ბორჯომის წმინდა სერაფიმ საროველი სახელობის დედათა მონასტერი ასლი საროვის მონასტრისა

ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა ღირსმა მამა სერაფიმ საროველმა კელია აშენდა 1903 წელს გადაღებული ფოტოსურათის მიხედვით "ასლი საროვში მდებარწე უდაბნოსი" "ახლომდებარე უდაბნო" იყო სერაფიმე საროველის მონასტრიდან სამი ვერსის დაშორებით, კელია აშენდა 1825 წელს: ამ კელიაში მას ეცხადებოდა ღვთისმშობელი. ზოგჯერ ღირსი მამა აქ სამი ათასამდე ადამიანს ღებულობდა, განსჭვრეტდა მათ წარსულსა და მომავალს.მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას პირველად ხედავდა, იცოდა მათი სახელები ღირსი მამა სერაფიმ საროველი ატარებდა თეთრ კვართს, ყელზე ეკიდა დედა, აღათიას ნაჩუქარი სპილენძის ჯვარი, მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა, რომელიც სავსე იყო ქვებით და ქვიშით, ძევიდან კი იდო წმინდა სახარება. ღირს მამას ხელში ეჭირა სკვნილი.იგი ყველას ხვდებოდა სიტყვებით: "ჩემო სიხარულო, ქრისტე აღსდგა!" მის კელიაში იყო ღვთისმშობლის ხატი "მავედრებელი", რომლის წინაშე ლოცვისას მუხლებზე მდგარი აღესრულა. მისი ლოცვით უფალი შეგვეწიოს ჩვენ, ამინ. დაე, ამ ახალმა კელიამ "ახლომდებარე უდაბნო" მოგცეთ თქვენ ყველას სიყვარული ღვთისა და წმინდა სერაფიმე საროველის მიმართ.

ღირსი მამა, წმინდა სერაფიმე - არის ერთ_ერთი უდიდესი წმინდა მოღვაწე. იგი მოღვწეობდა XIX საუკუნის დასაწყისში. მას თორმეტჯერ გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. 40 წელიწადი მოღვაწეობდა საროვის მამათა მონასტერში 20 წლის ასაკში მივიდა მონასტერში მორჩილად და 8 წელი გაატარა თავმდაბლად მორჩილმა პროხორემ 1786 წლის 26 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და დაარქვეს სახელას სერაფიმე, ორ თვეში კი იერო დიაკვნად 1793 წელის 15 სექტემბერს ხელდასხმულია მღვდელ-მონაზვნად. ამის შემდეგ ღირსი მამა სერაფიმე განმარტოვდა კელიაში საროვის ტყეში. 15 წელი გაატარა მკაცრ მარხვასა და ლოცვაში, წლების მანძილზე მარტო წყლით და ბალახ "სნიკს" მიირთმევდა. 1000 დღე და ღამე განუწყვეტლივ ლოცულობდა ქვაზე მუხლმოყრილი ხელებაპყრობილი "господи милостив буде мне грешисму" - "ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე" შემდეგ ღირსი მამა სერაფიმე დაბრუნდა საროვის მონასტერში დამკიდევ 15 წელი დაეყუდა კელიაში სრულ მდუმარებაში მყოფი. ღვთისმშობელის გამოცხადების შემდეგ ღვთისმშობელისაგან მიიღებს კურთხევას - მიიღოს მრევლი, დალოცოს და ანუგეშოს ხალხი. ყოველ ადამიანს ხვდებოდა სიტყვებით - "радость моя" - "სიხარულო ჩემო" - ხელზე ემთხვეოდა და თავს მოუდრეკდა სტუმარს. დრეში 5000 ადამიანი მიდიოდა მასთან ყველას წარსული, მომავალი სახელებიც იცოდა წმინდა მამამ 1833 წლის 15 იანვარს წმინდა სერაფიმე საროველი აღესრულა მუხლებზე თავის კელიაში, ხელები გულზე დადებული, ღვთისმშობლის ხატის "умнление"-ს წინ 72 წლის ასაკში. ეს ქვა ატრის მსგავსი იმ ქვისა, რომელზეც მამა სერაფიმე საროვის ტყეში მუხლმოდრეკილი ლოცულობდა "უფალო შემიწყალე მე ცოდვილი". ყველას შეუძლია მუხლებზე დაჩოქილმა ილოცოს ამ ქვაზე, წაიკითხოს დაუჯდომელი და საკუთარი სიტყვებითაც მიმართოს ღირს მამას. ეს სამლოცველო აშენდა და ქვა იკურთხა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს მიერ. სერაფიმ საროველს უყვარდა საქართველო - იბერია იცოდა, რომ საქართველო იყო ღვთისმშობლის პირველი წილხვედრი, ხოლო დივეევო- მეოთხე ქვა, რომელზეც მუხლებზე მდგარი, ლოცულობდა წმინდა სერაფიმე დაანაწევრეს და წაიღეს პილიგრიმებმა XIX საუკუნეში. დაე, წმინდა სერაფიმე საროველი იყოს ჩვენი გამაერთიანებელი და მომცემი სიყვარულისა და მშვიდობისა. დაე, წმინდა სერაფიმე - სიყვარულის დიდი მამა - იყოს ჩვენი საქართველოს მფარველი, ამინ!

www.qwelly.com_თვის

ნახვა: 12369

ტეგები: Qwelly, saint, Серафим, монастырь, ბორჯომი, დღიური, მონასტერი, სერაფიმე, წმინდა

maka: აგვისტო 3, 2017||5:56pm

გამარჯობა, ამ მონასტრის ეზოში დათვის ისევ ბინადრობს?

ლაშა: აგვისტო 3, 2017||10:33pm

როგორც მახსოვს, მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ჰყავდა და ახლა არ ვიცი. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters