჩემს ყურებს ამდენის ატანა არ შეეძლო, საკუთარ ფიქრებში გართობა ვარჩიე) და სხვადასხვა ეროვნების მრავალ ადამიანთან ჰქონია ურთიერთობა.

      მართლაც ბრძენი ხალხი ვართ თუ საზიზღარი? თუ ორივე ერთად? თვითონ ის ფაქტი რომ "შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი" - როგორც ფენომენი, საქართველოს და ქართველი ერის დამსახურებაა, მეტყველებს იმაზე რომ ჩვენთან სოციალიზაციის პროცესის ის ნაწილი, სადაც ყველა პიროვნებას საზოგადოება აყალიბებს და არა პიროვნებები საზოგადოებას, გაუცნობიერებლად დამკვიდრებული აპრიორი ჭეშმარიტებაა.

      მაგრამ თუ "ის_დრო_ჯობდა_კაცი" მართალი იყო და საზიზღარი ხალხი ვართ, რა გამოდის?!

      გამოდის ის, რომ "შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი" ქართველი ერის დამსახურებაა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც სინათლე არის სიბნელის დამსახურება. თუ მეტყვით, რომ ბნელი შობს სინათლეს, მაშინ მეც დაგთანხმდებით რომ ერის დამსახურებაა ამ ბევრჯერბრჭაყლებში ჩასმული ფენომენის არსებობა. აი, თუ პირიქით - მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია" XII საუკუნის რიგითი ქართველის აზროვნებას კი არ წარმოადგენს, არამედ შოთა რუსთაველის აზროვნების ნაყოფია და ის უკიჟინებს სხვა დანარჩენებს, რომ თქვენც ასე უნდა იაზროვნოთო. კოსმოპოლიტიზმი XIX საუკუნის პირმშო კი არ არის ჩვენს რეალობაში, არამედ ვაჟას ამოხეთქვაა - ასეა საჭირო ქვეყნის განვითარებაო და სხვანი და სხვანი.

      ამიტომ, მაინც ვერ გამიგია ბრძენი როდისღა ვიყავით? როცა ქვეყანაში ხალხის გონმა ხმა გამოსცა ზვიადის ყვიროდა, მერე ზვიადი მოინელა და ედუარდის, მერე მიშა-მიშას, მერე ბიძინას. ესაა ერის ხმა?!

      აი, კიდევ ერთი მიზეზი რატომ ვერ ვიტან საქართველოს ბანკის შეძახილს - იგრძენი მომავალი!

ნახვა: 518

ტეგები: Qwelly, გენდერი, დიდუბე, ერი, თანასწორობა, პატრიოტიზმი

ლაშა: ოქტომბერი 22, 2015||1:30am

სოციოლოგიურისა რა გითხრა, მაგრამ დროის გაყვანაში ტვინგამოტენილი ფიქრებით ნაკარნახევი პოსტი კია :D 

BrOliKa: ოქტომბერი 24, 2015||10:04pm
"ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!" :D
ლაშა: ოქტომბერი 25, 2015||12:49am

ამხელა ტექსტი იმიტომ დავწერე რომ შენ ერთი ფრაზით შეგემოკლებინა? :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters