როდესაც NDI კვლევას აქვეყნებს, მაშინვე დღის მთავარი ამბავი სწორედ კვლევის შედეგები ხდება, კვლევის პროცესის, კითხვარის, შერჩევის და მთელი წინარე პროცესის გამოუკვლეველად. დღესაც ასე იყო - შედეგების განხილვას, მოწონება-დაწუნებას დაეთმო მთელი დღე. ასევე დღის მთავარი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, შოთაძის სავარაუდო დაბრუნება პროკურატურაში - გენერალურ პროკურორად, ასევე სერგეენკოს მინისტრობისას მედიკამენტების ვადაგასულობის ამბავიც.
მკვლევარი ეროვნულ-დეკომრატიული ინსტიტუტი - NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს. გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 30% - კარგად. გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლების ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს, ყველაზე ცუდად კი სალომე ზურაბიშვილის. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს სასამართლოები ერთნაირად არ ეპყრობა ყველა მოქალაქეს. გამოკითხულთა 49% უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უარყოფითად აფასებს. გამოკითხულთა 19% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია „ქართული ოცნებაა“, 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ხოლო 7% - „ევროპულ საქართველოს“. გამოკითხული მოსახლეობის 82%-სთვის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია. გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ. გამოკითხულთა უმეტესობა, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ლორა თორნტონი - მზარდი ტრენდი შეინიშნება დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობის კლებაში, როგორიც არის პრემიერის ოფისი, ზოგადად მთავრობის შეფასება, პარლამენტი. გია ვოლსკი - ათეულ წელზე მეტია NDI გაუგებარი მიზნებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით აჟიოტაჟს ქმნის. კობა ნარჩემაშვილი - NDI-ის კვლევამ სწორად ასახა მოსახლეობის განწყობა პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ - 20%, „ნაცმოძრაობას“ - 13%, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებს“ - 8% მისცემდა ხმას. NDI-ის კვლევა ასახავს იმ უმძიმეს რეალობას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა და მისი „კლოუნების“ არმიამ. ხათუნა ლაგაზიძე NDI-ის კვლევაზე - ის, რომ დღეს ოპოზიცია ჯამურად „ქართულ ოცნებას“ ჯობნის, არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია. ლორა თორნტონი - ვიცით, რომ სახელისუფლებო გუნდს აქვს კითხვები - მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ CRRC-საქართველო NDI-ის მხრიდან სრული ნდობით სარგებლობს.
საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვას სახელმწიფო ინსპექტორი გააკონტროლებს.
წამალი პაციენტს - დავით სერგეენკო - C ჰეპატიტით ინფიცირებულები ვადაგასული წამლით არ მკურნალობდნენ - ვვარაუდობ, აუდიტის სამსახურმა, „ვიკიპედიაში“ ნანახი ფასები აიღო. აუდიტის პასუხი - ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება - 560,645,083 ლარი სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია ასახული, - ასეთ განმარტებას აკეთებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებაზე. დიმიტრი ხუნდაძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე - ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი. ზურაბ ჭიაბერაშვილი - დავით სერგეენკო ახლა თავის მართლების რეჟიმშია, მათ შორის, სახელმწიფო-მაკონტროლებელ ორგანოებთან. სერგეენკო - პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან გაჟღერდა, რომ C ჰეპატიტის მედიკამენტების ფარული გადაყიდვა მოხდა, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული.
არჩევნები აფხაზეთში - ირაკლი ბერაია - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოხუმში განვითარებულ პროცესებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულობა. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს - როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს. თორნიკე შარაშენიძე - ასლან ბჟანიას პასუხი დამაიმედებელია - თუ შეგვეშინდება დიალოგის ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა. გიორგი კანაშვილი - ბჟანია, 4-5 წლის განმავლობაში აფხაზეთში მთავარი პირი იქნება - მის ნათქვამში საინტერესოა ის, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის. ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. დეპუტატი - აფხაზებს საქართველოსთან საკუთარი საკითხები აქვთ გასარკვევი - ყველაფერი საქართველოს პოზიციაზეა დამოკიდებული. მამუკა არეშიძე - თუ აფხაზური მხარე დააყენებს საკითხს ისე, როგორც აქამდე აყენებდა, რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დიალოგი, მაშინ ეს დიალოგი არ შედგება. სუს-ის უფროსის მოადგილე - ასლან ბჟანიას ინიციატივები საინტერესოა, თუკი ისინი ჟენევის ფორმატში იქნება დასმული, ინტენსიურ რეჟიმში ვიმსჯელებთ.
პროკურორი შოთაძე - გია ვოლსკი - თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მე მხარს დავუჭერ. მამუკა მდინარაძე - ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ, გუნდიც ამ აზრზე იქნება რადგან ის არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი. ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძეზე - ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ. სალომე სამადაშვილი - შოთაძის დაბრუნება ნიშნავს, რომ პროკურატურის მართვის სადავეები ფარცხალაძის ხელში გადადის, ეს არის დაანონსებული ძალადობა და უკანონობა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - მოვუწოდებთ საბჭოს, მხარი არ დაუჭიროს შოთაძის კანდიდატურას გენ. პროკურორის თანამდებობაზე.
საზღვარგარეთულები:
რამზან კადიროვმა უფლებამოსილება დროებით მთავრობის თავმჯდომარეს გადააბარა.
აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საბრალდებო მასალა სენატს გადაეცა.
თურქეთი „ვიკიპედიაზე“ დაწესებულ აკრძალვას აუქმებს.
ირანის პრეზიდენტი - ირანი ახლა უფრო მეტად ამდიდრებს ურანს, ვიდრე 2015 წლამდე, როცა ბირთვული ხელშეკრულება დაიდო.
ავსტრალიის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ წვიმა ყველა ხანძარს ვერ ჩააქრობს, თუმცა ნალექმა კონტინენტს მცირე შვება მოუტანა.
სამთავრობო ამბები რუსეთში - სერგეი ლავროვი - მთელი ამ წლების მანძილზე, მე პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი გახდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
გამოვიდა, რომ ვადა გაუვიდა ძვირადღირებულ წამლებს, რომლებშიც ფულს არ იხდიდა სახელმწიფო?
მეც გამიკვირდა ეს აღმოჩენა - ნახევარი მილიარდის ღირებულების წამალი უბრალოდ საჩუქარი ყოფილა (დასატესტად, გამოდგება თუ არა) და საჩუქრის ფასი გადაამოწმეს? ისინი არ ჩივიან ვინც გვჩუქნის და ამათ რა უნდათ? ))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია