2009 წელს პირველად ვესტუმრე რაჭას. ვისაც ახსოვს მამა ილიას მოსაგონარი ჩანაწერი, იქაც აღვნიშნე ამ სტუმრობის შესახებ - სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდმა, ბარაკონის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარს ღმრთისმშობლის ხატი შესწირა.
პირველი სტუმრობა იყო რაჭაში და პირველი შეხვედრა მეუფე ელისესთან.
როგორც სამღვდელმთავრო წირვაზე ხდება, მგალობელთა გუნდი, მრევლი, მღვდელმსახურნი - ერთად მოელიან ეპისკოპოსის შემობრძანებას ტაძარში, რათა საღმრთო ლიტურღია დაიწყოს.
შემოვიდა ეპოსკოპოსი. საშუალოზე მაღალი სიმაღლის, შეთეთრები წვერით და თმით, შეკრული შუბლით, აწეული წარბებით და მკაცრი გამომეტყველებით.
პირველი შთაბეჭდილება - "რა მკაცრი ადამიანია!"
რომელნი ქერუბიმთას გალობის შემდეგ, ვიდრე დიდი გამოსვლა იქნებოდა, საკუთრხეველში შევედით და მეუფეს დალოცვა ვთხოვეთ. თბილი და გულიანი დალოცვა იყო.
მეორე შთაბეჭდილება - "არც ისეთი მკაცრი ადამიანია!"
ეს ყველაფერი 28 აგვისტოს, ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ხდებოდა. ბარაკონობაც სწორედ ამ დღეს აღინიშნება ხოლმე. წირვის შემდეგ, დღესასწაულის აღსანიშ საზეიმო სუფრაზე, რომლის გამზადებასა და გაგერიელებაში მთელი სოფელი იღებდა მონაწილეობას, ჩვენი გუნდიც საპატიო სტუმართა გვერდით, მეუფის პირდაპირ გაშლილ სუფრასთან მოკალათდა. ვისაც რაჭული სტუმართმოყვარეობის და მასპინძლობის გემო შეუგრძვნია, ალბათ დამეთანხმება რომ სიტყვებიც კი ზედმეტია ყოველივე ამის გადმოსაცემად. ხვანჩკარა, რაჭული ლობიანი ლორით, თევზი, სიმღერა და ცეკვა-თამაში. სუფრის უფალ-თამადა მეუფე ელისე გახლდათ და ამის შემდეგ სრულიად შეიცვალა შთაბეჭდილება მის მიმართ.
არც აქამდე მენახა და არც მის შემდეგ შემხვედრია ეპისკოპოსი, რომელსაც სახეზე ესონი სიმკაცრე ჰქონდეს გამოხატული, მაგრამ მისი ბუნება სავსე იყოს რაჭული იუმორით, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, სრულიად საკმარისია სიცილით გასაგუდად. ვერ გეტყვით რამდენი წელი მომემატა იმ ერთი საათის განმავლობაში რაც მეუფემ სუფრასთან გაატარა. ბოლოს, რაჭულად დაგვიბარა:
"მე წავედი ახლა და იმდენი დაგილევიათ აგი ხვანჩკარა, ფორთხვით გასულხართ აქედან".
მას შემდეგ მეუფე ჩვენი ახლო მეგობარი და საყვარელი ადამიანი გახდა. მისი მკაცრი გამომეტყველების მიღმა სითბოც ადვილად ჩანდა და სიყვარულიც, თუ დალაპარაკებდა და რაჭულად რამეს იტყოდა ხო ეს სიყვარული ასმაგდებოდა.
"ჩამოვლენ ახლა აგი სვეტიცხოვლის მგალობლები, დეიჭერენ ხელში ნოტებს და მღერიან ისე, რავა ნოტები რომ არ ჰქონდა ჩვენს მამა-პაპას ვერ გალობდა თუ ღმერთს არ ესმოდა მათი გალობა?"
"შე დალოცვილო, ქალაქში ვცხოვრობ და არ მინდა ჩემი ხელით მოყვანილი ვჭამოო. რავა აივანზე არ შეიძლება პატარა მწვანილის მოყვანა? მაგრამ ზარმაცი რომ იქნება კაცი მიტომ ვერ ჩაატანს გემოს ვერაფერს"
ეს და სხვა მრავალი კეთილი და თბილი მოგონება შემოგვრჩა მეუფესგან. მაგრამ დღეს ერთი ცუდი ამბავი გავრცელდა ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტოებისგან:
ეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე) ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალაო.
ძალიან დამწყდა გული. და ვფიქრობ ყველას, ყველას დაგვწყვიტა გული, რადგან ვისაც კი ჰქონია შესაძლებლობა მასთან ურთიერთობისა, მხოლოდ ტკბილი მოგონებები დარჩებოდა. მართლმკვეთელი მეუფე, ქვეყნის და საკუთარი კუთხის მოყვარე, პატრიოტი, შრომისმოყვარე და ჭეშმარიტების დამცველი, კარგი ადამიანი დააკლდა საქართველოს დედა ეკლესიას, წმინდა სინოდს და მის ეპარქიას, რომელზეც უზომოდ იყო შეყვარებული.
დაიბადა ონში 1949 წელს. როგორც თავად ყვებოდა ხოლმე, გვიან გადაწყვიტა თავისი ცხოვრება სასულიერო გზისთვის დაეკავშირებინა 36 წლის იყო როდესაც მღვდლად აკურთხეს 1985 წელს, მაშინ მშობლიურ ნიკორწმინდაში მოღვაწეობდა. 1994-96 წლებში ანჩისხატის და მეტეხის ეკლესიის მოძღვარიც იყო.
1996 წელს 17 მარტს ეპისკოპოსად აკურთხეს.
2002 წლიდან კვლავ მშობლიურ რეგიონს დაუბრინდა და ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსად იქნა დადგენილი, 2008 წელს მიტროპოლიტის ხარისხი მიიღო.
2015 წლის 17 მარტს კი უფალს შეჰვედრა სული.
Qwelly მწუხარებას გამოთქვამს მეუფის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს, მის სულიერ შვილებს, მის ეპარქიას და სრულიად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას!
არჩილის (სვეტიცხოვლის მგალობელია) მოგონებებიდან:
"თავიდან ისეთი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, დალოცვაც კი ვერ ვითხოვე, ვინ წარმოიდგენდა რომ რამდენიმე საათში მისი ხუმრობებისგან ფერ და ძალა დაკარგულს მეტყოდა: "ეი ბოში რავარი სანდომიანი ყოფილა შე კაცო, ყველა კბილი დოუთვალე რაცა აქვს"
ამაზე სიცლი არ მქონდა დამთავრებული, რო ბეწვგაცვენილმა ძაღლმა გამოიარა. მეუფის ფრაზა: "ეი ძაღლი კი კაია ბოშო მარა, რომელმა ამოაბრუნეთ?"
მორიდებული, მაგრამ სანდომიანი :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია