აგრილებულა ზაფხულის დილა,
ხე შემოდგომის სიყვითლეს იმჩნევს.
რამდენ სიავეს შეესწრო თვალი,
გული კი მაინც სიცოცხლეს ირჩევს.

თუმცა კი გვიან მაგრამ დღეს მესმის
რაც არ მესმოდა ადრე მშობლების.
გახუნებულა ბავშვობის წლები,
როგორც სიმწვანე ამ ხის ფოთლების.

და როცა ქარი უხსოვარ დროსის
თვალწინ გაწელავს ერთ ფირად წარსულს,
გული უცრემლოდ მაშინ იტირებს
და ამოხეთქავს სიღრმეში დაფლულს.

თვალცრემლიანი შევყურებ ზეცას,
დროსი სისწრაფის სიმკაცრე მახრჩობს,
თუმც ბავშვობაშიც ბევრჯერ მატირეს,
გული კვლავ გულით ბავშვობას ნატრობს.

მოვა ზამთარი დაიწყებს თოვას,
ფიფქის სიცივე სულში გაჯდება,
დაიპყრობს სხეულს მთელი არსებით
გულში იარაც განმიახლდება.

ცელქი ბავშვები ავსებენ ეზოს,
ჟრიამულია ხალისობს ყველა,
ჯოხზე დაყრდნობით სარკმელს ვაშურებ
თუმცა კი ვჩქარობ, მივდივარ ნელა.

ჰა მივაღწიე, დავყურებ ეზოს,
დიდ გუნდებს ქმნიან თოვლით ბავშვები...
რას ვიფიქრებდი თუ ასე სწარაფად
ჩაიქროლებდნენ დროის რაშები.

ნისლის ფერია დღეს ფიქრი ჩემი,
დროის სიმკაცრე ლამის მაყვირებს,...
ნეტავ სადა ყავს რაშებს მხედარი?...
მკაცრად მოქაჩოს უკან აღვირებს.

იქნებ ამისი სურვილიც არ აქვს,...
იქნებ უმატებს მათრახის ტკაცუნს,
შეუსვენებლად საით იჩქარის,
გამაგებინა ნეტავი რა სურს.

ფიქრშიც ვერა ვთქვი ჩემი სათქმელი,
კაცს თურმე აქაც სულ მცირე დრო აქვს.
და სასწაული,... სარკმლით რას ვხედავ
დროს გაზაფხულის სიმწვანე მოაქვს...

ნახვა: 805

ტეგები: Qwelly, Qwellyland, ბლოგი, დრო, რაშები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters