სკვერში ზის ქალი;
ჩამქრალი თვალები... მზერა ღრმა, გამჭოლი, შორსმიმავალი, მაგრამ... თუ ცოტა უფრო მივუახლოვდებით და დავუკვირდებით შევხვდებით გამოხედვას უტყვს, ცივს, გულქვას და უიმედოს. და ასე გაჰყურებს სივრცეს.
ის მე მეცნობა. ერთად ვსწავლობდით, კურსელები ვართ.
მახსოვს მისი მეუღლე... ადრე გათხოვდა, მახსოვს მათი თაფლობის თვის პერიოდი.
ათი წელი გავიდა მას მერე; თითქოს გასულ კვირას მოხდაო. . . მახსოვს ბედნიერი, მომღიმარი, ქმარზე, ოჯახზე მოსაუბრე…
კეკლუცობდა, ნაზი ღიმილი დაჰფენოდა, ხან თვალებს მინაბავდა, ხან კისკისებდა.
გაწითლდა, როდესაც პირველად მოაკითხა ქმარმა ლექციების დასრულებისას.
მორცხვად გაგვაცნო, მერე შარფი შემოიხვია, თითქოს აჩქარებული გულისცემა უნდა ჩაახშოსო, ხელმკლავი გაუყარა და გზას გაუყვნენ. . . შინ მიმავალ გზას, ცხოვრების გზას. . .
. . . გავიდა დრო. ის გზაც თვალს მიეფარა, პირდაპირ სვლით, ხვეულებით, აჩქარებით, შეფერხებით და ბოლოს ჩიხით.
ჩიხი კეტავს ყველაფერს, აჩერებს მოძრაობას, კრავს, ანელებს ნაბიჯს, აქრობს ნაპერწკალს...
ახლა ნაპერწკალიც არ ბჟუტავს მის თვალში.
სკვერი ცენტრშია. გარშემო ხალხი. . . მიდი - მოდიან, ზოგი ისვენებს, ვინ ნაყინს მიირთმევს, ვიღაც ბავშვს ეთამაშება, სხვები დამდგარან და საათზე იყურებიან.
მხოლოდ ის ზის უმოძრაო, გაყინული მზერით. . .
იქნებ ვერც მეცნო, ისე ამევლო გვერდი, რომ არა ერთი ამბავი: დილით შემთხვევით შეხვედრილმა თანაკურსელმა ვითომ სხვათა შორის მითხრა მასზე, თურმე ქმარმა მიატოვაო; გახსოვს რომ გაგვაცნო? რა ბედნიერი იყო საწყალი. . . არადა რატომ? კარგი გოგოა, კარგი მეუღლე იყო, როგორც ვიცი, თან ეგენი ხომ სიყვარულით დაქორწინდნენ. . .
და მალე, საღამოხანს მე იგი ვნახე; რა დამთხვევაა??
ოჰ, ეს აუტანელი შემთხვევითობა; როგორ დაგვცინის ხანდახან, თითქოს ბოროტი ღიმილით თვალსაც გვიკრავს და გაივლის, გაიქცევა, გვიტოვებს რა სურათს. . .
აქ შევჩერდები.
ვერ ვივიწყებ კურსელი გოგონას თვალებს. ვერ მივიდოდი, ვერ გამოვეცნაურებოდი, უხერხულია, ვერ ვკითხავდი და ვერ ვუთანაგრძნობდი. . .
და იქნებ ისევ აუტანელმა შემთხვევითობამ თქვას თავისი სიტყვა. იქნებ ისევ მან დაანთოს ოდესღაც ჩამქრალი ნაპერწკალი და მოგიზგიზე ალად გადააქციოს. . .
მას მივანდობ ნუგეშს და მეგობრულ სიტყვას. . .
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია