ქეთევან პოპიაშვილი

ჯონ ლოკის აზრით, ადამიანებს ბუნებით მდგომარეობაში უკვე აქვთ საერთო საზრუნავი-სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების და თავისუფლების დაცვა. ამიტომ მათ აქვთ სურვილი და მორალური ვალდებულება იზრუნონ გარშემომყოფთა სიცოცხლესა თუ ქონების დაცვაზე ისევე, როგორც ზრუნავენ საკუთარ თავზე. მათ არა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ დასაჯონ ბოროტმოქმედი როცა პირველად მის თავისუფლებასა და ქონებას ან სიცოცხლეს ხელყოფს, არამედ მაშინაც, თუ ასეთივე ზიანი მის გარშემომყოფ ადამიანებს ადგებათ. ლოკის აზრით დამნაშავეა და სასჯელს იმსახურებს ყოველი პიროვნება, რომელიც სხვების ბუნებით უფლებებს არღვევს.

საზოგადოებაში სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს ვალდებულება, რომ დავიცვათ სხვების უფლებები ისევე როგორც ვიცავთ საკუთარს, თუმცა არსებობს მისი ნება, რადგან ადამიანთა უმრავლესობა კეთილგონიერია, ისინი არიან მორწმუნეები, იცავენ ღვთის მცნებებს. მათი გონება ლოგიკურდ განსჯის-რაც უფრო მეტად გაუფრთხილდები სხვის სიცოცხლესა და საკუთრებას არ ხელყოფ მას, მით უფრო ნაკლები საფრთხე არსებობს იმისა, რომ შენ მოგადგება ზიანი.

თუ გამოჩნდება ვინმე, ვისაც არაფრად მიაჩნია მორალური პრინციპები და საფრთხეს შეუქმნის სხვის სიცოცხლეს ან საკუთრებას და ის დაუსჯელი დარჩება, დიდი ალბათობით ის გააგრძელებს ასეთ ქმედებას სხვების მიმართ და იმის გამო, რომ საზოგადოებამ გულგრილობა გამოიჩინა პირველი დანაშაულის ჩადენისას, შემდეგში უფრო მეტი ზიანი მიადგება მას და საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საზოგადოების ყოველი წევრი. ~სახელმწიფოს არარსებობის პირობებში თვითონ საზოგადოება ადგენს სასჯელის განსაზღვრულ ფორმას დამნაშავის დასასჯელად. დასჯის მიზანია, რომ აღარ განმეორდეს ასეთი დანაშაული ან თუ საკუთრების უფლებაა დარღვეული, ზარაი აუნაზღაურდეს დაზარალებულს. როცა არ არსებობს სახელმწიფო, სასჯელის ძირითადი ფორმა სიკვდილით დასჯაა, რასაც ლოკი სულაც არ თვლის სისასტიკედ და თვლის, რომ სასჯელი უნდა იყოს გონებით ნაკარნახევი და არა ბრაზითა და წყენით.

ლოკი თვლიდა რომ ადამიანებს შეუძლიათ მოაწესრიგონ ურთიერთობები საერთო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით სახელმწიფოს გარეშეც. პირველად უნდა ჩამოყალიბდეს ასეთი საზოგადოება, რომელიც შემდეგში შექმნის სახელმწიფოს.

მიუხედავად იმისა, რომ თანასწორი და თავისუფალი ადამიანების ერთობა, თვითონ ახერხებს სამართლიანობის დაცვას და დამნაშავის დასჯას, მაინც დგება აუცილებლობა სახელმჭიფოს შექმნისა და ლოკი ამ აუცილებლობას საზოგადოების ომისგან დაცვაში ხედავს. ის ომად მიიჩნევს არა მხოლოდ ბრძოლასა და თავდასხმებს არამედ ნებისმიერ დანაშაულს, რომელსაც ადამიანის სიკვილი ან მისი ქონების ხელყოფა მოსდევს. როცა ადამიანი საკუთარ თავზე იღებს მოსამართლისა და დამსჯელის ფუნქციას, სასჯელი შეიძლება უსამართლო და მიკერძოებული იყოს.

ამიტომ დგება აუცილებლობა იმისა, რომ საზოგადოებამ თავისი უფლება დამნაშავის დასჯისა გადასცეს სახელმწიფოს. ჯონ ლოკი თვლისმრომ სწორედ ესაა საზოგადოებრივი ხელშეკრულების შინაარსი. სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ადამიანი კი არ კარგავს თავისუფლებას, არამედ მას ეზზღუდება უფლებათა ნაწილი, რომელსაც ის თავისივე სურვილით გადასცემს თავის არჩეულ სახელმწიფოს.

თუ ბუნებით მდგომარეობაში ინდივიდი ვალდებულია დაიცვას ბუნების კანონები, სახელმწიფოს არსებობისას ის ალდებულია დაემორჩილოს სახელმწიფო კანონების, რომლებიც იქმნება ადამიანთა თანხმობით, მათი სურვილებისა და ინტერესების გათვალისჭინებით.

მაშასადამე ლოკი ეთანხმება იმ აზრს, რომ სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია ინდივიდების უსაფრთხოების დაცვაა. ამის გათვალისწინებით სახელმწიფოში ცხოვრება უფრო სანდო და სასურველია, ვიდრე ბუნებით მდგომარეობაში. მაგრამ, ეს არ ეხება ყველანაირ სახელმწიფოს.

ლოკის აზრით, დესპოტურ სახელმწიფოში ცხოვრებისას იზღუდება ყველანაირი უფლებები, ირღვევა ბუნებით ცხოვრების კანონები, არ არსებობს დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტია. დესპიტურ სახელმწიფოში ერთ ადამიანს აქვს მინიჭებული შეუზღუდავი უფლებები, მას შეუძლია მიითვისოს ნებისმიერის ქონება, ხელყოს მათი სიცოცხლე და პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს რადგან თვითონვე ადგენს კანონებს და სჯის დამნაშავეს და ლოგიკურია, რომ ის არ დასჯის საკუთარ თავს.

ჯონ ლოკის აზრით, მას შემდეგ, რაც ადამიანები ქმნიან სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადებისას გადასცემენ მას ბუნებით მინიჭებულ უფლებათა გარკვეულ ნაწილს (მაგ:დამნაშავის დასჯის, მშვიდობის დაცვის), მათ უნარჩუნდებათ საკუთრების უფლება. ლოკი ამბობს, რომ თავისუფლება, სიცოცხლე და საკუთრება თანაბარი მნიშვნელობისაა.

საკუთრებაა ის ყველაფერი, რასაც ადამიანი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით შექმნის და შეიძენს, ლოგიკურია რომ ქონებირივი უთანასწორობის გამო დგება აუცილებლობა საკუთრების დაცვისა, რაც სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

თუ შევაჯამებთ ყოველივე ზემოთთქმულს ლოკის შეხედულებებიდან გამომდინარე - „სახელმწიფო შეიმუშავებს საერთო წესებს, რომლებიც ნებისმიერი კერძო ინდივიდის ან ჯგუფის მოსაზრებაზე მაღლა დგას-ანუ კანონს;ის სჯის იმას, ვინც არღვევს საზოგადოების მიერ მიღებულ წესებს=ანუ აღასრულებს კანონს; და ბოლოს ის იცავს საზოგადოებას გარე საფრთხისგან-ანუ წყვეტს ომისა და მშვიდობის დაკითხებს“. [1]

ლოკი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ხელშეკრულებით წამომდგარი სახელმწიფოში ცხოვრება სჯობს ბუნებით მდგომარეობას, მაგრამ ბუნებითი მდგომარეობა თავისი არსით ბევრად აღემატება დესპიტურ სახელმწიფოს. საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადების შემდეგ ადამიანებს უნარჩუნდებათ უფლება შეცვალონ თავისივე არჩეუი ხელისუფლება, თუ ის არ ასრულებს თვის თავზე ნაკისრ ვალდებულებებს და არ ემსახურება საზოგადოებას სათანადოდ. [2]

[1] ლოკი ჯონ, მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე, 245.

[2] ლოკი ჯონ, მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე - შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017 წელი.

ნახვა: 846

ტეგები: აზროვნება, ილიაუნი, ლოკი, მმართველობა, სამოქალაქო, ტრაქტატი, შთა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters