აქამდე ისე მოვედი, არასოდეს ზედმეტად არაფერი მომდომებია. პრეტენზიული და განებივრებული არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის ვჯერდებოდი იმას, რაც მქონდა და ბედნიერი ვიყავი. მოკლედ, მე ვიყავი ბავშვი ზედმეტი სურვილების გარეშე.

     ამ ბოლო დროს  "რაღაც რაღაცეები" ვისწავლე და ვფიქრობ, ჩემთვის სასარგებლო. თითქოს ცხოვრებამ  "რაღაცეები" დამანახა და მასწავლა. შეიძლება ითქვას, გამოცდილება მივიღე. აქამდე ბავშვი მერქვა. ჩემი აზრით, ადამიანი იქამდე ითვლება ბავშვად, სანამ იგი ცხოვრებას "გაეცნობა", დაიწყებს ფიქრს არა მხოლოდ მატერიალურზე და ამქვეყნიურზე, არამედ მეტად მნიშვნელოვანზე. დამაგვიანდა, ნამდვილად დამაგვიანდა... მაგრამ, მაინც გავიზარდე!

      ახლა ბევრს ვფიქრობ, დანაკლისი მინდა ავინაზღაურო! ახლა რაღაც ძალიან მინდა, სოფელში, სოფლურად ცხოვრება... ჩემი ასაკის გოგონასათვის ცოტა სასაცილო სურვილია, მაგრამ არ ვმალავ - სოფელში,  სოფლურად ცხოვრება მინდა! (მეც მეღიმება).  მინდა, მქონდეს ხის პატარა სახლი, ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილი. მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც ადრე ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ სოფლებში... რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ვხვდები, რომ ძალიან შეიცვალა ყველაფერი და შევიცვალეთ ჩვენ... სურვილი მიჩნდება, ჩემი მეგობრები და საყვარელი ადამიანები,  სოც. ქსელით კი არ მოვიკითხო, არამედ წერილები დავუწერო, წერილში სმაილის ნაცვლად ჩემს გრძნობებს ვწერდე და გადმოვცემდე. ყველაფერი ნამდვილი და წრფელი მომინდა. ნიღაბის გარეშე.. 

     შევიცვალეთ, გავხდით მეტად ამაყები და უკადრისები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის გვინდა იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სიმანდვილეში ვაგდივართ! ინდა ერთმანეთის დანახვა გვიხაროდეს, ინდა ერთმანეთზე გულში ავს არ ვივლებდეთ, დიდი ილიაც ხომ ასე გვარიგებდა, "მოყვარეს პირში უძრახეო". ინდა ნამდვილები და გულწრფელები ვიყოთ. ყველაფერი ძველაბური, ძალიან ძველებური მომინდა, ის დრო, როდესაც  ადამიანები თვალებიდან სიყვარულსა და სიმშვიდეს ღვრიდნენ. კიდევ ბევრი ინდა, ინდა... მაგრამ, ჩემი ინდა შენ არ გინდა! ☺ 

     ყველას თავისი მინდა აქვს! 

19..12..13 წელი.

ილურა

      

ნახვა: 1976

ტეგები: Qwelly, განცდები, დღიური, ილურა, საფიქრეთი, სინამდვილე, სოფელი, ცხოვრება, წერილები

ლაშა: დეკემბერი 19, 2013||12:28am

ჩემი ჩკვიანი ბავშვი :) :* მომნატრებია შენი ჩანაწერების კითხვა! ♥ 

თათია: დეკემბერი 19, 2013||12:34am

ლაშუკა მე კიდევ  ფურცელზე წერა მომნატრებია...  ვფიქრობდი, დავწერო თუ არა მეთქი და დავწერე :) :* :*

ლაშა: დეკემბერი 19, 2013||12:36am

თათი კარგი გოგო ხარ :( აი, მე ამ რამდენიმე კვირის წინ შუალედური გამოცდა მქონდა და ესეს წერა მომიწია - ხელი მოვიტეხე კინაღამ :'( 

თათია: დეკემბერი 19, 2013||12:41am

ლაშუკ რატომ არ გქონდა კლავიატურა :D :D ივარჯიშე ხოლმე :) ♥

თა მარი: დეკემბერი 19, 2013||12:42am

ჩემი ჭკვიანი, კრიალა და სათნო გოგო! ♥ 

თა _ მო: დეკემბერი 19, 2013||12:44am

მეც როგორ მინდა ხოლმე წერილები ვწერო და არა sms-ები :(

ლაშა: დეკემბერი 19, 2013||12:45am

თათ არა :( გინდა თუ არა ფურცელზე უნდა დაწეროო :( არ შეისმინა ჩემი ვედრება ლექტორმა :D 

თათია: დეკემბერი 19, 2013||12:46am

თამარ ნწუ, ხვალ პირადად გესაუბრები ჩემს კრიალობასა და სათნოებანზე (: (:


თა _ მო მოდი და ვწეროთ მერე, ვინ გვიშლის? :)

თა _ მო: დეკემბერი 19, 2013||12:50am

ვწეროთ და თაროზე ვალაგოთ? :)

თათია: დეკემბერი 19, 2013||12:52am

თა _ მო ვაგზავნოთ :) ფოსტა კიდევ ფუნქციონირებს ნეტა? :(

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters