გაურკვევლად შეწყალებულები, განათლება კორონას პირობებში და კორონას დანატოვარი

      დღის მთავარი ამბავი - პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. მართალია არავის გამოუკვლევია რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა, მაგრამ ფაქტია - ევროპელებისა და ამერიკელების წერილებს საეჭვოდ დაემთხვა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს შეწყალება იყო. მომდევო თემა განათლება კორონას პირობებში და მთავარი ამბავი - 22 მაისს შეწყდება საგანგებო მდგომარეობები. კორონას რიცხვები - საქართველოში: 671 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 393, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 4 483 864, გამოჯანმრთელებული - 1 609 475, გარდაცვლილი - 303 825. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2005 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 მაისი, 2020

      კორონას მკურნალობა - ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლნისიდან და კარანტინის სივრციდან 6 ახალი პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 მცირეწლოვანია. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია. ლევან რატიანი - 6-7 დღეა, რაც კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. 10 მარტიდან დღემდე ჯამში 163 კოვიდინფიცირებული პაციენტი მივიღეთ - ვიმედოვნებ, 1-ლი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და გადავალთ ჩვეულ რეჟიმში.

      კორონა და განათლების სისტემა - პრემიერის განცხადებით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები - 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მასწავლებლებმა და სკოლებმა სწავლების ონლაინკომპონენტს წარმატებულად გაართვეს თავი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მე-12 კლასის იმ მოსწავლეებს, რომელსაც მიღებული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ, ქულის ამაღლების საშუალება ექნებათ. სკოლას შეუძლია მოსწავლის წლიური შეფასების განსაზღვრის ორი ალტერნატივიდან მისთვის შესაფერისი თავად შეარჩიოს. დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული გამოცდები იგივე დროს ჩატარდება - აგვისტოში გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია. ნებისმიერ მოსწავლეს, გარდა მე-12 და მე-9 კლასელებისა, ვისაც წლიური ქულის ამაღლების სურვილი ექნება, სკოლას 16-30 ივნისის ჩათვლით უნდა მიმართოს. პროექტ ტელესკოლას მალე პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები დაემატება. სამინისტრომ მოსწავლეების შეფასების ახალი მოდელი შეიმუშავა. უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქებით ჩატარდება, როდესაც საგანმანათლებლო აქტივობები განახლდება. პროფესიული განათლების ახალ პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა 20 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ყველა უნივერსიტეტმა ამ სემესტრის სწავლის გადასახადი სტუდენტებს ან გადაუვადა, ან გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა.

      კორონას დანატოვარი ეკონომ-კრიზისი - კორონაკრიზისი - დღეს გაფორმებული მემორანდუმით, 200 000-ზე მეტი ფერმერი დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული, კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. დავით ბაქრაძე - თვითდასაქმებულების რეგისტრაციის მოთხოვნა არის ის უსამართლობა, რომლის მიხედვითაც, სამიდან ორი თვითდასაქმებული ვერ მიიღებს ვერანაირ დახმარებას. ლევან კობერიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - იბადება კითხვა, 6-თვიანი დახმარების პაკეტი პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ გამოყენებული თემა ხომ არ არის?

      შეწყალებული პატიმრები - გიგა ბოკერია - შეთანხმება იყო, რომ ივანიშვილს რა გზითაც უნდა, მისი რომელი პოლიტიკური "კლოუნის" მეშვეობითაც უნდა, პოლიტპატიმრები იყვნენ თავისუფალი და საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილი - არავის, არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რამით. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები, არამედ - როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ - დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს, ქვეყნის მომავალს ორ ადამიანს ვერ გადავაყოლებ. დავით ბაქრაძე - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იმოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის, ჩვენს მიდგომაზე საკონსტიტუციო კენჭისყრასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერია - ერთი ნაბიჯი დარჩა შეთანხმების ამ ნაწილში - გიორგი რურუას გათავისუფლება, შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც რურუას გათავისუფლების შემდეგ მივიღებთ მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე - ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. გია ხუხაშვილი - საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა - „ქართული ოცნება“ თვითონ შევიდა ჩიხში და პოლიტიკური სუიციდით დაასრულა ყველაფერი. გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, მისი ხელმოწერაა შეწყალების აქტზე და ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა. ირაკლი ოქრუაშვილი - ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ესეც ვერ შეასრულა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის და კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო? ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა. გიგი უგულავა - არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, სანახევრო ხელშეკრულება, ჩვენ დახლზე არ ვართ და „ოცნებას“ არ ვევაჭრებით და ჩვენი პარტნიორებიც ამით არ არიან დაკავებულები. კუბილიუსი - სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. კახა კალაძე - შეწყალების შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გვქონდა. მდინარაძე შეწყალებაზე - პირადად მე ასე არ მოვიქცეოდი. ოქრუაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ნიკა მელია - მიღებული გადაწყვეტილება არის დასავლეთის, ოპოზიციის და სამოქალაქო აქტიურობის შედეგი. სააკაშვილი - გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ. გიგა ბოკერია - ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. სალაძე - ამ შემთხვევაში მთავარია რომ ეჭვის ქვეშ არ დადგეს საკონსტიტუციო ცვილებებისთვის მხარდაჭერის საკითხი.

      22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება.

      მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

      დეზინფექცია ბიზნესად - ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ ქართულმა ბიზნესმა სადეზინფექციო ხსნარების გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით სწრაფად უპასუხა.

      ბოლნისის ახალ ბლოკადა - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია უზრუნველყოფს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლონ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ზედმიწევნით აღსრულება მუშევანსა და გეტაში, რათა შესაძლო გართულებები თავიდან იყოს აცილებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტადან და მუშევანიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს 17 კოვიდინფიცირებული თბილისის კლინიკებში გადაჰყავთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პირის თბილისში გადმოყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, სოფელ გეტაში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება მიმდინარეობს.

      თავმჯდომარეობა - გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მაღალი შეფასება ჰქონდა

      საქართველო Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში ჩაერთვება.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: ვლადიმერ პუტინის ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთის განათლების მინისტრიც იყო ინფიცირებული. სლოვენიამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. World Vision - პანდემიის გამო, 4 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა ნაადრევი ქორწინების რისკის წინაშე დგას. ერთი თვე შესრულდა, რაც ჩინეთში კორონავირუსით არავინ დაღუპულა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 10598 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 113 ადამიანი გარდაიცვალა.

      დროშობა - გერმანიაში სხვა ქვეყნის დროშის შეურაცხყოფა გერმანიის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის სასჯელთან გათანაბრდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 118

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მაისი 15, 2020||11:41pm

ყველაფერში დამნაშავეები მაინც სოციოლოგები არიან (ვართ). ვინმემ, სადმე ჩაატარა კვლევა ოქრუაშვილისა და უგულავას პოლიტპატიმრობაზე? მოსახლეობის რა ნაწილს სჯერა მათი უდანაშაულობის? და თუ მოსახლეობა არ ფიქრობს რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან, ევროპა-ამერიკა ვისი ტიკი-ტომატაა? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters