აქამდე ისე მოვედი, არასოდეს ზედმეტად არაფერი მომდომებია. პრეტენზიული და განებივრებული არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის ვჯერდებოდი იმას, რაც მქონდა და ბედნიერი ვიყავი. მოკლედ, მე ვიყავი ბავშვი ზედმეტი სურვილების გარეშე.
ამ ბოლო დროს "რაღაც რაღაცეები" ვისწავლე და ვფიქრობ, ჩემთვის სასარგებლო. თითქოს ცხოვრებამ "რაღაცეები" დამანახა და მასწავლა. შეიძლება ითქვას, გამოცდილება მივიღე. აქამდე ბავშვი მერქვა. ჩემი აზრით, ადამიანი იქამდე ითვლება ბავშვად, სანამ იგი ცხოვრებას "გაეცნობა", დაიწყებს ფიქრს არა მხოლოდ მატერიალურზე და ამქვეყნიურზე, არამედ მეტად მნიშვნელოვანზე. დამაგვიანდა, ნამდვილად დამაგვიანდა... მაგრამ, მაინც გავიზარდე!
ახლა ბევრს ვფიქრობ, დანაკლისი მინდა ავინაზღაურო! ახლა რაღაც ძალიან მინდა, სოფელში, სოფლურად ცხოვრება... ჩემი ასაკის გოგონასათვის ცოტა სასაცილო სურვილია, მაგრამ არ ვმალავ - სოფელში, სოფლურად ცხოვრება მინდა! (მეც მეღიმება). მინდა, მქონდეს ხის პატარა სახლი, ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილი. მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც ადრე ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ სოფლებში... რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ვხვდები, რომ ძალიან შეიცვალა ყველაფერი და შევიცვალეთ ჩვენ... სურვილი მიჩნდება, ჩემი მეგობრები და საყვარელი ადამიანები, სოც. ქსელით კი არ მოვიკითხო, არამედ წერილები დავუწერო, წერილში სმაილის ნაცვლად ჩემს გრძნობებს ვწერდე და გადმოვცემდე. ყველაფერი ნამდვილი და წრფელი მომინდა. ნიღაბის გარეშე..
შევიცვალეთ, გავხდით მეტად ამაყები და უკადრისები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის გვინდა იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სიმანდვილეში ვაგდივართ! მინდა ერთმანეთის დანახვა გვიხაროდეს, მინდა ერთმანეთზე გულში ავს არ ვივლებდეთ, დიდი ილიაც ხომ ასე გვარიგებდა, "მოყვარეს პირში უძრახეო". მინდა ნამდვილები და გულწრფელები ვიყოთ. ყველაფერი ძველაბური, ძალიან ძველებური მომინდა, ის დრო, როდესაც ადამიანები თვალებიდან სიყვარულსა და სიმშვიდეს ღვრიდნენ. კიდევ ბევრი მინდა, მინდა... მაგრამ, ჩემი მინდა შენ არ გინდა! ☺
ყველას თავისი მინდა აქვს!
19..12..13 წელი.
ილურა
ჩემი ჩკვიანი ბავშვი :) :* მომნატრებია შენი ჩანაწერების კითხვა! ♥
ლაშუკა მე კიდევ ფურცელზე წერა მომნატრებია... ვფიქრობდი, დავწერო თუ არა მეთქი და დავწერე :) :* :*
თათი კარგი გოგო ხარ :( აი, მე ამ რამდენიმე კვირის წინ შუალედური გამოცდა მქონდა და ესეს წერა მომიწია - ხელი მოვიტეხე კინაღამ :'(
ჩემი ჭკვიანი, კრიალა და სათნო გოგო! ♥
მეც როგორ მინდა ხოლმე წერილები ვწერო და არა sms-ები :(
თათ არა :( გინდა თუ არა ფურცელზე უნდა დაწეროო :( არ შეისმინა ჩემი ვედრება ლექტორმა :D
ვწეროთ და თაროზე ვალაგოთ? :)
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია