დღეს ვიკამათე. არ შემიქეს შემი სიყვარული უბრალო სასვენი ნიშნის მიმართ. მითხრეს, რომ ამ ნიშნის (?!) გამოყენება "რიტორიკული" კითხვების სიყვარულზე მიუთითებს. რიტორიკა კი ცუდიაო. ნონსენსია, ჩემი აზრით, როტორიკის მოწმონება ან არ მოწონება. არ მინდოდა მეპასუხა მისი, რბილად რომ ვთქვათ, შენიშვნებისთვის, მაგრამ ბავშვობის ისტორიამ შემახსენა თავი და პასუხიც დავწერე. პირველ პირში დავწერ, უფრო ცხადად რომ ვიგრძნო (იგრძნოთ) დიალოგის ჭეშმარიტება.

რაც შეეხება, ჩემს სიყვარულს ე.წ "დავასებას" (მის სიტყვებს ვციტირებ) "რიტორიკულ შეკითხვებთან", ვგონებ გულისხმობთ კითხვით-ძახილის წინადადებას, ამას თავისი ისტორია აქვს. მინდა მოგიყვეთ და მიხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის მსგავს დიალოგებში "რიტორიკული კითხვა". გეცოდინებათ, ალბათ, რომ ფრაგმენტული მეხსიერება მაქვს და ერთხელ სკოლიდან მომავალს გზაზე დიდი ბანერი შემხვდა, სადაც საკმაოდ მსხვილი შრიფტით ეწერა წინადადება, უცნაური ის იყო, რომ ბოლოს კითხვის ნიშნის მაგივრად 2 სასვენი ნიშანი იყო გამოსახული (კითხვითი და ძახილის). დამაფიქრა ამ ფაქტმა და გადავწყვიტე ჩემი ფიქრები გამემხილა მასწავლებლითვის და მე-5 კლასში გაისმა კითხვა, მესამე მერხიდან: ნინო მას, (მეც ამ მიმართვას ვიყენებდი როგორც მოსწავლეთა უმრავლესობა) წინადადების ბოლოს 2 სავენი ნიშანი რა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენო-მეთქი. საკმაოდ ვრცელი პასუხი იყო მახსოვს, ცოტა არ იყოს დამღლელიც. მთავარი აზრი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ნიშანი წინადადების ისეთ სახესთან უნდა გამომეყენებინა, რომელშიც კითხვასთან ერთად გადმოიცემა რაიმე გრძნობა. მახსოვს, ეს საუბარი არასასიამოვნო მონოლოგში გადაიზარდა, ჩემს კლასელს დავუწყე თვალიერება და მაშინ ნინო "მასწ"-მა მითხრა:  მგონი ჩემი პასუხი არ მოგეწონა, გიორგის თავს უყურებ უკვე 3 წუთია, ეტყობა რაღაც შენებური ფანტაზია გაქვს. გეტყვი ერთ რაღაცას, არა როგორც მასწავლებელი, მომავალში ეს ნიშანი დასვი მაშინ, როცა ვინმეს გინდა ემოციურობა აგრძნობინო ან უბრალოდ პასუხის გაცემის და არ გაცემის არჩევანი დაუტოვო. აი, ეს უკვე მომეწონა და მახსოვს თვალებდაჭყეტილი უკვე იმ ბანერს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი ამეღო თუ არა სესხი დაბალ პროცენტში. (ალბათ მიხვდით, ბანერზე ჭრელი საბანკო რეკლამა იყო) მოვყევი ეს ისტორია და დავაყოლე : ზემოთხსენებული მიზეზების გამო "მევასება" და "რიტორიკასაც" ნელ-ნელა "მუღამს ვუჭერ"-მეთქი. 

გავიდა დრო, პასუხი კი არ მიმიღია. ჩემი მოკრძალებული აზრით, ის დამარცხდა დიალოგში მე კი გავიმარჯვე. ან სულაც დაეზარა პასუხის დაწერა, მეც ხომ ეგრე ვიქცევი ხოლმე.. ვინ იცის ვინ იცის...

 

ნახვა: 645

ლაშა: მარტი 13, 2014||2:43am

პირველი აბზაცის გარდა, ყველაფერი გავიგე :D ვის არ "დაევასა", ან სად გამოიყენე ეს ორი სასვენი ნიშანი სადაც გაგაკრიტიკეს? :) 

ლაშა: მარტი 13, 2014||2:51am

და თუნდაც იყოს რიტორიკასთან შესაბამისობაში, ცუდი რატომ არის? :( განა რიტორიკა შემეცნების საგანი არ იყო ოდესღაც და დღემდეც? :( არ მესმის მათი კამათის მნიშვნელობისა! :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters