ამას წინათ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ გამიმართლა. 

მართლაც...

გამართლება არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც სასახლეში უნდა დაიბადო და პრინცესა იყო. თუმცაღა ჩემი სახლი ჩემთვის ნამდვილად სასახლეა, მე კი ჩემი მშობლებისთვის ერთადერთი პრინცესა ვარ. 

ვფიქრობ, ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ბოლოს, რომ ვფიქრობ, მიხარია, რომ არსებობს ორი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელთათვის მართლა ერთადერთი ვარ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. როცა იცი, რომ შენნაირადაც კი არ უყვართ არავინ...  ჩემს "დედისერთობაშიც" დავინახე რაღაც პოზიტიური. ამ დროს, მთელი ბავშვობა იმაზე ვწუწუნებდი, რომ წერომ მარტო მე მომიყვანა და არ ისურვა ჩემნაირი მეორეც მოეყვანა.

გამიმართლა, როცა დავიბადე... ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან შეიძლებოდა არ დავბადებულიყავი ან დავბადებულიყავი სხვად და ჩემი არარსებობა თავისთავად იქნებოდა არაფერი.

გამიმართლა, როცა ყველაზე კარგი ადამიანები მყავდა გვერდით და ისინი ზრუნავდნენ ჩემზე...

გამიმართლა, როცა დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი და მასწავლებელი გავიცანი და მქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობის.

გამიმართლა, როცა ყველაზე მაგარი ბავშვები გავიცანი და დღეს ჩემი მეგობრები არიან(ხართ)

გამიმართლა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე მოვხვდი. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არა იმიტომ, რომ ილია ყველაზე მაგარია. (თუმცაღა ასე ვფიქრობ და მაქვს მიზეზები, რაც სხვისთვის არგუმენტი ვერ იქნება, რადგან ეს მაინც სუბიექტური აზრია:)  უბრალოდ იმიტომ, რომ ამ უნივერსიტეტში გავიცანი ადამიანები, რომელთა გარეშეც ალბათ არ ვიქნებოდი ისე და ისეთი, როგორც და როგორიც ვარ. რაც მთავარია, აქ შეხვდა ოთხი გოგონა ერთმანეთს და შედგა შესანიშნავი ოთხეული, ჩვენი სახით... 

ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ გამიმართლა, თუნდაც ყოველი დღე  ამის დასტურია.

ხვალ ბაკალავრიატს ვამთავრებ და რაღაც დანაკლისის გრძნობა მაქვს. შეიძლება იმიტომ, რომ იმდენად კარგი იყო, არ მეყო დრო, ბოლომდე შემეგრძნო... მაგრამ გრძნობა, ყველაზე ძლიერი მაშინაა, როცა ბედნიერება არ არის ხანგრძლივი... მონატრება, ნოსტალგია, აღძრავს სასიამოვნო ბედნიერების გრძნობას. ასე იქნება ალბათ წლების შემდეგ, როცა ბუხართან შვილიშვილებს ან ძაღლს მოვუყვები გარდასულ დღეთა შესახებ...

ხვალ, ციდან ახალი, სხვა ქუდი ჩამოვარდება და მე მივიღებ მას, როგორც კიდევ ერთ შანსს ცხოვრებისგან!..

ნახვა: 395

ტეგები: Qwelly, საქართველო, სიყვარული, ცხოვრება

თათია: ივნისი 28, 2014||10:40pm

წარმატებებს გისურვებთ, ცხოვრების ახალ გზაზე! ♥ :*

salome: ივნისი 28, 2014||10:43pm

გაიხარე თათი :****

ლაშა: ივნისი 28, 2014||10:45pm

და იმედია ამჯერადაც გაგიმართებს და ციდან ჩამოვარდნილი ქუდი გაცილებით კარგი იქნება, ვიდრე რასაც ააგდებ ის! :D 

salome: ივნისი 28, 2014||10:46pm

აი მაგის იმედი კი არ მაქვს მაინცდამაინც, ლაშიკო :D :D

თა _ მო: ივნისი 28, 2014||11:19pm

როცა რაღაც მთავრდება, დიდად არ ვდარდობ ხოლმე, მაგრამ ამ პოსტმა გული ამიჩუყასავით:)))))

BrOliKa: ივნისი 28, 2014||11:23pm
თათიას ვუერთდები და მეც გისურვებ წარმატებებს :-) დადებითი განწყობა მოგაქვს სულ :-D :-*
salome: ივნისი 29, 2014||12:13am

მადლობა გოგოებო! ^^ :***

tamar abralava: ივნისი 29, 2014||11:03am

სალოო <3 <3 <3 <3

salome: ივნისი 29, 2014||12:07pm

თამჩო შენ ძალიან ძალიან ძალიან კარგი და საყვარელი გოგო ხარ!! :*** შენც ხარ ამ პატარა ჩანახტში!! ^_^ ♥ ♥ 

ლაშა: ივნისი 29, 2014||1:27pm

პატარა ჩანახატშიო??? :O მგონი ისეთი პატარა გააკეთე მე ვერ ჩამტიე ხო? :'( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters