ამ თემაზე არასდროს მილაპარაკია ხმამაღლა.. ეხლაც დილიდან ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა, საჯაროდ მელაპარაკა ჩემთვის ასეთ პირადულ და მტკივნეულ თემაზე, მითუმეტეს სოციალურ ქსელში, პირველ ჩანაწერში, სადაც ყველას შეუძლია ისე გაგაკრიტიკოს, როგორც ჩვენ ყველა ვაკრიტიკებთ ერთმანეთს.. მაგრამ ჩემი მიზანი არ არის რაიმე სხვა (შემოქმედებითი) კუთხით თავის წარმოჩენა, უბრალოდ მინდა ერთი პატარა და მტკივნეული თემის მოყოლა ჩემს მეგობარზე..

     პირველი, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ თანადგომა ჩვენგან მხოლოდ მეგობრებს არ სჭირდებათ.. ჩემი მთავარი ტკივილი კი ის არის, რომ მეგობარს უარი ვუთხარი ამ თანადგომაზე (თუმცა არაპირდაპირი გზით) და გავწირე. არასდროს მიფიქრია ასეთი მხარდაჭერა თუ დასჭირდებოდა ჩემგან, და დღეს ამის გამო თითქოს ვსჯი საკუთარ თავს. ყოველთვის, როცა გეძლევა შანსი იყო დაცემული ადამიანის გვერდით, უნდა გამოიყენო ისე, როგორც ამას ქრისტიანობა გვასწავლის. არც სიამაყის და არც დროის უქონლობის გამო, არ უნდა დატოვო მარტო ის, ვისაც ნამდვილად სჭირდები..

     ლაშა ჩემი ოჯახის ახლობელი და მეგობარია (უპატიებელია წარსულში ლაპარაკი მეგობარზე, მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყნად აღარ არის). მისი მძიმე პერიოდის და ჩემი "მოუცლელობის" გამო კონტაქტი დავკარგეთ. რაც ყველაზე მეტად მაწუხებს დღეს, ის არის, რომ ბოლო პერიოდი, დღემდე გაურკვეველი მიზეზის გამო, გაატარა განადგურებული ფსიქიკით. თუმცა ესეც გარკვეული პერიოდი იცვლებოდა (უარესობისკენ). რამდენიმე ეტაპის გავლამდე კი ჩემთან იყო მოსული და რამდენიმე წუთით ვილაპარაკეთ, ისიც სიცილით, მაგრამ მაინც პრობლემებზე, რომ ყველაფერი რაც არსებობს აღიზიანებდა. როცა მიზეზი ვკითხე ვერ მიპასუხა და ბოლოს, ის რაც დღემდე უსაზღვრო ტკივილია, მითხრა რომ ჩემთან ლაპარაკი უნდოდა. დავთანხმდი..

     ყველაფერი ისე ავაწყე, როგორც მაშინ მაწყობდა.. მოუცლელობის და სწავლის გამო ჩვენი საუბარი არ შედგა. თუმცა იქამდე, სანამ ამ არშემდგარ საუბარს გავაცნობიერებდი, ყოველთვის მეგონა, რომ არსებობდა შესაფერისი მომენტი, რომელიც დადგებოდა ჩემთვის შესაფერის დროს. თუმცა, რატომღაც არც მაშინ შედგა, როცა ყველას და ყველაფერს ჩამოშორდა. ეს კი ზუსტად ის შესაფერისი მომენტია, როცა უნდა დაამტკიცო რა ადამიანი ხარ, როგორი მეგობარი. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ დღეს ის ცოცხალი აღარ არის, მხოლოდ მან კი არ გაწირა თავი, მეც გავწირე მეგობარი ჯოჯოხეთისთვის, და უფრო მეტიც, თავიც ვიმართლე გულის სიღრმეში, რომ დრო არ მქონდა მასთან სალაპარაკოდ, რომ არ მეგონა ასე თუ სჭირდებოდა თანადგომა და რჩევა, რომ ვერ ვხედავდი საჭირო მომენტს და ამით თითქოს სხვა ადამიანებს დავაკისრე ის პასუხისმგებლობა, რომელიც მე არ მქონდა აღებული საკუთარ თავზე, როგორც მეგობარს. ყოველთვის ასეა, სიკვდილი გამოსავლად იქცევა ხოლმე ჩვენთვის და სინდისს მხოლოდ მაშინ ვპოულობთ ჩვენში.. ისე ღრმად მიმალულ სინდისს, რომ მხოლოდ დაუნდობელ სიკვდილს შეუძლია თითქოს მისი ზევით ამოტივტივება..

     მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, ის ჩემი სინდისის გარდა სიზმრებშიც ჩნდებოდა, თითქოს არაფერია ამაში უჩვეულო, ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრს ფიქრობო, მაგრამ ასე უმიზეზოდ არ შეიძლება ესიზმრებოდე მეგობარს და ცდილობდე დანგრეული ცხოვრების მიზეზის ახსნას. ბოლოს კი ყველაზე ცხადი ჩემთვის გახდა ის, რომ მაშინ გაქრა ჩემი სიზმრებიდან, როცა შემპირდა, რომ აღარასდროს დამესიზმრებოდა. მას შემდეგ მხოლოდ სინდისში ვეძებ, თუმცა არც არასდროს დამიკარგავს, ყოველთვის აქ იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ..

     სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს, ისევე როგორც დუმილს. არ ვიცი რომელი ჩემი ნათქვამი სიტყვა შეაცვლევინებდა აზრს თვითმკვლელობაზე, ან შეაცვლევინებდა თუ არა საერთოდ. იქნებ უბრალოდ მოსმენა სჭირდებოდა, ან გაღიმება. ალბათ ვერასდროს გავიგებ ამას..

     რა შეიძლება იქცეს მიზეზად, როცა მიზეზის დადგენის დრო მოდის? არც ისე ადვილია ყველა კითხვაზე იპოვო პასუხი, მაშინ როცა საკუთარი მდგომარეობისთვის შესაფერის სიტყვებსაც კი ვერ პოულობ, მეგობრისათვის კი სანუგეშოს..

     რას ვეტყოდი გარდაცვლილ მეგობარს თუ მთხოვდა ამეხსნა, რატომ არ დავეხმარე, რას ვეტყოდი თუ არ მეცოდინებოდა, როგორ უყვარდა ჩემთან ლაპარაკი ყოფით პრობლემებზე? მეორეს მხრივ თითქოს დგება დრო ყველაფრისთვის, თითქოს არასდროს არის გვიან, სინდისი თითქოს იღვიძებს და გვტანჯავს.. მაგრამ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ.. ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ შესაფერის დროს არ უნდა ველოდოთ, იმის გამო, რომ ამას მხოლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ. არაფერია იმაზე ადვილი რასაც თანადგომა ჰქვია. არასდროს გვეცოდინება როდის დგება შესაფერისი მომენტი ამ მოკვდავთა სამყოფელში..

ნახვა: 419

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გარდაცვალება, მეგობრობა, სინდისი, ტკივილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters