gogo, bichi, dgiuri, blog, qwellyდა აი მეგობრებო, გათენდა დღე და დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად. ამბობენ, გაბრაზებულ გულზე თუ გაბრაზებულ სულზე, უფრო რომ სულზე, ბევრ უაზრო რამეს იტყვი, წამოგცდება ან ჩვენს საუკუნეს თუ გავითვალისწინებთ "დაპოსტავთ" გააზიარებთ, გაუზიარებთ, "დააკომენტარებთ", "დაგიკომენტერებენ" და "დაალაიქებ" (ვიცი, რომ მოუწონებთ არის სწორი ფორმა და ა.შ) ჰო, რას ვამბობდი ?! "დაულაიქებ" და ერთით მეტი ბედნიერი ან ერთით მეტი ნაწყენი ან სულაც, ერთით მეტი "ვაიმე, ეს უსაქმური რას წერს" ადამიანი შეემატება თქვენს ეგრეთწოდებულ "საფრენდეთს". მოდით და ნუ გეწყინებათ, ვიღაც თუ თავის საოცარ აზრს დააფრქვევს ასევე "ყველაზემაგარი სიტყვები, რაც კი ოდესმე დამიწერია ჩემს გვერდძე"-სტატუსზე, რა თქმა უნდა, ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად და ამ დროს იწყება მთელი ფილოსოფია ამ საოცარი Facebook - სივრცისა.

- გოგო იცი "დააკომენტარა"

- გოგო იცი "დაულაიქა"

- გოგო იცი "დამილაიქა"- განსაკუთრებით ამ დროს გაკვირვება და სიხარული ან გაკვირვება და გაბრაზება გამოიხატება ჩვენს სახეებზე.

და ბოლოს გოგო იცი, რა მაგარი წიგნები იყიდებაა, რა მაგარი ფილმი ვნახე, რა მაგარი.... და ასე დაუსრულებლად.

რაც შეეხება ბიჭებს, მგონია ხშირად ასე ხდება

- ბიჭო, ნახე რა დადო ?

- ბიჭო ნახე რა დაუდო?

- ბიჭო ნახე.... და ეს ნახე შეიძლება იყოს ან ფეხბირთის მატჩის ფოტო, ან მაგარი მანქანის ფოტო, ან უნრალოდ ლამაზი გოგოს ფოტო, ან დიპლომი, რომლითაც ამაყობენ და ასე დაუსრულებლად ნახე ? (ალბათ, შეამჩნიეთ როგორ მიყვარს კალკირება)

ჰოდა, მეგობრებო, ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ(თ) ამა ჩემსა განზრახულსა და რომ დავაკვირდი სოც. სივრცის საზოგადოებას მივხვდი, რომ ერთი დიდი ლამაზი ტყუილია, სადაც ყველა ლამაზ ფოტოებს, ლამაზ სიტყვებს და ლამაზ გულებს უხატავს ერთმანეთს "გოგო, იცი" და "ბიჭო ნახე" სიტყვების ძახილით. მე კიდევ რას ვაკეთებ ამის გამოსასწორებლად? არაფერს, მეც ერთ-ერთი ლამაზი მატყუარა ვარ, ულამაზესთა შორის.

მაგრამ არ დაგავიწყდეთ "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა".

ნახვა: 1834

ტეგები: Qwelly, ბიჭი, ბლოგი, გოგო, დღიური, ქველი

George: თებერვალი 5, 2015||9:40pm
გოგო ნახე რა დადო ?
khatuna zitanishvili: თებერვალი 6, 2015||8:05pm

მე დავამატებდი კიდევ... თუ სადმე უბადრუკად სვავენ ყავას, აუცილებლად უნდა აღნიშნონ...ამაზრზენია ეს ყველაფერი((( და ამის შემდეგ ამბიცია გვაქვს უკეთესი მომავლის?(((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters