მოგესალმებით,

       საქმე ისაა, რომ ვკითხულობ წიგნს, რომლის გასაგებადაც ბიბლიის ცოდნაა საჭირო, მე კი ეს ცოდნა, სამწუხაროდ, არ მაქვს. ასე რომ, გთხოვთ დახმარებას. იქნებ იცოდეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: 

       პირველ რიგში, იქნებ ის მითხრათ, შესაძლებელია თუ არა მომავალი სემესტრიდან თქვენთან იმ სალექციო კურსზე დასწრება, სადაც ამ ყველაფერს (ბიბლიას :) )ასწავლიან და რა უნდა გავაკეთო მაგისთვის? (თქვენც დაისვენებთ, მეც დავისვენებ, ლაშიკოც დაისვენებს ☺☺)

       ახლა კი უშუალოდ კითხვები:

  1. რა იყო იაჰვეს მიმართება სატანასთან? აქ წერია, რომ ის ძეა მისი.. როგორ, რატომ მოხდა განხეთქილება და ზოგადად, რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?
  2. რას ნიშნავს ლუციფერი და რატომ ეწოდა ეს სახელი სატანას გარკვეული პერიოდის შემდეგ?
  3. ვინ იყო ლილიტი? რატომ მოიხსენიებენ მას ადამის პირველ ცოლად?
  4. როგორ აღიქმება "ის" გველი? 
  5. სოფია სიბრძნეს აღნიშნავს, ალბათ, ხომ? უშუალოდ ეს სახელი გვხვდება ძველ აღთქმაში?
  6. არის თუ არა კავშირი ძველ აღთქმასა და ადრინდელ მითოლოგიებს (ბერძნული, ეგვიპტური) შორის?
  7. რა განსხვავებაა სისრულესა და სრულყოფილებას შორის? ☺
  8. რას ნიშნავს ღმერთის ოთხობა?
  9. რატომ აჰყვა იაჰვე სატანის "პროვოკაციას" იობთან მიმართებაში? იობის წიგნის ქრისტიანული აღქმა როგორია?

       პ.ს. ვიცი, რომ გუგლი არსებობს, მაგრამ კომპეტენტური ადამიანებისგან ინფორმაციის მიღება მირჩევნია, ასე რომ თუ ასეთები ხართ და არ დაგეზარებათ, დამეხმარეთ.. ☺

       პ.პ.ს. კითხვებს კიდევ შემოვამატებ სავარაუდოდ ☺

ნახვა: 1039

ტეგები: Qwelly, ბიბლია, იუნგი, კითხვები, პოსტი, რელიგია, ფსიქოლოგია

ლაშა: იანვარი 30, 2014||3:20pm

კარგი. მოდი მართლა შევეცადოთ კითხვებზე ვუპასუხოთ კახუჩ. :) 

მე პირველ კითხვას ავიღებ :P 

1. იაჰვეს ძეა სატანაო რომ წერენ იუნგის წიგნში, მე ცოტა მაშფოთებს მათი გონებრიობა, ვინაიდან ჯერ კიდევ პლატონი მოიაზრებდა ღმერთს როგორც სიკეთის იდეას. მაშ, ამიხსენი როგორ შეიძლება სიკეთემ შვას ბოროტება და მითუმეტეს ის მისი ძე იყოს. 

პრინციპულად შეუძლებელია ბოროტის შობა კეთილი აბსოლუტის მიერ.

რა მიმართებაა და ის, რაც წერია დაცემული ანგელოზის შესახებ. თუ სწორად მახსოვს იოანე დამასკელი აღწერს მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გარდამოცემაში, ასევე მრავლად მოიპოვება ანგელოზთა შესახებ ეკლესიის სწავლბანი, სადაც ვკითხულობთ რომ დაცემული ანგელოზი უნდა ყოფილიყო ცხა დასიდან ყველაზე დაბლა მდგომ - ანგელოზთა დასში! 

სატანად გახდომა კი არა ღვთისძეობით, არამედ ღმერთისგან განდგომით მიიღო. 

რა მიმართებაა და ის, რომ მას შემდეგ რაც ადამიანის ბუნება დაეცა და სატანის მონობა არჩია, ღმერთმა როგორც თავისუფალი ნების შემოქმედმა კაცთა შორის, ადამიანს არ მოუსპო ეს მონობის არჩევანი და სატანას მისცა ასპარეზად ქვეყნიერება, თუმცა სიყვარული რომელიც ღმერთს ადამიანის მიმართ აქვს, არ აძლევს იმის საშუალებას რომ კაცობრიობა სრულიად დაიღუპოს, ვიდრე ერთი მართლა მაინც იქნება მასში! 

განხეთქილება კი არის მარტივი - ან ირჩევ ღმერთს, ან არ ირჩევ! :) 

ლაშა: იანვარი 30, 2014||3:22pm
ლიკა: იანვარი 30, 2014||3:36pm

ლაშიკო, ხომ წაიკითხე შენც ეგ ტექსტი..  მე, მაგალითად, ძალიან დამაბნია, ბევრი ბრალდებაა :) რას იტყვი იაჰვეს მრისხანების შესახებ და ასევე ადამიანის მნიშვნელობაზე მისთვის? აბელზე და კაენზე რომ იყო კიდევ ღმერთის "შვილების" ისტორიის განმეორების ამბავი და კიდევ სოფიისა და იერუსალიმის მიმართება?  ეგ რატომაა, რა საფუძველზე? :-D

და კიდევ ერთი, როგორც მივხვდი, ზუსტად მაგ კეთილი აბსოლუტის "არც მთლად სიკეთეზე" აქვს იუნგს აქცენტი.. შესაბამისი არგუმენტებით :) ასე რომ, ამ აზრის პირდაპირ მიღებით მგონი იმ კაცს ვეღარ გავუგებთ :) ოღონდ ძალიან გთხოვ არ დაწერო სიკეთის ცნება ჩვენთვის და ღმერთისთვის სხვა და სხვააო, ადამიანურად ამიხსენით შენ და ვაჟბატონმა კახამ  :-D ექსპერტებმა :-D :-D

ლაშა: იანვარი 30, 2014||3:48pm

ლიკა ოქროპირიძე რომ არ დაგიმალო გეტყვი რომ იუნგის წიგნი არ წამიკითხავს :P ეს ერთი და იქვე მეორე - კაენზე და აბელზე რა იყოო? რას ამბობს? სოფია და იერუსალიმიც მიაწერე იქვე :P 

ვიცი იუნგის აქცენტი, იობთანაც მანდეთ მიყავს საუბარი. 

ადამიანური ენით ვამბობ ლიკუნა - ფურცელი თუ არის თეთრი, იქ ვერ იქნება სიშავე. 

იაჰვეს მრისხანება ჰგავს იმ მშობლის მრისხანებას, რომელიც ბავშვს სცემს, თუკი ის გადაწყვეტს რომ გავარვარებული უთო დაიდოს მუცელზე. მრისხანება ეს ურთიერთობის ფორმაა :(ადრეც ხომ ვილაპარაკეთ ამაზე :P ზოგჯერ ადამიანისთვის ღმერთთან მყოფობა უფრო საშინელია, ვიდრე მისგან განცალკევება! რატომ? იმიტომ რომ ადამიანისთვის ის სხვა ღმერთია, სხვანაირი წარმოედგინა და რეალობაში სხვა დახვდა და არ მოსწონს, ვერ ეგუება, ტანჯვაა :( რომ არა რისხვა ებრაელები ვერც ეგვიპტიდან გამოვიდოდნენ, ვერც სინანულს ისწავლიდნენ... 

ადამიანის მნიშვნელობა მისთვის? არ ვიცი, როგორ უნდა ვუპასუხო შეკითხვას? :( ლიკუნა, მე წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება რომელიმე გალაქტიკის, თანავარსკვლავედის რიგით ვარსკვლავზე :( ამიტომ ღმერთის იდეის და მისი სიყვარულის როგორობაზეც ვერაფერს გეტყვი... მხოლოდ კაცობრივი ენით, ყველაზე აღმატებულს ვადარებთ ხოლმე - სიყვარულის გამო, სიყვარულისთვის, სიყვარულით შექმნა ადამიანი! როგორია ეს სიყვარული? გ

ლიკა: იანვარი 30, 2014||3:58pm

ლაშიკო, ცოტა მერე დავწერ ;) 

იცი რომელ კიტხვაზე მაინტერესებს ყველაზე უფრო პასუხი? - ღმერთის ოთხობის შესახებ რომაა. მეორეგანაც შემხვდა ეგ და ფრიად უცნაურადაც.. :D დეტალები თუ დაგჭირდა, მაგასსაც მერე დავწერ :D 

და კიდევ, იობთან მიმართებაში იუნგის დამოკიდებულება არც მთლად "არასპრავედლივია", არა? :D რას უპასუხებდა ქრისტიანული ეკლესია? :D

ლაშა: იანვარი 30, 2014||4:04pm

გ - გეტყვი როცა მეც გავალ ამ ბუნების მიღმა! :P 

რაც შეეხება დანარჩენებს - დაწერე ლიკა, დაწერეეეეეე! :P მე არ წამიკიტხავს და რა ვქნა აბა :( 

ლიკა: იანვარი 30, 2014||4:13pm

კი, ლაშ, ამ ბუნების მიღმა რომ გახვალ, მე კი მეტყვი :D :P 

ლიკა: იანვარი 30, 2014||4:13pm

გიორგი, საინტერესოა, მადლობა! :)

ლიკა: იანვარი 30, 2014||4:21pm

კახა, ეგ გასაგებია მაგრამ ღმრად პატივცემულ იუნგს ნათქვამი აქვს დაახლოებით ასეთი რაღაც, რომ იაჰვეს რაღაც ეტაპზე დაეხმარა სოფია (რომელიც ასევე მოხსენიებულია იერუსალიმის ანალოგად ოღონდ ღვთიურ განზომილებაში :) ), ანუ, სოფიას ჩარევით იცვლება იაჰვეს ქცევა და შემდეგ ამას მოყვება ღმერთის განკაცება :) რა გავიგო :D

ლაშა: იანვარი 30, 2014||4:29pm

ლიკა ოქროპირიძე სადმე აღმოგიკითხავს რომ იუნგი ღვთისმეტყველი ყოფილიყოს ოდესმე ? :( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters