წვიმიანი თვის ბოლო უკვე დაიწყო. ახლა თქეშია და ივლისის პირველამდეც ასე გაგრძელდებაო. დღის მთავარი ამბავი ამინდზე ბევრად საინტერესო მაინც არ გამოდგა, რადგან შეურაცხყოფასა და ძალადობაზე რეპლიკებისგან გაჯერებული ნიუსები იყო და გადაწყდა - თუ დაგარტყეს, შენც დაარტყი - შეგაგინეს, შეაგინე და ა.შ. პოლიტიკა თმენის ვალდებულებისგან იცლება. დღეს ასევე სანქციებთან შეერთების ნიუსები გამეინსტრიმდა და ბოლოს პრეზიდენტის ინტერვიუ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6220 ლარია.
პასუხი შეურაცხყოფაზე - პაატა მანჯგალაძე - რუსული ქმედებაა, როცა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას აჩაღებ, რომ თბილი სკამი შეინარჩუნო - „ქართული ოცნება“ რუსეთს წარმოადგენს. ნინო წილოსანი - აბსურდულია კავშირი ჩემს განცხადებასა და ძალადობას შორის - წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ვინც არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ხატია დეკანოიძე - თავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ამით ვერავის შეაშინებენ - ჩვენ დავდივართ ქუჩაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო, მათსავით დაცვით და 9 მანქანით არ დავდივართ. ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების - ეს ქმნის დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. პაატა დავითაია - ძალადობის გახშირებული ფაქტები აღვივებს სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ძალიან სახიფათოა. ლევან ხაბეიშვილი მმართველ გუნდს - არაფრის გატარებას არ ვაპირებთ და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ! თათია ნიკოლაშვილი - შანტაჟის, მუქარის, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში უწევს მედიას მუშაობა ჩვენს ქვეყანაში, როცა ერთი ადამიანის ხელშია ძალაუფლება, ურთულესი და შეუძლებელი ხდება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა. ირაკლი კობახიძე - თვეების და წლების განმავლობაში ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს - არ შეიძლება დედის გინება და უწმაწურობა ელჩის მხრიდან შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება. თინა ბოკუჩავა - ჯერჯერობით კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს ქუჩაში არ ხვრეტენ, თუმცა, თუ ივანიშვილი გააგრძელებს ანალოგის გადმოღებას პუტინის მმართველობიდან, გამორიცხული არაა, ვითარება უფრო დამძიმდეს. ირაკლი ფავლენიშვილი - საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ძალადობის მსხვერპლად მცნო 2021 წლის 23 თებერვალს დაკავების საქმეზე. ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე „პუტინისტი“ დამიძახოს და პასუხი არ გავცე? ბექა დავითულიანი - ზუსტად ვიცი ძალიან დიდი სიძულვილით გვეძახიან რუსს - როგორც თვითონ შეურაცხგვყოფენ, ისე შეურაცხვყოფ ზუსტად. ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ პროპორციულად - ვინმე გაბედავს რაიმე უკანონო მოქმედების განხორციელებას? - ექნება პროპორციულად ადეკვატური პასუხი! მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე, რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია - რა დროს საარჩევნო სიებში ადგილების გაყოფაა, ძალიან მიკვირს.
გირჩობა - ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 500-2 500 ლარი დააკისრა. გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა.
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური თანამდებობის პირების არჩევა/დანიშვნის მიმართულებით არსებული ასაკობრივი შეზღუდვა უქმდება.
რეკომენდაციების ბედი - არასამთავრობოები - 12 რეკომენდაციიდან, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, მედიის თავისუფლების, დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის პირობა არ შესრულებულა, სრულად შესრულდა 1, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 5. ბადრი ჯაფარიძე - ბრიუსელში ითქვა, რომ 9 პუნტი შესრულებული არ არის, კობახიძე, მდინარაძე და ძმანი მათნი კი ჯიუტად იმეორებენ, რომ შესრულებულია - „ქართული ოცნების“ ამოცანაა, საზოგადოებას ევროპისკენ მიმავალი კარი ჩაურაზოს. ირაკლი კობახიძე - არასამთავრობოების შეფასებები ლუსტრაციაა იმისა, რომ ისინი კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები არიან - მათ იმედი აქვთ, რომ სტატუსი არ მოგვენიჭება, კიდევ ერთხელ ავლენ სცენაზე და ისევ მოითხოვენ მთავრობის გადადგომას. თინა ბოკუჩავა - „რუსული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე. ანა ნაცვლიშვილი - მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ეს კითხვა დღეს ხელისუფლების მოედანზეა და პასუხი მათ უნდა გასცენ, რატომ ატყუებდნენ საზოგადოებას მრავალი თვის განმავლობაში. გიგი გიგიაძე - ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ ხელისუფლებაში პოლიტიკურ ნებას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - შედეგზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ექნება. ანრი ოხანაშვილი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რომ არის გარანტირებული, საქართველოში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა.
სანქციების ჯგუფი - არჩილ თალაკვაძე სანქციების ჯგუფის ვიზიტზე - ევროკავშირმა რუსეთთან მიმართებით სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა და ამ პაკეტს განიხილავს პარტნიორებთან - ოპოზიციის მცდელობა, ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილისმომგვრელია. ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია და შეესაბამება საერთაშორისო სანქციებს. ჯეიმს ო'ბრაიენი - ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში - ჩვენ არ ვცდილობთ შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნესი და ვაჭრობა. კუმარ აიერი - მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯისთვის, რომელიც სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად იქნა გადადგმული. დევიდ ო’ სალივანი - აქ იმისთვის არ ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ან ქართულ ბიზნესს რჩევებს ვაძლევდე - რაც ჩემთვის ნათელია, მომავალში თუ ჩაიხედავ, ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან. კუმარ აიერი - ვიზიტის მიზანი რუსეთში 38 დასახელების ელექტრომოწყობილობის სანქციების გვერდის ავლით შესაძლო ექსპორტზე საუბარი იყო - ჩვენი ჯგუფი 5-6 ქვეყანაში უკვე იყო, საქართველოდან სომხეთში მივდივართ. ჯეიმს ო'ბრაიენი - არ მსურს შესაძლო სანქციების საკითხის განხილვა - ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ სამუშაოს და ყოვლისმომცველ სისტემას საქართველოს სამთავრობო უწყებების მხრიდან - შეხვედრები ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ აკრძალული საქონელი რუსეთში არ წავიდეს. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად. ირაკლი ქადაგიშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის ყბადაღებული ნარატივი: „დაასანქცირეთ საქართველო“, მავნებლური პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ტყუილზე, ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი, მაგრამ ისინი ზნეს არ შეიცვლიან. დევიდ ო’სალივანი - საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება და არ ახორციელებს, თუმცა საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას არ დაუშვას, მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული. ერთადერთი პრობლემა რუსეთთან პირდაპირ ფრენებში არის ის, რომ შემოსასვლელი პუნქტების გამრავლებასთან ერთად მეტი ყურადღებაც გჭირდება - ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში. საქართველო არ ახორციელებს სანქციებს, შესაძლოა, იმედგაცრუებული ვართ, რომ ასე არ იქცევა ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება, იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ გვესმის სპეციფიკური ვითარება, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებაზე - თუ გაიაზრეს პასუხისმგებლობა, რამხელა შარში გაეხვევა ქვეყანა, თუ სანქციების გვერდის ავლის ტერიტორიად გადაიქცა, ეს კარგია. ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო რომ არ უერთდებოდა სანქციებს, პარტნიორებმა მშვენივრად იცოდნენ - ალბათ, იყო უფრო მკვეთრი და არა მკაცრი საუბრები ერთი-ერთზე დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, მაგრამ ზოგადი შეფასებები, რაც გაკეთდა, საკმაოდ დადებითია.
თეას კულტურა - თამარ კორძაია - თეა წულუკიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განდევნოს თავისუფალი აზრი კულტურის ყველა სფეროდან - ის, ვინც კულტურის სფეროს დაეჯახება, ამ ომს ასე იოლად ვერ მოიგებს. პაატა შამუგია - შხამივით მოედო მთელს კულტურის სხეულს წულუკიანის მავნე პოლიტიკა - პარლამენტისგან ვითხოვთ კულტურის თემა დღის წესრიგში დააყენონ.
რთული მოთმენა - დეკანოზი ჯაღმაიძე - საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე, გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფელებს და ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს უარყოფითი მუხტი.
საფეხბურთო მხარდაჭერა - კახა კალაძე - უკრაინის მხარდამჭერ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოწვევა არ მიმიღია - ბოლოს როდის გახსოვს, რომ ეგეთ შეხვედრაში მეთამაშოს?!
პრეზიდენტის ინტერვიუ - სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია - რუსეთის არმია სრულიად შერცხვენილია. ზურაბიშვილი რუსეთზე - ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება, „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ - რუსების ჩამოსვლა უნდა კონტროლდებოდეს. ნატო-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა, ალბათ, უფრო ახლო ჩანს - “რბილ ომში”, რომელიც რუსეთთან გვაქვს, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა.
„საქსტატმა“, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.
საზღვარგარეთულები:
ომი - ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინის კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის - ზოგჯერ რუსები არ აწვდიან ცნობებს თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ დაკარგეს გარკვეული ტერიტორია. ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. პენტაგონი - „ვაგნერის“ დაქირავებულები უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან. გერმანიის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ს შემდეგ ჩვენ უკრაინის მეორე უძლიერესი მხარდამჭერები ვართ. ჯოზეფ ბორელი კრამატორსკზე იერიშზე - ეს არის ტერორი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. უკრაინაში ჯარის განსაკუთრებული სახეობა - სანაპირო-სამხედრო ძალები აღადგინეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ამ ომს წააგებს, ამაში ევროპას ეჭვი უკვე აღარ ეპარება, ხოლო ჩვენ მშვიდობას მივიღებთ - რეალურ უსაფრთხოებას ჩვენი ხალხებისთვის. ანჯეი დუდა - უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი საერთო ინტრესია - მოდით, მივცეთ მას უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომ რუს აგრესორს თავშიც კი არ მოუვიდეს თავდასხმა. რიკარდ იოზვიაკი - შესაძლოა, უნგრეთმა თქვას: „გვსურს საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და სწორედ, ამ წინაპირობით მოვხსნით ვეტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს“. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის. ჯო ბაიდენი - პუტინი გარიყულია - ის აშკარად აგებს ომს.
დონალდ ტრამპი ელიზაბეთ ჯინ კეროლს ცილისწამებისთვის უჩივის.
სომხური მედია - აზერბაიჯანელებმა სომხების პოზიციები დაბომბეს, დაიღუპა 4 ჯარისკაცი.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია