რწმენა მომგებიანია

(ვარიაცია ჭეშმარიტებისკენ)

     სათაურს რომ წაიკითხავ, პირველი რა აზრიც გაგიელვებს - "გაცვეთილი თემაა", მართლაც და მრავალი მტკიცებულებანი ღმერთის არსებობა/არ არსებობისა უკვე მოფიქრებული, დეკლარილებული და შესწავლილ-გააზრებულია, მაგრამ ბოლო დღეებია ხშირად მეფიქრება რწმენა-ურწმუნოების ამბებზე და ბლოგი და დღიური ხომ იმისთვისაა რომ ნააზრევს მისცე ვერბალური ფორმა, თან იქნებ გამოხმაურებებში მსჯელობის გაგრძელებაც და რაიმე დასკვნამდე მისვლაც შევძლოთ.

     (ვარიაცია ჭეშმარიტებისკენ) კი იმიტომ აწერია, რომ ქვემოთ რასაც წაიკთხავთ მთლიანად ვარიაციაა. თან, ერთი პოსტი ამ ციკლიდან უკვე გამოვაქვეყნე - "კუებზე მდგარი მითოლოგია".

     მოკლედ, მინდა ვისაუბროთ რწმენის მომგებიანობაზე, ყოველგვარი თეოლოგიური ზეაღსვლების, ტერმინებისა და მსგავსთა გამოყენების გარეშე. შეკითხვა მარტივად ჟღერს:

არსებობს თუ არა ღმერთი?

ღმერთი არ არსებობს და ჩვენ ვიცით რომ ის არ არსებობს!

     თუ ღმერთი არ არსებობს და ჩვენ ამის შესახებ ვიცით, მაშინ აზრი არ აქვს არცერთ კანონს ქვეყნიერებაზე, არც მორლურს, არც დაწერილს, არც დაუწერელს, არც ქვაზე ამოტვიფრულს და არც ნებისმიერ სხვას. რატომ? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ უმაღლესი ღირებულება არის ადამიანი და მე როგორც ერთ-ერთი ადამიანთაგანი, ასევე ვარ უმაღლესი ღირებულება და ყველაფერი ჩემთვისაა ირგვლივ! ჩემს ჯგუფელს კარგი ტელეფონი აქვს, მე კი ნოკიის ძველმოდური. მოვიპარავ და მე კარგი მექნება. ჩემს ძმაკაცს კარგი ცოლი ჰყავს, მოვკლავ ჩემს ძმაკაცს და მის ცოლს დავეპატრონები, ჩემი სისხლით ნათესავი ისეთი მაგარი გოგოა, სულ არ მინდა სხვა ქალი, მას შევირთავ ცოლად.

     დამისახელეთ ნებისმიერი მიზეზი - რატომ არ უნდა გავაკეთო ეს?

     კანონი მიშლის? მერედა ვინ მოიგონა კანონები? ადამიანებმა რომლებიც ერთხელ ცხოვრობდნენ, ოდესღაც წარსულში და მოკვდნენ? არ გვჭირდება კანონები - მე ხომ უმაღლესი ღირებულება ვარ!

     მორალური უფლება არ მაქვს? და რის მაქნისია მორალი? რას მომიტანს ის? სიამოვნება არ აქვს მორალს - მე ხომ უმაღლესი ღირებულება ვარ!

     სხვაც ანალოგიურად მომექცევა, მომკლავს და ჩემს ცოლს დაეპატრონება? მერე რა, ისიც ხომ ადამიანია და უმაღლესი ღრებულება?! ადრე თუ გვიან მაინც მოვკვდები და რა? 30 წელი ვიცხოვრებ თუ 80 ამას აქვს მნიშვნელობა? სიკვდილი მოვა და არ ჯობს ახლა ვისიამოვნო? -  - მე ხომ უმაღლესი ღირებულება ვარ!

     თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ აზრი ეკარგება ყველა ღირებულებას.

სინამდვილეში ღმერთი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გწამს მისი არსებობის!

     რა ხდება მაშინ, როდესაც გვწამს ღმერთის არსებობის, რომელიც თურმე არ არსებობს. მაშინ ხდება ის, რომ მისი მიმდევარნი ხშირად უარს ამბობენ ბევრ სხვადასხვა სიამოვნებაზე. ერთადერთი, რასაც ღმერთის არსებობის შემთხვევაში განსაკუთრებული წნეხი ადგება ესაა სურვილები, მისწრაფებები და მხოლოდ საკუთარი თავის ტრფიალება. ამათ, ღმერთის რწმენის შემთხვევაში სერიოზული ზიანი ადგება, თორემ სხვაგვარად ადამიანი ღმერთის რწმენის შემთხვევაში შესაძლოა ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორ ბედნიერადაც გრძნობდა თავს "ღმერთის არ არსებობის დროს" - აღვირახსნილობაში. მაგრამ თუკი ჩვენს გვწამს და ის არ არსებობს? მაშინ ჩვენ გკარგავთ მაქსიმუმ 80-90 წლიანი სიცოცხლის იმ დროით მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც შეგვეძლო განსაკუთრებული სიამოვნებები მიგვეღო და რომელიც აღვკვეთეთ ჩვენი სარწმუნოების გამო და ვთქვით რომ ჩვენ არ ვართ უმაღლესი ღირებულება!

ღმერთი არსებობს და ჩვენ არ გვწამს მისი არსებობის!

     მაშინ ხდება ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ 80-90 წელი სრულ "ნეტარებაში". ვაკეთებ იმას რაც გვსიამოვნებს, ვცხოვრობთ საკუთარი სურვილებით, ბედნიერნი, ღიმილიანები, ჰუმანურები, საყვარლები, კაცობრიობაზე შეყვარებულები ან ბოროტები და დაბღვრემილებიდ დავდივართ, მაგრამ ჩვენ ამით ვნეტარებთ, რადგან "ერთხელ ვცხოვრობთ და სიამოვნებაში ვატარებთ იმ ცხოვრებას". - ჩვენ ხომ უმაღლესი ღირებულება ვართ! მაგრამ აღმოჩნდა რომ ღმერთი არსებობს და მან არ მოგვიწონა მსგავსი საქციელი? მაშინ, გამოდის რომ 80-90 წლიანი სიამოვნება ყელში უნდა ამოგვადინონ 1000, 2000 წლის და უფრო მეტის განმავლობაშიც. მუდმივად უნდა წამოგვაძახონ, რომ ჩვენ 80-90 წელი უკვე ვისიამოვნეთ და ჩვენი სურვილებით ვიცხოვრეთ და ახლა, მარადისობაში დროა დავიტანჯოთ! რატომ? იმიტომ რომ ამ მარადისობის საერთოდ არ გვჯეროდა!

ღმერთი არსებობს და ჩვენ გვწამს მისი არსებობის!

     ეს ის ვარიანტია, როცა 80-90 წელი შენს სიამოვნებებზე ამბობ უარს, მთელს დედამიწაზე ეძებ ღმერთს, პოულობ, უსმენ, მისი სიტყვით ხარობ, ხორციელ სიამოვნებებზე უარს ამბობ, გშია, გწყურია, გცემენ, გღალატობენ, გაჭირვებული ხარ, ქუჩაში მოქუფრული დადიხარ და შენზე ამბობენ როგორი კაცთმოძულეაო, არაჰუმანურად და არაადამიანურად გამოიყურები, წყლულები გაქვს და სადმე ამოგძვრება სული, ოჯახი გაგრიყავს, მეგობრები არ გიცნობენ და ა.შ. (თავად ჩაამატეთ რაც გენებოთ, წმინდათა ცხოვრებიდან უხვად მოიპოვება მაგალითები). მერე მოკვდები და 1000, 2000 წელი და უფრო მეტიც ნეტარებაში ხარ, მარადისობაში გიხარია და ყველა შენი სურვილი და სიამოვნება აქტუალიზირებულია, რა თქმა უნდა სხვა სურვილები და სიამოვნებანი, მაგრამ ერთი-მეორეზე უკეთესნი და უფრო მძაფრად ნეტარების მომნიჭებელნი.

     მოკლედ, სულ ესაა, მარტივი პროპორციებია. აბა, რას ფიქრობთ, რწმენა მომგებიანია?

ნახვა: 697

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დამოკიდებულება, ვარიაცია, მისწრაფება, მოქმედება, რწმენა, ქველიბლოგი

BrOliKa: მარტი 15, 2015||10:41pm
მარადიული ნეტარების მიღწევა შეიძლება კრიტერიუმებში ჩავსვათ?? შენს მიერ ხსენებულ "წყლულებიან" ადამიანს გარანტირებული ნეტარება რატომ აქვს?? საერთოდ რატომ იქცევიან ადამიანები ასე? იმიტომ, რომ ღმერთი უყვართ თუ იმიტომ, რომ ჯოჯოხეთის ეშინით?! მაგრამ ეხლა მეტყვით ღმერთის სიყვარული კმარა იმისთვის რომ ეშმაკის არ გეშინოდესო, მაგრამ ადამიანებმა თავინთი საქციელის სიზუსტე არასდროს იციან და თუ გონიათ, რომ იციან ეს უკვე ცოდვაა...
ლაშა: მარტი 15, 2015||10:49pm

საინტერესოა. დავიწყოთ იმით, რომ კრიტერიუმები არ არის და არც გარანტიებზე ვსაუბრობ, უბრალოდ მე მსმენია, რომ "ეკლიანია უფლისკენ სავალი გზა", რომ ქრისტეს თუ უღალატეს და გაყიდეს, მის მიმდევართაც უღალატებენ და გაყიდიან, მოატყუებენ და აწამებენ, თორემ ვინც მოტყუებულია, ნაწამები და წყლულებიანი, ყველა რომ სასუფევლის კარს აღებდეს, აქამდე იმდენ სენს შემოვიხვევდი გარშემო, ჩემზე ბედნიერი წყლულებიანი არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე. 

რაც შეეხება ღმერთის სიყვარულით თუ ჯოჯოხეთის შიშით?! იცი, არცერთი გზა არ არის დამღუპავი, ვინ თქვა რომ ჯოჯოხეთის შიშის გამო თუ თავს არიდებ ცოდვებს (სიამოვნებებს და ა.შ.) და ამავდროულად გრწამს ღმერთის არსებობის, მაინც დაიღუპები? ღმერთის სიყვარული ეს ცოტა სხვა ფენომენი და მოვლენაა და რწმენა სხვა. ჯოჯოხეთის შიში შესაძლოა სრულიად გარანტიაც კი იყოს რწმენის სიძლიერის, შემდეგ იმედის და სიყვარულის! 

და ბოლოს, ადამიანებმა თავიანთი საქციელის სიზუსტე არასდროს იციან - ეს დამიკონკრეტე და განმიმარტე, ვერ მივხვდი. 

BrOliKa: მარტი 15, 2015||11:05pm
მაინც იქამდე მივდივართ, რომ ადამიანი ამას მაინც საკუთარი თავისთვის აკეთებს... მე ყოველთვის მიკვირდა მაგალითად: შუშანიკის საქციელი შვილების მიმართ... მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი სულის გადასარჩენათ, მაგრამ შვილები ამ ქვეყნად ურწმუნოები დატოვა. ის წმინდანია რა ბედი ერგო მის შვილებს?!
ლაშა: მარტი 15, 2015||11:21pm

და ალტერნატიული ვარიანტი რა ჰქონდა? საკუთარ შვილებთან ერთად ურწმუნოება?? ვინ თქვა რომ შვილები უნდა გიყვარდეს უფალზე მეტად? ან ვინ თქვა რომ შვილებია უმაღლესი ღირებულება?

საკუთარი თავისთვის აკეთებს - ცოტა ცივად ნათქვამია და პრობლემურიც. საკუთარი ცხონებისთვის იღწვის ადამიანი, კი და ეს დანაშაულია?

BrOliKa: მარტი 15, 2015||11:29pm
უმაღლესი არა ხილულია და როდესაც ხილული არ გიყვარს თავზე მეტად უხილავის შეყვარება დასაჯერებელია? ამას შუშანიკიდან გამომდინარე არ ვამბობ ზოგადად ვწერ. დიახ ალტერნატიულ შემთხვევებზეც მიფიქრია და ვერც მე მინახავს გამოსავალი თუ რა უნდა ექნა?!
mariami: მარტი 16, 2015||12:14pm

BrOliKa გეთანხმები, ადამიანს როცა ხილული არ უყვარს, უხილავს როგორ შეიყვარებს. შუშანიკმა თავისი არჩევანით არამარტო თავისი სული იხსნა, არამედ შვილებს შეუდარებელი სიმამაცის და ერთგულების მაგალითი მისცა, რაც სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა და მათზე დიდ გავლენას იქონიებდა. სულის ხსნა ადამიანის პიროვნულ არჩევანზეა დამოკიდებული და არა იმაზე თუ როგორ გარემოში იზრდება.

ლაშა: იანვარი 16, 2018||11:03pm

განცდა, როცა შენამდე ვიღაც შენსავით ფიქრობდა და ისევე პასუხობდნენ როგორც შენ საუკუნის აქეთ: „კაცობრიობა თვითონ ჰპოვებს საკუთარ თავში ძალას, ზნეობრივად რომ იცხოვროს, თუნდაც არ სწამდეს სულის უკვდავება! თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის სიყვარულში ჰპოვებს...”

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters