მართალია მთელი დღე მეინსტრიმში იყო სანქციების თემა და შემფასებელთა არანეგატიური დასკვნები, ასევე ძალადობის ფაქტები და ამ ფაქტების გამართლება პროვოკაციებით, სიწმინდეზე აპელირებებით და ა.შ., მაგრამ დღის ბოლოს როგორც ოდესღაც ყველა გზა რომში მიდიოდა, ამჯერად ამერიკაში დამშვიდდა. 4 ივლისის კვირეული დაიწყო და შესაბამისად ელჩმა დელეგატებს უმასპინძლა. რკინიგზა რუსეთიდან სომხეთისკენ აფხაზეთის გამოვლით, ზახაროვამ გაააქტიურა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6177 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      ძალადობის ენა - საია-ს თავმჯდომარე - ძალადობის ფაქტები ერთ ხელწერას ჰგავს და აჩენს განცდას, რომ შეიძლება იყოს ორგანიზებული - აუცილებელია შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც ამ ქმედებებს შეიძლება ახალისებდეს. ლონდა თოლორაია - ჩნდება ეჭვი, რომ ძალადობა არის სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული, ორგანიზებული, დაგეგმილი - მოვუწოდებ ამ ადამიანებს, მეტი სიფრთხილით აკეთონ განცხადებები. ალუდა ღუდუშაური - მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს - ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის მაგ ცრუპენტელას განცხადებები. ირაკლი ზარქუა - მოსახლეობისთვის ეკლესია, პატრიარქი, მართლმადიდებლობა წმინდაა და როცა მას შეურაცხყოფას აყენებ, უნდა იცოდე, რომ ამას ქმედებები შეიძლება მოჰყვეს - როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ. შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებთ, რომ ძალადობის წახალისება დასრულდეს - არამხოლოდ ძალადობის წახალისება, ძალადობის იდეის დაფინანსება ხდება. ნიკა სიმონიშვილი - ეკლესიას ამოფარებულებმა „ჯვაროსნული ლაშქრობა“ წამოიწყეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ - არ შეიძლება პროდასავლურად მოაზროვნე ხელისუფლება ქუჩური გარჩევის წესებით მოქმედებდეს.

      სტატუსის პრელუდია - შარლ მიშელი - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს.

      ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს. ალუდა ღუდუშაური - არაერთი პერფორმანსის მომსწრე ვართ პარლამენტში, ასეთი მდარე ხარისხის ძნელად მახსენდება - თუ ხელოვნებაშიც ასეთ მდარე ხარისხის პროდუქტს დებენ, ძალიან სამწუხაროა.

      სტატისტიკა - „საქსტატი“ - 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე - გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის და სიმსივნური დაავადებები.

      დეპუტატების ანაზღაურებები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა, 18 დეპუტატს განცხადება არც ერთხელ გაუკეთებია, საკანონმდებლო ინიციატივით კი პარლამენტის 99 წევრი გამოვიდა. 2022 წელს, საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა. შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, შეცვალოს ხელისუფლება და ამას არგებს მის ყველა ანგარიშს.

      მადლიერება - სებასტიან მოლინეუსი - დიდი პრივილეგია იყო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე მუშაობა ამ 4 წლის განმავლობაში, თუმცა რეალურად მე ვარ ნაწილი საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამისა, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო.

      სანქციების უპრობლემობა - იაგო ხვიჩია სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტზე - საჭიროდ არ მიიჩნიეს ეთქვათ იმაზე მეტი, რაც თქვეს - კარგია, რომ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით. შალვა პაპუაშვილი - საკითხში ყველაზე ჩახედულმა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ არანაირი სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება - ამის შემდეგ მოველით, რომ უკრაინა სანქციებიდან ამოიღებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეს ტყუილად დააბრალა. ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსს ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან ქვეყანას აბრალებდნენ, თითქოს ზურგს უკან, რუსეთთან რაღაც გარიგებები ხდებოდა და სად არის? იგვიანებს ეს ბოდიშები. ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთს სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს რომ ავრცელებდნენ და მეორე, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით რომ ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება. ილია დარჩიაშვილი - თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ფინანსთა მინისტრი სანქციების კოორდინატორების ვიზიტზე - ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით. არჩილ თალაკვაძე - საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება - ოპოზიციამ წინასწარ გამოიტანა დასკვნები, რომელიც ერთდღიანი ტყუილი იყო.

      რუსული კრინიგზა საქართველოზე - მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. თინა ბოკუჩავა - სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება“, მაგრამ პუტინის საამებლად, დარწმუნებული ვარ, მზად არის, ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს. შალვა პაპუაშვილი - არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება - დანარჩენი არის კონსპირაცია და ტყუილი. არმაზ ახვლედიანი - ზოგჯერ, ზახაროვას სურვილები და "ქართული ოცნების" დამოკიდებულება კვეთს ერთმანეთს - ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" ორჯერ მაინც დაფიქრდებიან, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ალეკო ელისაშვილი - ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, „ლოთ-ბაზარა“ ქალია, დაბჟუტურობს რაღაცას - არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსეთთან კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს, ეს იქნება ღალატი. რომან გოცირიძე - საქართველო რუსეთის მხარდამჭერია ე.წ. პარალელური იმპორტით სანქცირებული ტვირთების მიწოდებისას და ამას რომ საჯაროდ არ აცხადებენ, არ ნიშნავს, რომ არასაჯარო საუბრებში ეს აღნიშნული არ იყო.

      ირაკლი ნადირაძე - კახა კალაძეს და თბილისის მერიას შეეძლოთ სატენდერო პირობები ისე დაეწერათ, რომ რუსულ კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა.

      სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, რომელიც მისთვის 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას შეეხებოდა, დაუშვებლად ცნო.

      ბორანი რუმინეთში - საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო.

      ამერიკა დამოუკიდებელია - ამერიკის დამოუკიდებლობის კვირეული გაიხსნა - კელი დეგნანი - წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში - საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში. სალომე ზურაბიშვილი - ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება აშშ - თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რათა ნატო-ში ინტეგრაციაში წინ წაგვწიოთ და უსაფრთხოების მეტი გარანტიები მივიღოთ. ამერიკის იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, მისი სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. აშშ-ის ელჩი - ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების დემოკრატიის არჩევანს ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია, გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მყარად დგას აშშ-სთან, ისევე, როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან კოლექტიურად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს. მჯერა, რომ აშშ-სა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ - დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისი ამ მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საზღვარგარეთულები:

      ომის ბედი - ზაპოროჟიეში, ატომურ ელექტროსადგურზე რუსების შესაძლო ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, წვრთნები ჩატარდება. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის უარი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე განპირობებულია საშიშროებით, რომელიც უკრაინის არც ერთ მოკავშირეს არ აქვს. ანა მალიარი - წარმატებით მივიწევთ წინ - ნადგურდება მოწინააღმდეგის შეტევითი პოტენციალი, ტექნიკა, საწყობები, მართვის პუნქტები და პირადი შემადგენლობა. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა გამარჯვებისკენ ამ გზას გაივლის და ეს აღარ არის ოცნება, ეს სინამდვილეა! იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ში უკრაინის წევრობის საკითხზე ვილნიუსის სამიტის შემდეგ იმსჯელებენ. ოლაფ შოლცი - დასავლეთის ქვეყნების მიზანს არა რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, არამედ უკრაინის დამოუკიდებლობა წარმოადგენს - ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. ჯოზეფ ბორელი - სუსტი პუტინი ევროკავშირისთვის მეტ რისკს ნიშნავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 52

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters